x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
"შენ შეგიძლია ცეკვა" -გამორჩეული მონაწილე რუსულ შოუში გამორჩეულად წარსდგა...
ქართულ სატელევიზიო სივრცეში ბევრი ისეთი შოუა, რომელიც უცხოური შოუების ანალოგს წარმოადგენს.

ასეთი ტიპის გადაცემები ხელს უწყობს საზოგადოებიდან ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენას, მათი ცნობადობის გაზრდას და პოპულარიზაციას. ძირითადად გამოირჩევა მუსიკალური შოუები სხვადასხვა არხზე, მაგრამ ცეკვის მოყვარულებისთვისაც შეიქმნა შოუ "შენ შეგიძლია ცეკვა", სადაც ბევრი საოცარი ახალგაზრდა გამოჩნდა და დაგვამახსოვრეს თავი. დაგვამახსოვრდა არა იმიტომ რომ ასეთი ფორმატის გადაცემა მანამდე არ ყოფილა, არამედ იმიტომ რომ უმრავლესობა ნამდვილად ძალიან ნიჭიერი და გამორჩეული იყო.

თეონა წიწაკიშვილი საინტერესო გარეგნობასთან ერთად აღმოჩნდა ნიჭიერი, გამორჩეული და მომხიბვლელი. ჩემი აზრით მის ყველა გამოსვლაში იგრძნობოდა ნამდვილი პროფესიონალიზმი და საქმის სიყვარული. თუ არ გიყვარს შენი საქმე წარმატებასაც ვერ მიაღწევ...

image


ჩემი აზრით, ბევრი დადებითის მქონე მომხიბვლელმა და პროფესიონალმა თეონამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ის გუშინ "შენ შეგიძლია ცეკვას " რუსულ ვარიანტში გამოჩნდა. სადაც შესარჩევ ეტაპზე ძალიან ლამაზად წარმოადგინა თავისი დადგმა და რუსი ჟიურიც დადებითად გააოცა.

დარწმუნებული ვარ ვინც ამ ყველაფერს თვალყურს ადევნებდა იამაყებდა, რომ ასეთი შესანიშნავი გოგო აღმოჩნდა ამ პროექტში. რა თქმა უნდა ქართველი მოცეკვავეებიც არ ჩამოუარდებიან იმ დონეს, მაგრამ იმ გადაცემაში ნამდვილად იგრძნობა განვითარება, მაღალი დონე და ამ საქმით, ცეკვის სხვადასხვა მიმართულებებით დაინტერესება. ვიცი მაღალი დონისა და დიდი კონკურენციის მიუხედავად ჩვენი ქართველი წარმომადგენელი ღირსეულად წარსდგება და გვასახელებს მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

0
104
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0