x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უბრალო მეთოდი,რომელიც ნებისმიერის ნდობის მოპოვებაში დაგეხმარებათ
image


როცა ადამიანს ვესაუბრებით, გვინდა, რომ მისი ნდობა მოვიპოვოთ და ჩვენს ნათქვამში დავაჯეროთ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი ნათქვამი ყოველთვის სწორად როდი ესმით.

ასე რომ არ მოხდეს, გაგიმხელთ საიდუმლოს, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ნდობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

image



რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, საიდუმლო ჩვენს თვალებშია. უფრო სწორად კი გუგების სიდიდეში. რაც უფრო გაფართოებულია გუგები, ქვეცნობიერად ასეთი ადამიანი ჩვენი კეთილგანწყობით სარგებლობს და პირიქით, უნდობლობას იწვევს თანამოსაუბრე, რომელსაც გუგები შევიწროებული აქვს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ქვეცნობიერში ხდება, მაგრამ სწორედ ქვეცნობიერი ახდენს გავლენას შემდეგ ჩვენს განწობაზე. შეიძლება ჩათვალოთ, რომ გუგების კონტროლი შეუძლებელია, მაგრამ ეს ასე არაა, საკმარისია თავი ბნელ ოთახში წარმოიდგინოთ, რომ გუგები გაფართოებას დაიწყებენ.

ამ პატარა მანიპულაციით არა მხოლოდ კარგი მსმენელი გახდებით, რომელსაც შესაძლოა საიდუმლოც კი ანდონ, არამედ კომპანიონის ნდობის მოპოვებასაც შეძლებთ სერიოზული გარიგებების დროს. თვალები ხომ, როგორც ამბობენ, სულის სარკეა.

0
311
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0