x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
ძვლების "ტკაცუნი"... პრობლემა თუ გამოსავალი

საზოგადოებაში ბევრ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ სტერეოტიპებია გავრცელებული. ზოგმა იცის კონკრეტული პასუხი, მაგრამ რატომ დასაბუთებულად არა, ამიტომ თავადვე ეპარებათ ეჭვი მათი მოსაზრების სისწორეში.

სახსრების ე.წ. "ტკაცუნი" სხვადასხვა ასაკის ადამიანის ერთგვარი პრობლემაა.
ბევრისგან გაიგონებთ: " სახსრების ტკაცუნი არ შეიძლება"... მაგრამ რატომ არავინ
ზუსტი პასუხი არ აქვთ. გაიგონებთ ასევე ბევრისგან : "შლის მარილებს", როგორ?
მისთვისაც უცნობია. შემდეგი მოსაზრება: "არსებობს ძვლებს შორის სითხე, სადაც გროვდება ჰაერი
და ზეწოლის შედეგად გამოსცემს ხმას".
ეს ხალხში გავრცელებული მოსაზრებებია ... შევეცადე მომეძიებინა ინფორმაცია
და გამეგო სიმართლე, რომელიც საინტერესო იქნება.

image


"ტკაცუნის" დროს დიდია ალბათობა, რომ საქმე ეხება არა სახსრების
პათოლოგიას, არამედ შესაძლოა ეს იყოს ნევროზული ჩვევა.
თუ სახსრების ტკივილს არ ახლავს ტკივილი, შეშუპება ან ტემპერატურის
მატება მაშინ შემთხვევათა უმრავლესობაში სანერვიულო არაფერია.
ტკაცუნი მოძრაობის დასაწყისში შეიძლება ნორმაშიც განვითარდეს, ზოგიერთი
მონაცემის მიხედვით ამის მიზეზია სახსრის გაჭიმვის დროს წარმოშობილი აირის
ბუშტუკები სასახსრე ჩანთაში არსებულ სითხეში ჩნდება და სკდება. გაჭიმვისას
სასახსრე ჩანთის მოცულობა იზრდება, მას წნევა ეცემა, რაც იწვევს სახსრის
"სათხის თუხთუხს". გაჩენილი აირის ბუშტუკები ეჯახებიან ერთმანეთს და
სკდებიან.


შესაძლებელია ისიც, რომ ტკაცუნის მიზეზი სასახსრე ზედაპირის
ერთმანეთთან ხახუნი იყოს, რასაც ადგილი აქვს სასახსრე სითხის ნაკლებობისას,
ამ უკანასკნელს კი იწვევს დიდი ფიზიკური დატვირთვა, ხშირად ეს ხმა
ქრება დატვირთვასთან ადაპტაციის პარალელურად. სახსრების ტკაცუნი ასევე შესაძლებელია ართროზის ნიშანიც იყოს. შეიძლება
სახსრების ტკივილი ადამიანს დიდხანს არ აწუხებდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა
სახსრის დაზიანება პროგრესირებს . სახსრების ტკაცუნის მიზეზი
ოსტეოართროზიც შეიძლება იყოს, რომლის დროსაც ზიანდება ხერხემლის და
კიდურების სახსრები.




0
439
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0