x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რატომ უნდა მივიტანოთ ყვავილი ქორწილში - კენტი, სამძიმარზე კი ლუწი რაოდენობით - ეს უნდა იცოდეთ!
image

როგორც წესი, მიიჩნევა, რომ ცოცხალ ადამიანს მხოლოდ კენტი რაოდენობით ყვავილი უნდა აჩუქო, ლუწი ყვავილისგან შემდგარი თაიგული თუ გვირგვინი კი მხოლოდ მიცვალებულებისთვისაა განკუთვნილი.

აღნიშნული ცრურწმენა უკავშირდება წარმართობის ხანას, როცა მიიჩნეოდა, რომ ლუწი რაოდენობა დასრულებული და, შესაბამისად, მკვდარია. კენტ რიცხვებს კი, პირიქით, სიცოცხლის, განვითარებისა და აყვავების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული ცრურწმენა საფუძველს იაპონიიდან იღებს. იაპონური იეროგლიფი, რომელიც ციფრ 4-ს აღნიშნავს, ძალიან ჰგავს სიკვდილის აღმნიშვნელ იეროგლიფს.

image

სასაჩუქრე თაიგულის შექმნის ხელოვნებაში არსებობს უამრავი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი წესი. მაგალითად, ყვავილები კენტად და ლუწად ითვლება მხოლოდ ათის ფარგლებში. ამის შემდეგ კი მათი კენტი თუ ლუწი რაოდენობა მნიშვნელობას კარგავს.

სასაჩუქრე თაიგულში ლუწი რაოდენობით ყვავილის გამოყენების აკრძალვა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსებობს. მსოფლიოს სხვა ქვეყნებში კი პირიქით, უფრო მიღებულია ორი, ოთხი, ექვსი და რვა ყვავილისგან შემდგარი თაიგულები.


image

კენტი რაოდენობით ყვავილებისგან შედგენილი თაიგულები შემდეგნაირად არის ინტერპრეტირებული:


1 ყვავილი - ითვლება ყურადღების ნიშნად.


3 ყვავილი - პატივისცემის სიმბოლოა.

image

5 ყვავილის ჩუქება მადლიერების გამოხატვას ნიშნავს.


7 ყვავილი ადრესატის მიმართ თქვენს ღრმა გრძნობას (სიყვარული, მეგობრობა...) გამოხატავს.

image

9 ყვავილი მორჩილებას და უსაზღვრო აღტაცემას გამოხატავს.

image

11 ყვავილს, როგორც წესი, მოყვარული მეუღლეები ჩუქნიან ერთმანეთს და "საერთო გულს, საერთო აზრს" გამოხატავს.



image

13 ყვავილის ჩუქება იუბილეზე, მრგვალ თარიღზე არის მიღებული, როგორც მარადიული სიყვარული სიმბოლო.


მცირე რჩევა:

image

თუ ქვეყნის ტრაციებს კარგად არ იცნობთ, იმისათვის, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდეთ, უმჯოებსია სასაჩუქრედ აირჩიოთ ბევრი პატარა ყვავილისგან შექმნილი თაიგული - მასში ყვავილების რაოდენობის თვლას არავინ დაიწყებს. ასევე კარგი გამოსავალია, ქოთნის ყვავილის ჩუქებაც, რომელიც, როგორც წესი, დღეგრძელობისა და სიჯანსაღის სიმბოლოა.

ასევე დაგაინტერესებთ:

1. არასოდეს გამოიყენოთ ამ ორი ფერის თეთრეული - მოულოდნელი აღმოჩენა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!

image

2. არასოდეს გარეცხოთ ჭურჭელი სტუმრად ყოფნისას! - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image

3. თუ თქვენ უფასო Wi-Fi-ს იყენებთ, აუცილებლად გააკეთეთ ეს, თორემ... - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image

4. რატომ არ შეიძლება სახლში ობობას მოკვლა - ეს ბევრმა არ იცის!

image

5. პატარა საიდუმლო, რომელიც დენის გადასახადს შეგიმცირებთ! - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image



2
1060
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1060
  
2017, 22 აგვისტო, 12:42
კი ჩვენთან კენტია, მეც ასე მახსოვს. სტატია კი ბევრს წაადგება.
2017, 22 აგვისტო, 9:48
ეს წესი რუსეთშია გავრცელებული. ჩვენთან პირიქითაა, ნათი: პანაშვიდებზე კენტი მიაქვთ და დღესასწაულებზე-ლუწი. :)
0 1 2