x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134417
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
გაკვეთილი ყველასათვის

image

ვაჟმა თავისი ხნიერი მამა საღამოს რესტორანში წაიყვანა სავახშმოდ. მამას, ძლიერ დაბერებულსა და დასუსტებულს, ჭამისას საკვები პერანგსა და შარვალზე დაუვარდა. სხვა მაგიდებთან მსხდომი სტუმრები ზიზღით უყურებდნენ მოხუცს, მისი ვაჟი კი, მშვიდად მიირთმევდა.


როდესაც ვახშმობა დაამთავრა, მისმა ვაჟმა, რომელიც თავს შეურაცყოფილად სულაც არ გრძნობდა, წყნარად გაიყვანა იგი საპირფარეშოში, მოსწმინდა საჭმლის ნარჩენები და ლაქები, დაუვარცხნა თმა და გაუსწორა სათვალე. როცა გამოვიდნენ, რესტორანში სამარისებური სიჩუმე სუფევდა, ყველა მათ უყურებდა და ვერ ხვდებოდა, როგორ შეეძლო ვინმეს საჯაროდ თავის ასე დამცირება.

ყმაწვილმა ანგარიში გადაიხადა და მამასთან ერთად დააპირა წასვლა, როცა ერთმა შუახნის კაცმა, რომელიც იქ ვახშმობდა, გაიხმო იგი და ჰკითხა:

„ყმაწვილო, არ ფიქრობთ რომ თქვენ რაღაც დაგრჩათ?“

„არა, სერ, არაფერი დამრჩენია“ - მიუგო ბიჭმა.

„როგორ არა! თქვენ დატოვეთ გაკვეთილი ყველა ვაჟისთვის და იმედი ყველა მამისთვის“

image


0
236
8-ს მოსწონს
ავტორი:ეკო 28
ეკო 28
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0