x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ცნობილი ადამიანები,რომლებიც არ ეკარებიან ალკოჰოლს
წარმატება და მერე იწყება ვარსკვლავთმანია, ბევრი ფული, დაუსრულებელი საღამოები და ღონისძიებები, დროსტარება, ძნელია ამ თავბრუდამხვევ ცდუნებას გაუძლოს ნებისმიერმა ვარსკვლავმა...მათ უმეტესობას შემდეგ პრობლემები ეწყება, როგორც ალკოჰოლთან, ისე ნარკოტიკებთან მიმართებაში.

თუმცა მაინც არიან ვარსკვლავები, რომლებიც არა მარტო ალკოჰოლის მიღებაზე კატეგორიულ უარს ამბობენ, არამედ საერთოდ ცხოვრებაში არც კი გაუსინჯავთ.



1) ბრეიკ ლაივლი-მსახიობს არასდროს გაუსინჯავს ალკოჰოლი, "თუ სადმე ფოტოზე ჭიქით ხელში მნახეთ შიგ ან წვენი ასხია ან წყალი"-აღნიშნა მსახიობმა.


image



2)ემინემი-ცნობილი რეპერი 9 წელია უკვე ალკოჰოლს არ გაკარებია


image



3)კიმ კარდაშიანი:"ჩემი დები მოწრუპავენ ხოლმე ღვინოს ან შამპანურს, მე საერთოდ არ ვსვამ"


image



4) კრისტინ დევისი-მსახიობს, რომელიც მაყურებელმა ძირითადად "სექსი დიდ ქალაქში" მეშვეობით გაიცნო 30 წლამდე პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან დაკავშირებით, მის შემდეგ აგერ უკვე 20 წელზე მეტია დევისი სპირტიან სასმელებს აღარ გაკარებია.


image


5)ტაირა ბენქსი-"12 წლის ვიყავი როდესაც ჩუმად მოვსინჯე ალკოჰოლი, მას შემდეგ მუდმივად მიჩნდება კითხვა, ამ საზიზღრობაში ფულს როგორ ხარჯავთ? მას შემდეგ საკითხი ჩემთვის დახურულია, არ ვსვამდი, არ ვსვამ და არც მომავალში დავლევ სიდრზე მაგარ სასმელს"


image



6)ჯენიფერ ლოპესი-მომღერალი და მსახიობი ალკოჰოლს არ სვამს სხვა მიზეზის გამო, იგი ალერგიულია. სპირტიანი სასმელების მიღების შემდეგ კანზე აყრის.


image


7)კიმ კეტროლი:"სტუდენტობის პერიოდში სამი საღამო იყო ჩემთვის საკმარისი რომ დამესკვნა:მე და ალკოჰოლი შეუთავსებელი ვართ, ზოგიერთი სასმლის გემო მომეწონა, მაგრამ დილით ისე ცუდად ვიყავი.."

image



8) დანიელ რედკლიფი-იყო პერიოდი, როცა მსახიობი სამსელში იხრჩობოდა, ახლა ორი წელი ხდება წვეთი არ დაულევია.


image


9)ჯენიფერ ჰადსონი:"არასდროს გამისინჯავს ალკოჰოლი, ჩემს გარშემო იმდენს შეუქმნა პრობლემები სპირტიანმა სასმელმა, რომ გადავწყვიტე არ გავრისკო, შეიძლება მშიშარა ვარ, მაგრამ ასე უფრო წყნარად ვგრძნობ თავს."

image



10)ბრიუს უილისი-ერთ დროს მსახიობი, რომელიც თავად უკეთებდა რეკლამას Seagram’s Wine Coolers, ამჟამად საერთოდ აღარ სვამს.


image


11) ჯონ ტრავოლტა-ოდესღაც ალკოჰოლმა დიდი პრობლემები შეუქმნა მსახიობს, იყო ფიზიკურ ძალადობამდე მისული შემთხვევებიც..ტრავოლტა ბოლობოლო მიხვდა, რომ ალკოჰოლს მისთვის ზიანის მეტი არაფერი მოჰქონდა და გადააგდო ერთხელ და სამუდამოდ.

image


12) ჯიმ კერი-როგორც თვითონ მსახიობი აცხადებს, ერთ დღესაც მიხვდა, რომ ალკოჰოლის და ნარკოტიკების გარეშეც ცხოვრება მშვენიერია.


image



13)ბენ აფლეკი-სარეაბილიტაციო კურსის ჩატარების შემდეგ მსახიობი ალკოჰოლს აღარ ეკარება..ჯერჯერობით მაინც.


image




14)ნატალი პორტმანი-ცხოვრება ალკოჰოლის გარეშე მსახიობისთვის არა დროებითი მოვლენაა, არამედ ცხოვრების სტილი.

image


0
165
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0