x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ინტერმედია სწორედ ის სივრცეა, სადაც შეგიძლია წარმოაჩინო საკუთარი შესაძლებლობები და აიხდინო ოცნებები

"ჰონორარის შესახებ წერილი რომ მომივიდა, ძალიან გავოცდი, არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა, რადგან 3–4 თვის მანძილზე უსასყიდლოდ ვშრომობდი, იმიტომ, რომ ეს საქმე ბედნიერებას მანიჭებდა. ვკითხე მეგობრებს, რას ნიშნავს-მეთქი და მაშინღა მოვეგე გონს, რომ ასეთი კარგი პროექტი გაწეული შრომისათვოს თურმე იხდის კიდევაც..." - მაკა გიგაშვილი



image



როგორც თავად აღნიშნავს, ყოველთვის და ყველაფერში ერთგული და მაქსიმალისტია, არ უყვარს ტყუილი და ზედაპირულობა.


გაიცანით Intermedia.ge-ს ავტორი - მაკა გიგაშვილი




- მაკა, მოგვიყევით თქვენ შესახებ.


- პროფესიით ფარმაცევტი ვარ, რითიც მშობლების სურვილები ახდა, ჩემი კი დღემდე ჩემშია. ბავშვობიდან წარმოვიდგენდი თავს კარგ იურისტად ან ჟურნალისტად, რადგან ყოველთვის ვებრძოდი სიცრუესა და ჩაგვრას, თუმცა... დღეს დიასახლისი მქვია (როგორ არ მიყვარს ეს სიტყვა), მყავს მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი ქალიშვილი. ყოველთვის შრომისმოყვარე ვიყავი და არაპროფესიული განხრით ხუთი სამსახური გამოვიცვალე, არ მიყვარს უმოქმედობა. ბედნიერება ჩემთვის ინტერმედიაა, რადგან ის ჩემი "მეორე" ოჯახია, (მთავარი ბედნიერება კი ბუნებრივია ჩემი ოჯახია).


- როგორ დაიწყო თქვენი და ინტერმედიას თანამშრომლობა?

- მახსოვს, 2013 წლის გაზაფხული იყო, მეუღლემ ავტომობილი მიყიდა და მართვის მოწმობის ასაღებად ბილეთებს ელექტრონული ვერსიით ვსწავლობდი.

ისეთი მონდომებული ვიყავი, ძალიან მალე ავითვისე ყველაფერი, თუმცა გამოცდაზე გასვლა არ შედგა. ერთ–ერთი წინა მეცადინეობისას ბილეთების საიტზე ინტერმედიას საიტიდან გაზიარებული "სამარხვო ბლინების" სტატია ამოიშალა, ზუსტად მარხვის დღე იყო (ოთხშაბათი თუ პარასკევი– არ მახსოვს), ვიფიქრე შევალ, ამოვიწერ და საღამოს მეუღლეს დავახვედრებ-მეთქი. ჰოდა, შევედი, მერე ერთ–ერთი მომხმარებლის სტატიებზე გადავედი, ძალიან ერთგული იყო ცაგარელის და მახსოვს საპირისპირო და ცოტა უხეში კომენტარიც დავუტოვე, (ბოდიშს ვუხდი საჯაროდ), გაბრაზებულმა მითხრა "დადექი და რაზეც გინდა, შენ თვითონ წერეო".

მაშინღა მივხვდი, რომ ამ საიტზე სტატიის გამოსაქვეყნებლად, შესაბამისი სტანდარტები და განათლება არ იყო საჭირო, უზომოდ გამიხარდა და ორიოდე კვირის შემდეგ წერა დავიწყე. ვწერდი უანგაროდ, არავის უთქვამს, რომ აქ იხდიან, უბრალოდ მიხაროდა, ჩემი ბავშვობის ოცნება რომ ავიხდინე. უკვე მე–5 წელია ვწერ, ჩემი ნაწილი გახდა თითქოს ეს საიტი და ვეღარ შევეშვი.

