x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
კეტრინ უინიკი - ვინ არის ლაგერტა, სერიალიდან "ვიკინგები" (+ფოტოები)
imageსახელი და გვარი: კეტრინ უინიკი

დაბადების თარიღი: 17 დეკემბერი, 1977 წელი
დაბადების ადგილი: ტორონტო, ონტარიო, კანადა
ეროვნება: კანადელი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 1999 წლიდან
ზოდიაქო: მშვილდოსანი
სიმაღლე: 168 სმ
წონა: 55 კგ


ახალგაზრდა მსახიობი, კეტრინ უინიკი, დაიბადა კანადაში. იგი უკრაინელი წარმოშობისაა და მისი პირველი ენაც, სწორედ უკრაინული იყო. გოგონამ ინგლისურად საუბარი რვა წლის ასაკიდან დაიწყო.

კეტრინი, შვიდი წლიდან საბრძოლო ხელოვნებით დაინტერესდა. იგი ფლობს მესამე ხარისხის შავ ქამარს ტაეკვანდოში და მეორე ხარისხის შავ ქამარს - კარატეში. 21 წლის ასაკში, ახალგაზრდა გოგონას საბრძოლო ხელოვნების სამი სკოლა ჰქონდა დაარსებული. კეტრინმა, იორკის უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, William Esper - ის ხელოვნების სტუდია დაამთავრა, შემდეგ კი, სამსახიობო კარიერის წარმატებულად გასაგრძელებლად, ნიუ იორკში და შემდგომში ლოს-ანჯელესში გაემგზავრა.


სამსახიობო ასპარეზზე, კეტრინ უინიკი, პირველად 1999 წელს გამოჩნდა სერიალით "PSI Factor: Chronicles of the Paranormal", სადაც მან ეპიზოდური როლი შეასრულა. ახალგაზრდა მსახიობი, მას შემდეგ, მრავალ ფილმში, თუ სერიალში გადაიღეს.

კეტრინმა განსაკუთრებული პოპულარულობა მოიპოვა სერიალით "Vikings" ("ვიკინგები"), რომელიც რამდენიმე სეზონს მოიცავს და მოგვითხრობს ვიკინგების ისტორიაზე, მათი იმპერიის დაფუძნების და განვითარების შესახებ. სერიალმა მილიონობით მაყურებელი შეიძინა. მასში გადაღების შემდეგ, კეტრინ უინიკის სახელი პირველ რიგში ლაგერტას პერსონაჟთან ასოცირდება.


რაც შეეხება პირად ცხოვრებას, კეტრინ უინიკი ქორწინებაში არ იმყოფება. 2015 წლიდან, მას სასიყვარულო ურთიერთობა აქვს ბიზნესმენ ნიკ ლოებთან.



ფილმოგრაფია:


1999 - "PSI Factor: Chronicles of the Paranormal" ("პსი ფაქტორი: პარანორმალური მოვლენების ქრონიკები") (სუზი)

1999-2000 - "Student Bodies" ("სტუდენტების სხეულები") (ჰოლი ბენსონი)

2000 - "Relic Hunter" ("სიძველეზე მონადირეები") (როზელინი)

2001 - "Biohazardous" ("ბოროტების სავანე") (ჯენიფერი)

2001 - "Screech Owls" (ბრაიანა სტაილზი)

2002 - "Smoking Herb" (მარცია)

2002 - "Tracker" ("მონადირე") (ლაურა)

2002 - "Fabled" (ლიზი)

2002 - "Daddy's Little Girl" ("მამიკოს გოგო")

2002 - "Two Weeks Notice" ("სიყვარული შეტყობინებით") (ტიფანი)

2003 - "What Alice Found" ("რა აღმოაჩინა ელისმა") (ჯული)

2003 - "Oz" ("ოზი") (ლისელ რობსონი)

2003 - "1-800-Missing" ("1-800-დაკარგული") (ჯული)

2003 - "Wild Card" ("ველური კარტი") (კენდალი)

2003 - "10-8: Officers on Duty" ("10-8: მორიგე ოფიცერი") (ლუსი ჯონსონი)

2004 - "50 First Dates" ("50 პირველი პაემანი")

2004 - "Satan's Little Helper" ("სატანის პატარა თანაშემწე") (ჯენა ვული)

