x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბრიტანულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სირიაში სიკვდილის სახალხოდ დასჯა ჩაშალა(ვიდეო)
image

უპოლიტო საფრენი აპარატი სამი კილომეტრის მანძილიდან იმართებოდა.


ინტერნეტში გამოჩნდა იშვიათი ვიდეოჩანაწერი, სადაც ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა ჩაშალეს სახალხოდ საჩვენებელი სიკვდილით დასჯა, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" ბოეიკებმა მოაწყვეს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე.


კადრებში ჩანს მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლებიც ავტომატის მუქარის ქვეშ შეკრიბეს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, რომ აყურებინონ სახალხოდ, სამაგალითოდ სიკვდილით დასჯას.


ამასობაში ბრიტანულმა უპილოტო აპარატმა, რომლის მართვაც 3 კილომეტრის მანძილზე ხდება, გაუშვა ერთადერთი რაკეტა "ჰელფაიერი", რის შედეგადაც შენობის სახურავზე მდგარი სნაიპერი გაანადგურა, რომელიც ზემოდან დაჰყურებდა და აკონტროლებდა მოედანზე მიმდინარე მოვლენებს.



შედეგად პანიკაში ჩავარდნილი ხალხი გაიფანტა, ხოლო სიკვდილით დასჯა ჩაიშალა.


მისია ხორციელდებოდა კატრიდან, ელ-უეიდის ავიაბაზიდან.


"პირველ რიგში ჩვენ თვალყურს ვადევნებდით სნაიპერს, რომელიც შენობის სახურავზე იდგა იმისთის, რომ ის მშვიდობიანი მოსახლეობა დაეხვრიტა, რომლებიც სიკვდილის დასჯას გააპროტესტებდნენ.უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი დაგეგმილი სიკვდილის დასჯის პროცესის ჩაშლა იყო"-განუცხადა Daily Mail-ს ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურმა ერაყში და სირიაში ჯონი სტრინგერმა.



1
1099
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1099
  
2017, 21 სექტემბერი, 20:01
სნაიპერო, "სიკვდილის ბუზი" მოფრინავს! :)))
0 1 1