x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134342
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
10 "უწყინარი" ჩვევა, რის გამოც ჩნდება ზედმეტი კილოგრამები
image

ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი არის დაკავებული ფიტნესით და მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მაგრამ წონა ისევ უცვლელია.. ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში არის ჩვევები, რომლებსაც ჩვენ "უწყინარს" ვეძახით.

აი, ეს 10 რამ უნდა გავაქროთ ჩვენი ცხოვრებიდან სრულყოფილი სხეულის მისაღწევად :

1. მკაცრი დიეტები

image


სასტიკი და თვითნებურად შერჩეული დიეტები დამანგრეველად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. იწვევს რიგ დაავადებებს და შეიძლება ფატალურ შედეგამდეც მივიდეთ.

2. არასაკმარისი წყალი

image

ორგანიზმს ჟანგბადივით ესაჭიროება წყლის გარკვეული რაოდენობა. მისი დეფიციტის შესავსებად ტვინს მიეწოდება არასწორი სიგნალი და ის საკვებით ცდილობს შეივსოს სითხის მარაგი. ასე რომ ნუ შევიყვანთ ტვინს შეცდომაში და დავლიოთ მეტი წყალი.

3. მოუწესრიგებელი კვება

image

საუზმე-აი რით უნდა დაიწყოთ დილა და არა მხოლოდ ჭიქა ყავით.. ნუ უჩემოდაც გეცოდინებათ, რომ სწრაფ კვებას კარგი არაფერი მოაქვს (კალორიების გარდა)...

4. სტრესი

image

ყოველდღიურ ცხოვრებას თან ახლავს ნერვიულობა და სტრესი. ამას ჩვენ ვერ გავექცევით, მაგრამ არ არის საჭირო გამოსავალი მაცივარში ვეძებოთ.

5. არ ხართ კონცენტრირებული საჭმელზე

image

თან ჭამ და თან კითხულობ? მობილურში გაქვს თავი ჩარგული? ასეთ დროს ვერც კი ხვდები უზარმაზარი ულუფა როგორ გადასანსლე.. საჭმელს რომ დაუთმო ეს 5-7 წუთი მერწმუნე გაოცებული დარჩები შენი მენიუთი.

6. სწრაფი სადილი

image

ისევ დროის უქონლობა და ფეხზე დამდგარი ჰამბურგერის ჭამა.. გასუქდები აბა რააა.

7.ძილის უკმარისობა

image

დღე-ღამის განმავლობაში 8 საათი გძინავს? თუ არა მაშინ სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს საკითხი. დაღლილ გაღვიძებაზე ცუდი არაფერია ამქვეყნად.

8. ვიტამინების ნაკლებობა

image

აკვირდები ჭამის დროს საკვების შემადგენლობას? შეიძლება მთელი დღე ისე გავიდეს, არცერთი სასარგებლო პროდუქტი არ მოხვდეს თქვენს კუჭში. აუცილებელია ვიტამინების შემცვლელი პროდუქტის მიღება. სხვანაირად კი არ დასუსტდებით - გამოიფიტებით ..

9. მავნე საკვები

image

ისევ არა ჰამბურგერს და ჩიფსს. არავითარი გაზიანი, ალკოჰოლი და გაურკვეველი შემადგენლობის დესერტები...ამ თემაზე საუბარიც არ ღირს.

10. უმოძრაობა

image

მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომა-აი რა გასუქებთ. მესმის რომ მუშაობთ, მაგრამ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ წამოდექით. წრე დაარტყით ოთახს. სუფთა გამოაღეთ ფანჯარა - ჰაერი ჩაისუნთქეთ (თუ ჯერ კიდევ არის თქვენს ქალაქში) . სახლშიც შეეცადეთ ფეხით წახვიდეთ.. იმოძრავეთ.

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ თქვენს ორგანიზმსა და გონებაში სრული ჰარმონია დაისადგურებს.

2
188
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
188
  
2017, 21 ოქტომბერი, 10:04
ყველანი ეგრე ვართ :(
2017, 20 ოქტომბერი, 18:11
მე-6 და მე-9 გარდა ყველა შემთხვევას ვამართლებ :((
0 1 2