x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი მეკარე საკუთარმა ქალიშვილმა მოკლა

imageმოსკოვში მოკლეს ჰოკეისტი, საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი მეკარე, ვიქტორი ტოგმაჩევი, წინასწარი ინფორმაციით მკვლელობა საკუთარმა ქალიშვილმა ჩაიდინა.


ყოფილი ჰოკეისტი საკუთარ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს, სამართლადამცავების ინფორმაციით მამაკაცს გულ-მკერდის არეში დანით შვიდი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.


პოლიციაში განცხადება ჰოკეისტის ყოფილმა ცოლმა შეიტანა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვიქტოტი უკვე ერთი კვირაა კავშირზე არ გამოდიოდა.პოლიციელები მივიდნენ ჰოკეისტის ბინაში, რომელიც მოსკოვში ღია გზატკეცილზე მდებარეობს, სადაც 78 წლის მოხუცის გვამი აღმოაჩინეს.

image


სამართალდამცავებმა დააკავეს გარდაცვლილის ქალიშვილი, რომელიც როგორც გაირკვა ადრეც ხშირად იყო მამასთან კონფლიქტში.


55 წლის ქალი სამართალდამცავებმა დააკავეს, ბრალდებულმა უკვე აღიარა დანაშაული.


ვიქტორ ტოგმაჩევმა 10 მატჩი ითამაშა საბჭოთა კავშირის ნაკრებში 1962 წელს, აგრეთვე სამჯერ იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, იცავდა კალინინის СКА-ს ღირსებას, შემდეგ თამაშობდა მოსკოვის ЦСКА-ში და ვასკრესენსკის Химик-ში, სხვათა შორის ЦСКА-დან წასვლის შემდეგ მისი ადგილი დაიკავა ლეგენდარულმა ვლადისლავ ტრეტიაკმა.






1
1686
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1686
  
2017, 25 სექტემბერი, 12:23
მთვრალი იქნებოდა...
0 1 1