x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ცოტნე გამსახურდია:ვაჰ ჩამწყდა გული,აი, ეს მომწერეს ახლა

image

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ წერილს აქვეყნებს, რომელიც აწ გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლისგან მიიღო:

"ვაჰ, ჩამწყდა ყველაფერი...
აი, ეს მომწერეს ახლა ))))
რა თქმა უნდა, კატეგორიული უარი ვუთხარი! უბრალოდ, მინდა იცოდეთ, რომ ასეთი ადამიანებიც არსებობენ...)


"გამარჯობა ცოტნე, მაპატიე თუ რომ თავს უფლებას ვაძლევ სახელით მოგმართო და არა ბატონოთი. მე იმ ადამიანის მეუღლე გწერთ რომელსაც ოდესღაც ჩემი თხოვნით დახმარება გაუწიეთ.დღეს ნიკო ცოცხალი აღარაა . მინდა იცოდეთ რომ, ის იყო ადამიანი სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, ადამიანი რომლისთვისაც ბატონი ზვიადი და ბატონი მერაბი ადამიანობის ეტალონებად ქცეულიყვნენ. თქვენ კი დიდ პატივს გცემდათ, რადგან ხედავდა როგორი სამართლიანი, პატიოსანი, განათლებული და მუდამ სხვისი ტკივილის მოზიარე რომ იყავით.ნიკო ძლიერ წუხდა იმაზე რომ კეთილშობილურ საქმეში- სხვების დასახმარებლად თანხის გამოგზავნას ვერ ახერხებდა.თვითონ ციროზით დაავადებულს მხოლოდ პენსია ჰქონდა დანიშნული და იმასაც ვერ იღებდა რადგან კრედიტი ჰქონდა აღებული. ჩემი პედაგოგის ხელფასი კი ძალიან მწირი იყო ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად. მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მის ჯიბეში ვნახე ახლად აღებული კრედიტიდან დარჩენილი 100 ლარი.მინდა მისი დიდი ხნის სურვილი შევასრულო და ის თანხა(მართალია დიდი არაა) თქვენ გადმოგიგზავნოთ რომ ვისაც ჭირდება მას გადასცეთ.გაჭირვებულებს რა დალევს ჩვენს ქვეყანაში, მე შემეძლო რომ ვინმეს შევწეოდი მაგრამ ძალიან მინდა ჩემს მეუღლეს სურვილი, ტკივილი მისი გარაცვალების შემდეგ მაინც შეუსრულდეს. იქნებ მომწეროთ საბანკო ანგარიში სადაც შეიძლება ფული გადმოვაგზავნო. მცირედისათვის კიდევ ვითხოვ შენდობას..."

image


imageიხილეთ აგრეთვე

0
1388
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0