x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველაფერი, რაც ინტერმედიის ახალმა მომხმარებელმა უნდა იცოდეს!
ექვსწლიანი არსებობის განმავლობაში intermedia.ge–მ დიდ წარმატებას მიაღწია. ძალიან კარგი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ მოქალაქეებს ყოველგვარი განათლებისა და სტანდარტების გარეშე შეუძლიათ გააფორმონ ხელშეკრულება, ითანამშრომლონ ამ პროექტში და მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, პარალელურად კი განვითარდნენ და დროდადრო განიცადონ საგრძნობი პროგრესი.


image


ჩემი აქ მოღვაწეობა მე–5 წელს მიითვლის მალე და მადლობა intermedia.ge–ს რომ მომეცა შესაძლებლობა დავკავებულიყავი საყვარელი საქმით ყოველგვარი მოთხოვნებისა და ვალდებულებების გარეშე. ამავდროულად შევიძინე ძალიან კარგი მეგობრები და ის პროგრესი, რაც დღეს განვიცადე სწორედ მათი დამსახურებაა, რადგან გამიზიარეს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება.


ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი ახალი მომხმარებელი ყავს საიტს, რაც ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია, თუმცა არ გავა დღე, რომ პირად შეტყობინებებში არ მკითხონ მათთვის საჭირო ინფორმაციის შესახებ. არცერთი წამით არ იფიქროთ, რომ მეზარება ვინმეს პასუხი დავუბრუნო, უბრალოდ შევეცდები ამ სტატიით, მაქსიმალურად დავწერო ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ბევრ თქვენგანს დაეხმარება.



დარეგისტრირების დროს ჩავწეროთ თუ არა სახელი და გვარი? დარეგისტრირების დროს რა სახელსა და გვარსაც მიუთითებთ, ის დარჩება საიტზე ბოლომდე. (ამიტომ თავიდანვე ჩამოყალიბდით)



● დავიმალოთ თუ გამოვჩნდეთ საიტზე? აუცილებლად იმუშავეთ საიტზე ონლაინ რეჟიმში. ქვედა მარჯვენა კუთხეში "ჩაკეცვა–ამოკეცვის" პანელი გქონდეთ გახსნილი (ლურჯად), რადგან მსგავს რეჟიმში როდესაც მეგობრების მასალას იწონებთ, ის სიახლის სახით მისდით მათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავინ გაიგებს, რომ რამე მოიწონეთ.

image



● რას აღნიშნავს პირადი ვარსკვლავები და მათი რაოდენობა? მსგავსი კითხვაც ძალიან ბევრჯერ დაუსვამთ ჩემთვის. ვარსკვლავები თქვენი მასალების შესაბამისად, რეიტინგის აღმნიშვნელია, რომელიც ჰონორარის მიღების შემდეგ თანხის რაოდენობაზე გარკვეულ როლს თამაშობს– რაც მეტია ვარსკვლავი, მით მეტია ანაზღაურება. 5 ვარსკვლავის დროს სტატიის შემთხვევაში 1000 ნახვაზე ანაზღაურება 1 ლარია, ასევე პლუს მოწონებების რაოდენობა– მეტია მოწონება, მეტია ანაზღაურება (იმისათვის, რომ მოგიწონონ, მოიწონეთ), მედიატორის შემთხვევაში ანაზღაურება ორმაგია.



● როდის მოგვენიჭება ჰონორარი? ჰონორარის მიღება რეგისტრაციიდან 1–2 კვირაში არ ხდება, თუმცა რაც მეტს, ხარისხიან და მკითხველისთვის საინტერესო მასალას შექმნით, მით მალე მოხდება მისი მონიჭება, რასაც ადმინისტრაცია თვითონ გადაწყვეტს. (მე 3–4 თვის შემდეგ მომენიჭა)



● როგორ შევამოწმოთ გვაქვს თუ არა ჰონორარი? თქვენს გვერდზე, ზედა მარჯვენა კუთხეში თანხის თაიმერია ჩართული, სადაც ყვითელზე წითლად წერია თქვენი თანხა. თუ ჯერ არ დათანხმებულხართ, ან არ იცით მოგენიჭათ თუ არა, მაშინ თქვენი ავატარის ფოტოს ქვეშ გადადით წარწერაზე "პროფილის რედაქტირება", სადაც ჩამონათვალში შეგხვდებათ "ჰონორარის მიღება", შედით მასზე და დაეთანხმეთ. თუ არ არის ეს წარწერა თქვენთან, ე.ი ჯერ არ მოგენიჭათ.


imageimage


P.S. ეს ის ძირითადი კითხვებია, რომელსაც ყოველდღიურად სვამენ ინტერმედიის ახალი დარეგისტრირებული ავტორები. დაიმეგობრეთ ავტორები, მოიწონეთ მათი ნაშრომები და მოიწონებენ თქვენსას. ეს ჯაჭვი ეხმარება მასალის რეალიზებას და თქვენი შრომა ფუჭედ არ ჩაივლის. მხოლოდ ფულის შოვნის მოტივით ნუ იქნებით საიტზე, აქ არავინ მდიდრდება, თუმცა შეიძენთ მეგობრებს, მეტ ინფორმაციასა და ინტელექტს. წარმატებები თითოეულ თქვენგანს.

4
483
27-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
483
  
2017, 1 ოქტომბერი, 22:14
ძალიან საჭირო სტატია
2017, 30 სექტემბერი, 14:00
ხატი :–*
2017, 30 სექტემბერი, 13:25
ყოჩაღ მაკა
0 1 4