x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
“ვისოლმა” “საბერძნეთის პეტროლიუმთან“ ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და ”ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო
image



”ვისოლმა” ”საბერძნეთის პეტროლიუმთან” საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში ”ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო.

”ეკოს” პირველი პილოტური ავტოგასამართი სადგური თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში გაიხსნა. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ”ვისოლი” საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე ”ეკოს” ბრენდს აბრუნებს. ”ეკოს” აგს-ზე ”ეკოს” უმაღლესი ხარისხის საწვავის სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი. პილოტური აგს-ის გაყიდვების ანალიზის საფუძველზე ”საბერძნეთის პეტროლიუმი” და ”ვისოლ ჯგუფი” ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას სხვა ლოკაციებზე ”ეკოს” სადგურების განვითარებასთან დაკავშირებით.

როგორც ”ვისოლ ჯგუფის” დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, ”ეკო” იყო კომპანია, რომელმაც შექმნა საწვავის ხარისხის სტანდარტი საქართველოში.

”საქართველოში ყველას ახსოვს ”ეკოს” ავტოგასამართი სადგურები. ყველამ იცის, რომ ”ეკო” იყო კომპანია, რომელმაც შექმნა საწვავის ხარისხის სტანდარტი საქართველოში. ის იყო ორგანიზაცია, რომელიც ითვლებოდა ხარისხის ეტალონად ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ სამოქალაქო კვლევებს, დღესაც ”ეკო ჯორჯია” მოიაზრება, როგორც საწვავის ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე კომპანია. ჩვენ გავიარეთ საკმაოდ რთული გზა, არ იყო ადვილი ამ კომპანიის უკან დაბრუნება და თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვიხარია, რომ ”ეკო” სრულფასოვნად დაბრუნდა საქართველოში”, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.


image


”ეკოს” ავტოგასამართი სადგურის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი და ”საბერძნეთის პეტროლიუმის” წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც დიმიტრიოს კარაბალისმა განაცხადა, ”ეკოს” ავტოგასამართი სადგურის გახსნა ”ვისოლ ჯგუფთან” ურთიერთობის მხოლოდ პირველი ნაბიჯია.
”ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ დღეს, ”ეკო” დაბრუნდა საქართველოში ძალიან მცირე ინტერვალის შემდეგ. რასაც თქვენ დღეს ხედავთ, ეს თანამშრომლობის პირველი ნაბიჯია, არა მხოლოდ ამ სფეროში, არამედ სხვა სფეროებშიც”, - განაცხადა დიმიტრიოს კარაბალისმა.

”საბერძნეთის პეტროლიუმის” საცალო ქსელის გენერალური დირექტორის, რობერტო კარაჰანასის თქმით, ”საბერძნეთის პეტროლიუმს” ”ეკოსთან” ერთად აქვს საუკეთესო ხარისხის პროდუქტი, რომელსაც კიდევ ერთხელ შესთავაზებენ ქართველ მომხმარებელს.



(R)

0
127
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0