x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
წმინდა შიოს სახელობის მონასტერი ანუ "შიოს მარანი"
წმ. შიოს მონასტერი, რომელიც დღეს მოსახლეობაში შიოს მარნის სახელითაა ცნობილი.მდებარეობს მდინარე თურდოს მარცხენა მხარეს შემაღლებულ ადგილას სოფელ რუისპირსა და იყალთოს შორის. რუისპირი - სოფელი თელავის რაიონში მდებარეობს მდინარე თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. თემის ცენტრი სოფელი ახატელი, ზღვის დონიდან 600 მ.

მდ თურდო
თელავიდან 7 კილომეტრი. სოფელ იყალთოში, დგას XVIII საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი სამეკლესიანი ბაზილიკა მონასტერი "შიოს მარანი"
მონასტერი "შიოს მარანი"

ნიშანი
ისტორიულად აქ იყო უკვე გამქრალი სოფელი არტოზანი, როგორც მას მღვდელი მიხეილ ხელიძე მოიხსენიებს (ჟურნალი ივერია1888 წ. N90)
მონასტრის ნაგებობთაგან, ამჟამად მხოლოდ წმ შიოს სახელობის ეკლესიაა შემორჩენილი, სხვა ნაგებობები თითქმის მთლიანადაა დანგრეული, საძირკველის დონეზე.

"შიოს მარანის"ძველი შენობა
წმ შიოს სამონასტრო კომპლექსის ნიშანი

წმ.შიოს სახელობის მონასტერი აგურითაა ნაშენები და დარბაზული ტიპის

ნაგებობაა. ტაძარში შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა ეკლესია კარგადაა განათებული 8 ფართო სარკმლით. რომელთაგან სამი აფსიდაშია გაჭრილი-ორ-ორი სამხრეთისა და დასავლეთის ხოლო ერთი ჩრდილოეთის კედელში. სარკმელთა წილთხრები შიგნითკენ იშლება. ტაძრის კამარა პილასტრებსა და ცრუპილასტრებს ეყრდნობა. აფსიდაში სამსაფეხურიანი ცოკოლია შექმნილი. საკურთხეველი დარბაზისგან ქვის კანკელით ყოფილა გამოყოფილი ახლა მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი.

სარკმელი
სარკმელი2
ეკლესია კარგადაა განათებული სარკმლებით
კანკელში გაჭრილია აღსავლის კარი და სამკვეთლოში შესასვლელი ღიობი.

ტაძრის ჩრდილიეთ კედელში გაჭრილია კარი, რომლითაც იგი ჩრდილოეთ მინაშენს უკავშირდება. ეს უკანასკნელი მარანს წარმოადგენს. იგი ორსართულიანი ყოფილა. XX საუკუნის ბოლოს რესტავრაციით მეორე სართული ბეტონის კამრითაა გაუქმებული და საერთოდ აღარ აღიქმება. მარანში საწნეხელი დღესაცაა დაცული.
მარანში გასასვლელი კარიბჭე

მარანში შესასვლელი
ტაძრის სამხრეთ კედლის ცენტრში მიშენებულია კარიბჭე, რომლის ცენტრალური კამერა ამჟამად ბეტონის ნახევარწრიული კამრითაა შეცვლილი ასეთივე კარიბჭე უნდა ჰქონოდა ტაძრის დასავლეთი მხრიდან. ამჟამად ამ კედელზე მიდგმულია

მოგვიანო პერიოდში აშენებული რიყის ქვის ორფერდა სახურავიანი ნაგებობა და სამრეკლო. ეკლესიის ფასადები სადაა თუ არ ჩავთვლით აგურითვე გამოყვანილ ჯვრების გამოსახულებლებს.ტაძარი ნაგებია XIII საუკუნის შუაწლებში. ამავე დროს 1247-1259წწ მთლიანად მოუხატავთ . ამჟამად მოხატულობა შემორჩენილია აბსიდასა და დასავლეთის კედელზე. მხატვრობა მნიშვნელოვანია იმთაც, რომ აქ შემორჩენილია მეფე დავით ულუს გამოსახულება. ტაძრის ისტორიის შესახებ სამწუხაროდ წყაროები არაფერს ყვება. მას მოკლედ მოიხსენიებენ, ფილადელფოს კიკნაძე, ივანე კერესელიძე და


კირიონ ეპისკოპოსი.


მოხატულობამოხატულობამოხატულობა

დამტვალიებერი ყოველტვის არის ფასადიფასადიშესასვლელი კარიბჭეხედიხედიხედი3
დასავლეთის მთავარი შესასვლელი















გარემოგარემო2გარემო3გარემო4გარემო5გამოყენებული ლიტერატურა: ვაჩეიშვილი. ნ. არტოზანის წმ შოს სახელობის ეკლესია საქ მეცნიერების "მაცნე" ისტორიული სერია 1993 ნომერი 3და 4 გვ 130-141












0
191
2-ს მოსწონს
ავტორი:რეზო გამხვეტელასვილი
რეზო გამხვეტელასვილი
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0