- და მაინც, რა შეცვალა Intermedia.ge-მ თქვენს ცხოვრებაში?

- მართვის მოწმობა ვეღარ ავიღე, სულ ინტერმედიას ბრალია, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.... შეცვალა კი არა, უფრო ვიტყოდი, რომ აზრი შემატა, წერა ეს ჩემი საყვარელი საქმიანობაა, ინტერმედია კი სწორედ ის სივრცეა, სადაც შეგიძლია ჟურნალისტის პროფესიის გარეშე წერო. ნათქვამია "სწავლა სიბერემდეო" და მან ბევრი რამ მასწავლა.

- ვწერ იმიტომ, რომ....

- ვწერ იმიტომ, რომ მაბედნიერებს ეს პროცესი და ჩემს შესაძლებლობებს თუ უბრალოდ სიახლეებს, მკითხველს ვუზიარებ, რაც განვითარებაში ძალიან მეხმარება.

- მაკა, როგორც გამოცდილი და ძველი ავტორი, რას ურჩევთ ახლებს?

- მე–5 წელია ვარ ინტერმედიას ნაწილი და მთელი ამ წლების მანძილზე ვაკვირდებოდი როგორ იხვეწებოდა, იძენდა რეიტინგს და პოპულარობას, ნდობას მკითხველის თვალში, რომლებიც ყოველ დღე სიახლეების მოლოდინში არიან ერთგულად. ახალ ავტორებს ვურჩევ, რომ წერონ. არ დანებდნენ, რადგან ინტერმედია სწორედ ის სივრცეა, სადაც შეგიძლია წარმოაჩინო საკუთარი შესაძლებლობები და აიხდინო ოცნებები, განვითარდე, სადაც აბსოლიტურად მხოლოდ შენ და შენი კლავიატურა ხართ პასუხიმგებელი მკითხველის წინაშე და სადაც სტანდარტებს განათლებისა და "სივის" საშუალებით არ გიწესებენ.


- მე ინტერმედიელი ვარ ეს კი იმას ნიშნავს, რომ....

- მე ინტერმედიელი ვარ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავდაუზოგავად უნდა ვიშრომო, რათა გავამართლო მკითხველის მოლოდინი და ადმინისტრაციის იმედი.

„ისწავლე და არ აკეთებ, სწავლა არ არის! იცი და არ აკეთებ, ცოდნა არაა“!! – ძნელია არ დავეთანხმო სტივენ ქოუვეს სიტყვებს.

P. S. დიდი მადლობა ინტერმედიას, რომ არსებობს და მომეცა საშუალება ჩემი ოცნება თუნდაც ამ კუთხით ამესრულებინა. მადლობა მის შემოქმედებით ჯგუფსა და თითოეულ თანამშრომელს და ჩემს მეგობარ მომხარებლებს. უდიდესი წარმატება ყველას!



ესაუბრა ანი სპარსიაშვილი

17
242
21-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
242
  
2017, 25 ოქტომბერი, 23:30
შორეე მადლობა
2017, 25 ოქტომბერი, 23:25
მაკ წარმატებები ჩემო გოგოოო
2017, 24 ოქტომბერი, 12:53
მადლობა, ნინო :*
2017, 24 ოქტომბერი, 12:47
ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ თქვენ სტატიებს.. ძალიან კარგი წერის მანერა და ხედვა გაქვთ.
2017, 21 ოქტომბერი, 19:30
დიდი მადლობა, გუჯა ;)
2017, 21 ოქტომბერი, 16:40
წარმატებები მაკა დაიკო
2017, 20 ოქტომბერი, 20:05
ნინო თბილო, სამართლიანო და საყვარელო
2017, 20 ოქტომბერი, 19:20
ჩემი საყვარელი ავტორი ხარ შენ
2017, 20 ოქტომბერი, 17:30
მადლობა
2017, 20 ოქტომბერი, 15:32
გაიხარე მეგობარო ;)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10