x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"გოგონები მომავლიდან"

image
11 ოქტომბერს, მრავალ ქვეყანაში გოგონების საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით, ამ დღესთან დაკავშირებით, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა „გოგონები მომავლიდან“ გაიხსნა.

image

როდესაც გოგონა ათი წლის ხდება მისი ცხოვრება იცვლება და ის მრავალმხრივ გზაჯვარედინზე დგება, უკან კი უფსკრულია, გოგონა ვალდებულია წინ წავიდეს, მაგრამ საით? ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს, რაც სამწუხაროდ როგორც წესი, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ ადგილებში ასე არ ხდება. გოგონა შეზღუდულია სოციალური თუ კულტურული ნორმებით, ზოგჯერ დისკრიმინაციული ქმედებებითაც. ეს ფოტოგამოფენა სწორედ იმ გოგონებს ეძღვნებოდათ, ვინც ახლა ამ გზაჯვარედინზე დგას და ფიქრობს საით წავიდეს, მისი არჩეული გზა მხოლოდ მისი გზა როდია? ის მთლიანად ერისა და ქვეყნის გზაა და ყველასთვის მნიშვნელოვანია. ბავშვმა არ უნდა დაკარგოს ბავშვობა, ოცნებები და მიზნები უნდა გააჩნდეს და გადაწყვიტოს საკუთარი და ირგვლივ მყოფთა მომავალი. ეს გოგონები მომავალი თაობაა, მომავალი დედები, პრეზიდენტები, იურისტები, სპორტსმენები... მათ უნდა გაზარდონ ერის საამაყო შვილები, მართონ ქვეყანა სწორად, დაიცვან უდანაშაულოები და გაასამართლონ დამნაშავეები, ასახელონ ჩვენი ქვეყანა...

image


რა მოხდება თუ ჩვენ მათ არ მივცემთ ნებას იმ გზას დაადგნენ რომლითაც თავად სურთ იარონ?

ასეთი გოგონების არასასურველი გზით გაშვების ყველა მცდელობა მათ მხოლოდ უფსკრულამდე მიიყვანთ...

image

ფოტოგამოფენა საკმაოდ ამაღელვებელი აღმოჩნდა, წარწერები გოგონების ფოტოებქვეშ, სიღრმისეულად გადმოსცემდა ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. მიუხედავად გოგონების მეტად განსხვავებული ლოკაციისა და საცხოვრებელი ადგილებისა, ისინი თითქმის ერთნაირად ფიქრობენ საკვანძო საკითხებზე, მათ სურთ იყვნენ წარმატებულნი საკუთარ საქმიანობაში, ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი, იდგნენ მიწაზე მყარად და მხოლოდ ამის შემდეგ შექმნან ოჯახები.

ფოტოგამოფენაზე ასევე შეხვდებოდით ცოცხალ მოდელებს გამოფენისთვის შექმნილი სურათებიდან, დამთვალიერებელს შეეძლო ეხილა გოგონები მომავლიდან აწმყოში, რაც გამოფენას მეტ შთამბეჭდაობას ანიჭებდა.

შთამბეჭდავი იყო გარემო და დეკორაციებიც რომლებიც სხვადასხვა სურათებს აფორმებდა.

image

გამოფენაზე ასევე შესაძლებელი იყო დანართის ხილვა, რომელშიც ასევე "მომავლის გოგონების" ფოტოსურათებია განთავსებული, მცირედი ინფორმაციით გოგონებზე და მათი აზრით ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა "განათლება", "დასაქმება", "ბავშვთა ქორწინება" და სხვა. გამოფენაზე გატანილი სურათებისაგან დანართში განთავსებულნი იმით განსხვავდებიან, რომ მასში წარმოდგენილი გოგონები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან: უკრაინა, სომხეთი, მაკედონია, თურქეთი და ა.შ.

image
დინა ოგანოვა ახალგაზრდა დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია, რომელიც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს და სხვადასხვა გრძელვადიან პროექტზე მუშაობს. ის რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატია, მათ შორის, დასახელებულია 30 წლამდე ასაკის 30 საუკეთესო ქალ ფოტოგრაფებს შორის. დინა ოგანოვას ფოტოპროექტები: „მე - საქართველო“, „ჩემი სივრცე“, „გაყინული ტალღები“ გამოფენილი იყო იტალიაში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, პოლონეთში, გერმანიაში, თურქეთში, შვედეთში, დანიაში, ლიტვაში, უკრაინაში, ბანგლადეშში, კამბოჯაში, ეთიოპიაში, სინგაპურსა და საქართველოში. დინა ოგანოვას ეკუთვნის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნი „ჩემი სივრცე“, რომელიც სხვადასხვა მუზეუმის, მათ შორის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კერძო კოლექციაში ინახება.

image

0
46
5-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0