x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
Intermedia.ge-მ თვის საუკეთესო ავტორი გამოავლინა
როგორც აგვისტოს ბოლოს დავაანონსეთ, Intermedia.ge ყოველ თვე საუკეთესო ავტორს გამოავლენს.


image


ინტერმედიას ყველა ავტორს შეუძლია მაქსიმალურად წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და გახდეს თვის საუკეთესო ავტორი. მთავარი კრიტერიუმები, რითაც შეირჩევა გამარჯვებული, არის საავტორო ვიდეოები და საავტორო სტატიები, განსაკუთრებით მასალები რეგიონებიდან.

სექტემბრის თვეში საუკეთესო ავტორად დასახელდა გიორგი ჩუბინიძე. ის საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ არ ელოდა, რომ გახდებოდა რედაქციის რჩეული, რადგან თვეზე ცოტა მეტია, რაც ინტერმედიას შემოუერთდა.



image


გიორგი ჩუბინიძე დარეგისტრირების დღიდან აქტიურად აქვეყნებდა სტატიებს საიტზე და რაც მთავარია, მან წინ წამოწია ხაშურში არსებული პრობლემები, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი, რომლის გათვალისწინებითაც ახალგაზრდა სტუდენტმა მოიპოვა თვის საუკეთსო ავტორის წოდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მის მიერ ატვირთული მასალების უმრავლესობა არის ორიგინალური, თავად ავტორის მოპოვებული.

კითხვაზე - თუ რატომ წერს ხაშურზე, გიორგი ასე გვპასუხობს:

„დღევანდელ რეალობაში რეგიონალური მედია თითქმის არ არსებობს, თუ არსებობს არის ცალკეული მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსებული და მას არ აქვს კრიტიკული მიდგომა. არც ხაშურია გამონაკლისი, შესაბამისად მე, როგორც ამ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ვცდილობ დავწერო ხაშურისთვის და ამასთანავე საქართველოსთვის აქტუალურ თემებზე, აქვე ვიტყვი, რომ ხაშურში პირადად მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს სამოყვარულო მედია- სააგენტო “ KHASHURI NEWS” , ამ გზით რეგიონალური მედიის განვითარებაში მცირედი წვლილი შეგვაქვს.“


გიორგი ჩუბინიძეს ფულად პრემიასთან ერთად Inermedia.ge-ს ბრენდირებული ჭიქა და მაისური გადაეცა.


image


ავტორებს ვთხოვ იყვნენ მეტად აკადემიურები და იმუშაონ რეალურად აქტიურ, საინტერესო თემებზე და ხელი შეუწყონ სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარებას, ვფიქრობ, პროექტი საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც წერა უყვართ და უნდათ თავიანთი ნაწერები ფართო საზოგადოებას გააცნონ, დიდი მადლობა ინტერმედიას ამ შესაძლებლობისათვის. „ - გიორგი ჩუბინიძე


ვინ იქნება შემდეგი?


ესაუბრა ანი სპარსიაშვილი


12
311
22-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
311
  
2018, 26 თებერვალი, 9:45
გილოცავ!
2017, 15 ოქტომბერი, 23:19
წარმატებები
2017, 15 ოქტომბერი, 21:18
ბევრ წარმატებას გისურვებ ცხოვრებაში!
2017, 7 ოქტომბერი, 11:01
წარმატებებიი!
2017, 5 ოქტომბერი, 18:02
გილოცავ და წარმატებებს გისურვებ ჩემო უმცროსო მეგობარო და გთავაზობ მეგობრობას
2017, 5 ოქტომბერი, 16:16
გილოცავთ!
2017, 4 ოქტომბერი, 14:30
ვულოცავ გიორგის წრფელი გულით, წარმატებები მომავალ საქმიანობაშიც....
2017, 4 ოქტომბერი, 13:37
გილოვავთ!
2017, 4 ოქტომბერი, 13:16
გილოცავთ! წარმატებებს გისურვებთ.
2017, 4 ოქტომბერი, 13:15
კიდევ მრავალი წარმატება.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10