x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნეიმარი:"მესის ვერც კავანის და ვერც სხვა ფეხბურთელს ვერ შევადარებ, რადგან"...

image"პსჟ"-ს და ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა, ნეიმარ ჯუნიორმა ჟურნალისტებს მისი, კავანისა და მესის ურთიერთობებზე უპასუხა.

"სამწუხარო ფაქტი, რომელიც ჟურნალისტებმა კიდევ უფრო გააზვიადეს. მე და ედისონს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და იმედია, ყველაფერი წარმატებულად გაგრძელდება. მესი? მას ვერც კავანის და ვერც სხვა მოთამაშეს ვერ შევადარებ. ლეო ყველაზე განსაკუთრებულია მათ შორის, ვინც ოდესმე მინახავს და ის სხვებისგან არა მარტო ფეხბურთით, არამედ ცხოვრებისეულადაც გამოირჩევა", - განაცხადა ბრაზილიელმა.

"ლიონთან" (2-0) მოგებულ შეხვედრაში კავანიმ ნეიმარს პენალტის დარტყმის უფლება არ მისცა, რომელიც ურუგვაელმა ააცილა.


0
302
3-ს მოსწონს
ავტორი:ბადრი ანთია
ბადრი ანთია
302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0