2004 - "CSI: Miami" ("დანაშაულის ადგილი: მაიამი") (ნიკოლ ჰარჯო)

2004 - "Going the Distance" ("უნდა გაუძლო") (თრიში)

2004 - "Our Time Is Up" ("ჩვენი დრო ამოიწურა")

2005 - "Trump Unauthorized" ("ამბიციური ტრამპი") (ივანა ტრამპი)

2005 - "Hellraiser: Hellworld" ("ჯოჯოხეთიდან აღმსდგარი: ჯოჯოხეთური მსოფლიო") (ჩელსი)

2005 - "CSI: NY" ("დანაშაულის ადგილი: ნიუ იორკი") (ლისა ქეი)

2006 - "13 Graves" ("13 საფლავი") (ემი)

2006 - "Cloud 9" ("ღრუბელი 9") (ოლგა)

2006 - "Failure to Launch" ("სიყვარული და სხვა უსიამოვნებები") (მელისა)

2006 - "Criminal Minds" ("კრიმინალური აზროვნება") (მეგი ლოუ)

2006 - "Kiss Me Again" ("ისევ მაკოცე") (ჩელისი)

2007 - "Tipping Point" ("გარდატეხის წერტილი") (ნინა პატერსონი)

2007 - "House" ("ჰაუსი") (ივი)

2007 - "When Nietzsche Wept" ("როცა ნიცშე ტიროდა") (ლუ სალომე)

2007 - "Law Dogs" ("ძაღლების სამართალი") (ლისა ბანეტი)

2008 - "Law & Order" ("კანონი & წესრიგი") (სარა შიფლი)

2008 - "Amusement" ("გასართობი") (თაბისა)

2009 - "CSI: Crime Scene Investigation" ("CSI:დანაშაულის ადგილი") (მაურინ მარტინი)

2009 - "Cold Souls" ("გაყინული სულები") (სვეტა)

2002-2009 - "Law & Order: Criminal Intent" ("კანონი & წესრიგი: დანაშაულებრივი ჩანაფიქრი") (კერი კონლონი/ კარინ ბარეტი)

2010 - "Tranced" ("ტრანსი") (ქლეო)

2010 - "Killers" ("მკვლელები") (ვივიანი)

2010 - "The Gates" ("კარიბჭე") (კეტ რუსო)

2010 - "Radio Free Albemuth" ("ალბემუტის თავისუფალი რადიო") (რეიჩელ ბრედი)

2010 - "Love & Other Drugs" ("სიყვარული და სხვა წამლები") (ლისა)

2010 - "Night and Day" ("ღამე და დღე") (ჯული)

2011 - "Choose" ("არჩევანი") (ფიონა ვაგნერი)

2011 - "Bones" ("ძვლები") (ჰანა ბარლი)

2011 - "The Glades" ("ჭაობი") (ვალერი დორმან)

2011 - "Nikita" ("ნიკიტა") (კელი)

2012 - "Stand Up Guys" ("ადექით ბიჭებო") (ოქსანა)

2012 - "A Glimpse Inside the Mind of Charles Swan III" ("ჩარლი სვონ III-ის განსაცვიფრებელი ფანტაზიები") (ივანა)

2012 - "Transporter: The Series" ("გადამზიდი: სერიალი") (დარსი დანიელსი)

2013 - "The Art of the Steal" ("ძარცვის ხელოვნება") (ლოლა)

2015 - "Person of Interest" ("ინტერესის ობიექტი") (ფრენკი ველსი)

2016 - "Stripped" (მარგარეტ დიუპრე)

2013-2017 - "Vikings" ("ვიკინგები") (ლაგერტა)

2017 - "The Dark Tower" ("ბნელი კოშკი") (ლაურ ჩამბერსი)

2017 - "Cigarette" (სიგარეტი") (ემილი გოუვენი)


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






ასევე დაგაინტერესებთ:

ვინ არიან ძმები, სარფი და მერტი, რომლებზეც კიდევ დიდხანს ისაუბრებენ (+ფოტოები)

image




ბენსუ სორალი - ვინ არის ულამაზესი თურქი მსახიობი, სერიალიდან "ძმა" (+ფოტოები)

image







0
648
3-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
648
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0