x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133851
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
პოლკოვნიკი სანდერსი და განუმეორებელი ვარიები კენტუკიდან - ლეგენდარული ბრენდის შთამბეჭდავი ისტორია
image


ჰარლანდ სანდერსი, მოგვიანებით პოლკოვნიკ სანდერსად წოდებული, 1890 წლის 9 სექტემბერს აშშ-ში, ინდიანას შტატში დაიბადა. მისი ოჯახი მაღალშემოსავლიანთა წრეს არასდროს განეკუთვნებოდა, ამიტომ მე-7 კლასში ყოფნისას იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა და უმცროსი და-ძმისთვის მიეხედა, რადგან ოჯახს უკიდურესად უჭირდა.

აღნიშნულმა ფაქტმა სანდერსის მომავალსა და მის განსაზღვრაზე უდიდესი გავლენა იქონია, რადგან ბიჭს ხშირად კულინარობა უწევდა. 40 წლამდე ჰარლანდი საბურავებით ვაჭრობდა, სამხედროც იყო, კონდუქტორიც, ფერმერის დამხმარეც, მეწვრილმანეც და ბევრი სხვაც. ამ პერიოდში სანდერსმა ცოტაოდენი კაპიტალის დაგროვებაც მოახერხა და მისმა ოჯახმა შედარებით ამოისუნთქა. თუმცა ჰარლანდს ეს არ აკმაყოფილებდა და ის ყოველთვის ცხოვრების შეცვლაზე ოცნებობდა.


image


image



1930 წელს სანდერსმა კენტუკში საკუთარი ავტოსახელოსნო გახსნა. დაწესებულებისთვის მეტად მოხეხებული ადგილიც შეარჩია - გზა, რომლითაც ხალხი ჩრდილოეთის შტატებიდან ფლორიდისკენ
მიემართებოდა. საბედნიეროდ, მის ავტოსახელოსნოში კლიენტთა ნაკადი არ წყდებოდა. მალე სანდერსმა გადაწყვიტა იქვე სასადილოც გაეხსნა, სადაც იმ კლიენტებს გაუმასპინძლდებოდა, რომლებიც მანქანის შეკეთებას ელოდებოდნენ. სასადილოსთვის ავტოსახელოსნოში ადგილი არ იყო, ამიტომ მის გვერდით ერთი პატარა ოთახი გამოყო, სადაც 1 მაგიდა და 6 სკამი მოათავსა. საჭმელს კი ოჯახის სამზარეულოში თავად ამზადებდა.


მალე მთელს კენტუკში ხმა გავარდა, რომ ფედერალურ ავტომაგისტრალზე მდებარე ავტოსახელოსნოში ისეთ დაბრაწულ ვარიებს აკეთებდნენ, რომ თითებს ჩაიკვნეტდით. თანაც უბრალოდ შემწვარს კი არა, 11 სხვადასხვა ბალახ-ბულახით შეზავებულს.

ჰარლანდის ცხოვრება ნელ-ნელა წინ მიდიოდა. 1935 წელს მეტად ღირსშესანიშნავი მოვლენაც მოხდა. ამ დროს შტატის გუბერნატორმა მას კენტუკელი პოლკოვნიკების ორდენობა მიანიჭა შტატის წინაშე დამსახურებისთვის. დამსახურება მართლაც რეალური იყო, რადგან და შტატში ყველას სანდერსის ქათამი ეკერა პირზე.


image

სანდერსის საქმიანობა შეუჩერებელი ტემპით ვითარდებოდა და დადგა დრო, როცა მას თავისი სახელგანთქმული ბიზნესი ავტოსახელოსნოსგან უნდა გაემიჯნა. 1937 წელს ჰარლანდმა გახსნა მოტელი, სადაც იმავდროულად სწრაფი მომსახურების დამოუკიდებელი რესტორანიც ფუნქციონირებდა.


უკვე პოლკოვნიკად წოდებულმა სანდერსმა გადაწყვიტა შესაფერისად ანუ კლასიკურად შემოსილიყო. თეთრი კოსტიუმი და შავი პეპელა ბაფთა შეარჩია და საზოგადოების წინაშე ასე ჩნდებოდა ხოლმე. ასეა გამოსახული კომპანიის ლოგოზეც.


image

თუმცა 1950-იან წლებში ერთი საკმაოდ უსიამოვნო ფაქტიც მოხდა. ამ დროს დასრულდა 75-ე ფედერალური ავტომაგისტრალის მშენებლობა და ფლორიდასკენ მიმავალმა მთავარმა გზამ გადაინაცვლა.

სანდერსის რეტსორანი თვალს მოეფარა. კლიენტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ერთ დროს წარმატებული ბიზნესი ვეღარ ვითარდებოდა.თუმცა სანდერსის წარმატება აქ მაინც არ დასრულებულა. 60-იანი წლების დასაწყისში ჰარლანდის ფრენჩაიზინგმა გაამართლა და აშშ-სა და კანადაში 400-მდე რესტორანი გაიხსნა.


image


1964 წელს, უკვე ხანშიშესულმა სანდერსმა გადაწყვიტა, თავისი საქმიანობა კერძო ინვესტორებისთვის მიეყიდა. ამ დროისთვის სანდერსის რესტორნების ქსელი 600-მდე ფილიალს აერთიანებდა. ასე ჩამოშორდა პოლკოვნიკი სანდერსი საქმიანობას, თუმცა კომპანიის ისტორია არც ამ დროს და არც ჰარლანდის გარდაცვალების შემდეგ არ დასრულებულა.

პოლკოვნიკის მიერ დაარსებული ბრენდი უგემრიელესი მენიუთი 20.000-ზე მეტ რესტორანს მოიცავს მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში. მის მენიუს მხოლოდ ამერიკაში 8 მილიონზე მეტი ადამიანი აგემოვნებს ყოველდღიურად. 1961 წლიდან კომპანია აბრევიატურით მოიხსენება. ეს არის ლეგენდარული KFC, რომლის შექმნის ისტორიაც, მისი განვითარების გზაც და განუმეორებელი არომატებიც იზიდავს ამდენ ხალხს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. მსოფლიოს 20 000-ზე მეტი რესტორნიდან 4 თბილისში მდებარეობს. კომპანიის მე-5 ფილიალი ოქტომბერში თავისუფლების მოედანზე მდებარე ახალ სავაჭრო ცენტრ ”გალერეა თბილისში” გაიხსნება. იხილეთ ვიდეო:






ნანიკო მღებრიშვილი

0
288
7-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0