x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ გამოიყურება დღეს ჯოვანა ანტონელი - ჰადეს გმირი, ბრაზილიური სერიალიდან "კლონი" (+ფოტოები)
image

სახელი და გვარი: ჯოვანა ანტონელი
დაბადების თარიღი: 18 მარტი, 1976 წელი
დაბადების ადგილი: რიო დე ჟანეირო, ბრაზილია
ეროვნება: ბრაზილიელი
პროფესია: მსახიობი, ტელეწამყვანი, პროდიუსერი
კარიერა: 1994 წლიდან
ზოდიაქო: თევზები
სიმაღლე: 164 სმ
წონა: 54 კგ


ბრაზილიელი მსახიობი, ჯოვანა ანტონელი, დაიბადა რიო დე ჟანეიროში, ხელოვანების ოჯახში. მისი მამა ოპერის მომღერალი გახლდათ, ხოლო დედა - ბალერინა. ასევე, ჰყავს უფროსი ძმა ლეონარდო, რომელიც პროფესიით ადვოკატია.

ჯოვანამ კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. მან მონაწილეობა მიიღო საბავშვო გადაცემაში "Rede Manchete", როგორც წამყვანის თანაშემწემ.


სამსახიობო ასპარეზზე, ჯოვანა გამოჩნდა ეპიზოდური როლით, სერიალში "Tropicaliente" ("ტროპიკანკა"). 2000 წელს, ახალგაზრდა მსახიობს პირველი პოპულარულობა მოუტანა სერიალმა "Laços de Família" ("ოჯახური კავშირები"), რასაც მოჰყვა ბრაზილიური ტელენოველა "O Clone" ("კლონი"). მასში შესრულებულმა მუსლიმი გოგონას, ჰადეს როლმა, ჯოვანა ნამდვილ ვარსკვლავად აქცია.


ჯოვანა ანტონელი საკმაოდ მრავალფეროვანი პირადი ცხოვრებითაა გამორჩეული. 1997 წელს, მსახიობი ცოლად გაჰყვა პუბლიცისტ, რიკარდო მედინას, რომელსაც იგი სკოლის ასაკიდან იცნობდა. წყვილი 2001 წელს დაშორდა.

2002 წელს, ჯოვანამ ურთიერთობა გააბა მსახიობ მურილო ბენისიოსთან, რომელიც პარტნიორობას უწევს სერიალში "კლონი". მათ გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული რეალურ ცხოვრებაში გააგრძელეს. წყვილს ვაჟი, პიეტრო შეეძინათ. ჯოვანას და მურილოს ურთიერთობამ ხუთი წელი გასტანა, ისინი 2007 წელს დაშორდნენ.

მურილო ბენისიოსთან დაშორების შემდეგ, ჯოვანა რეჟისორ ლეონარდო ნოგუერაზე დაქორწინდა, რომელთანაც ტყუპი გოგონები, ანტონია და სოფია შეეძინა.



ფილმოგრაფია:


1994 - "Tropicaliente" ("ტროპიკანკა") (ბენვინდა)

1995 - "Tocaia Grande" ("დიდი ორთაბრძოლა") (რესუ)

1996 - "Xica da Silva" (ელვირა)

1998 - "Corpo Dourado" ("ოქროს სხეული") (ჯუდი)

1999 - "Força de Um Desejo" ("სურვილის ძალა") (ვიოლეტა)

2000 - "Laços de Família" ("ოჯახური კავშირები") (კაპიტუ)

2000 - "Bossa Nova" ("ბოსანოვა") (შერონა)

2001-2002 - "O Clone" ("კლონი") (ჰადე)

2003 - "A Casa das Sete Mulheres" ("შვიდი ქალის სახლი") (ანა და სილვა / ანიტა გარიბალდი)

2003 - "Maria, Mãe do Filho de Deus" ("მარია, დედა ღვთისმშობელი") (მარია)

2004 - "Da Cor do Pecado" ("ცოდვის ფერი") (ბარბარა)

2006 - "Minha Nada Mole Vida" (ბია)

2007 - "Amazonia" (ამაზონია") (დელზუიტე)

2007 - "Caixa Dois" (ანჯელა)

2007-2008 - "Sete Pecados" ("შვიდი ცოდვა") (კლარუსე)

2008 - "Casos e Acasos" (ჯამილე)

2008-2009 - "Três Irmãs" ("სამი და") (ალმა)

2009 - "Budapest" ("ბუდაპეშტი") (ვანდა)

2009-2010 - "Viver a Vida" ("განვლე ცხოვრება") (დორა ვილელა)

2010 - "Chico Xavier" ("ჩიკო ხავიერი") (სიდალია)

2011 - "Aquele Beijo" ("ერთი კოცნა") (კლაუდია)

2011 - "The Heartbreaker" ("გულთამპყრობელი") (ანა)

2012 - "As Brasileiras" ("ბრაზილიელი ქალი") (ჯიჯი)

2012-2013 - "Salve Jorge" ("მამაცი ქალი") (ელოიზა)

2014 - "Em Família" ("ოჯახში") (კლარა)

2014 - "S.O.S.: Mulheres ao Mar" ("S.O.S ქალები ზღვაში") (ადრიანა სოუზა)

1995-2015 - "Malhação" ("ახალგაზრდა გულები") (იზა პასკუალეტა)

2015 - "A Regra Do Jogo" ("თამაშის წესები") (აფინა)

2015 - "S.O.S.: Mulheres ao Mar 2" ("S.O.S ქალები ზღვაში 2") (ადრიანა სოუზა)

2016-2017 - "Sol Nascente" ("ამომავალი მზე") (ალისი)

imageimageimageimageimageimageimageimageimage
imageimageimageimageimage

image



ჯოვანა ძმასთან ერთად
image


ჯოვანა შვილებთან ერთად
imageimageimageimageimage


ასევე დაგაინტერესებთ:

ვინ არიან ძმები, სარფი და მერტი, რომლებზეც კიდევ დიდხანს ისაუბრებენ (+ფოტოები)

image



ბენსუ სორალი - ვინ არის ულამაზესი თურქი მსახიობი, სერიალიდან "ძმა" (+ფოტოები)

image



ვინ არის და როგორ გამოიყურება ბაჰარის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image



ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში ეფსუნის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image



ებრუ იოზქანი - ვინ არის ულამაზესი თურქი მსახიობი, სერიალიდან "ნამსხვრევები" (+ფოტოები)

image



კეტრინ უინიკი - ვინ არის ლაგერტა, სერიალიდან "ვიკინგები" (+ფოტოები)
image






1
3004
4-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
3004
  
2017, 29 აგვისტო, 21:04
სერიალების საყურებლად არც დრო მაქვს და არც სურვილი, მაგრამ მიყვარს პოზიტიური ადამიანები.
0 1 1