x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
გიორგი ვაშაძემ 24 სექტემბერს ქუთაისის მერობის კანდიდატად ზვიად ბაღდავაძე წარადგინა

image

„ერთობა-ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში მერობის კანდიდატი და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ვაშაძემ ქუთაისელ მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და მისი განხორციელების გეგმებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ქუთაისი რეგიონის ცენტრი უნდა გახდეს.

„ჩემთვის ქუთაისი არ არის უცხო ქალაქი. ქუთაისში ყოველთვის მხიბლავდა საოცარი გულისხმიერება ადამიანების მხრიდან, ის კულტურა, ინტელექტი რომლითაც ქუთაისი ასაზრდოებს მთლიანად საქართველოს. ამიტომ ქუთაისი არის ღირსი, რომ იყოს წარმატებული ქალაქი. სამწუხაროდ, დღეს ქუთაისი არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. რთული სათქმელია, პარლამენტი გადავა თუ დარჩება ადგილზე, თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ ქალაქს არ აქვს მთავარი ფუნქცია. დღეს ახალგაზრდები გადიან ქალაქიდან, რათა იშოვონ სამსახური ლუკმა-პურისთვის.

წლიდან წლამდე ქალაქში მოსახლეობის რაოდენობა იკლებს. როცა ქალაქიდან ახალგაზრდების გადინება ხდება, ამ დროს ქალაქი იმ ძირითად ძალას კარგავს, რაზეც ის უნდა იდგეს. მე ვფიქრობ, რომ ქუთაისმა დასავლეთ საქართველოს შემკრების როლი უნდა ითამაშოს, ეს უნდა იყოს ცოდნის, პოლიტიკური და კულტურული ცენტრიც. ქუთაისს შეუძლია გახდეს რეგიონული ცენტრი. უნდა გავაფართოოთ აეროპორტი, მაქსიმალურად გავაფართოოთ ინეტრესი, რათა ხალხი ჩამოვიდეს ქუთაისში. როდესაც ჩვენ უფრო დიდი ამბიცია გაგვიჩნდება, მხოლოდ მაშინ მივაღწევთ წარმატებას. ამ გუნდთან ერთად, რომელსაც წარმოგიდგენთ, ყოველდღიურ პრობლემებს, როგორიცაა წყლის და გზების, აუცლიებლად მოვაგვარებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

0
6
4-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ხევსურიშვილი
გიორგი ხევსურიშვილი
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0