კინო 5 შესანიშნავი ფილმი საღამოსთვის #1 2017, 22 ოქტომბერი, 19:27
კარგი ფილმის ძიებისას გაცილებით დიდი დრო იკარგება, მითუმეტეს თუ კინოს აქტიური მაყურებელი ხართ, ვიფიქრე არ იქნებოდა ურიგო ყოველ საღამოს 5 საინტერესო ემოციურად დატვირთული ფილმი შემოგთავაზოთ.
№1 Hacksaw Rainge/ჰაქსოუს გმირი - აშშ-ს არმიის ექიმი, მეორე მსოფლიო ომის დროს უარს ამბობს იარაღზე, რადგან ეს მის რელიგიას ეწინააღმდეგება, ის უარს ამბობს კაცის მოკვლაზე, რის გამოც მას არასაიმედო თვალით უყურებენ . ის გახდა პირველი არასამხედრო პიროვნება, რომელმაც ღირსების მედალი მიიღო.
№2 The Next Three days/ შემდეგი სამი დღე - წყვილის ცოლ-ქმრული ცხოვრება თავდაყირა მას შემდეგ, დადგება, რაც ლარა ბრენანს მისი ბოსის მკვლელობაში დასდებენ ბრალს, ხოლო მისი მეუღლე ჯონი იბრძვის მისი უდანაშაულობის დასადგენად, ფარხმარ დაყრილი ჯონი დაგეგმავს ლარას გატაცებას ციხიდან. №3 The Place Beyond the Pines/ ადგილი ფიჭვნარში - მოტომრბოლელი, რომელიც გაიგებს, რომ შვილი ყავს გადაწყვეტს თავისი ცოლ-შვილისთვის კარგი პირობების შექმას, მაგრამ ამისთვის მას ბანკების ძარცვა უწევს . (საინტერესო ფილმია) №4 The Theory Of Everything/ყველაფრის თეორია - ფილმი მოგვითხრობს ცნობილი ფიზიკოსის სტივენ ჰოკინგის და მისი მეუღლის ურთიერთობაზე. ფილმში მთავარ როლს ედი რედმეინი ასრულებს . გამორჩეული და ემოციური ფილმი. №5 The Man Who Knew Infinity/ადამიანი, რომელმაც შეიცნო უსასრულობა- გენიალური ფილმი გენიალურ მათემატიკოსზე, რომელმაც შეიცნო უსასრულობა. თვითნასწავლი გენიოსი სრინვასა რამანუჯანი. 266 2-ს მოსწონს
|