x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
''ორი წვეთი შხამი დედამთილისთვის''
image

ახალდაქორწინებული გოგო სახელად პრიტი, საცხოვრებლად თავის ახალ სახლში გადავიდა მეუღლესთან და დედამთილთან ერთად.რამოდენიმე დღის შემდეგ პრიტი მიხვდა რომ ის დედამთილთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას ვერ შეძლებდა, რადგან დედამთილი ძალიან ძველმოდური იყო და ყველაფერზე განსხვავებული აზრი გააჩნდა, რის გამოც ისინი ხშირად კამათობდნენ.

გავიდა თვეები, მაგრამ მათი დამოკიდებულება არ შეიცვალა.დედამთილი კვლავ განაგრძობდა რჩევების მიცემას და სწავლებას თუ რა როგორ გაეკეთებინა, ურთიერთობა უფრო და უფრო იძაბებოდა.რძლისთვის მასთან ერთად ცხოვრება უკვე აუტანელი გახდა, მანაც ერთ დღეს ქმარს შესჩივლა ამ ყველაფრის შესახებ მაგრამ ქმარმა დედის მხარე დაიკავა.პრიტი ძალიან გაბრაზდა და თავის მამასთან გაემართა.

მივიდა რა პრიტი მამასთან, რომელიც ძალიან ცნობილი ექიმი იყო, ყველაფერი უთხრა.


-''მამა, გთხოვ რაიმე საწამლავი მომეცი რომ მოვკლა, იქ არ დავბრუნდები სანამ ის ცოცხალი მეგულება.მასთან ერთად ვერ ვიცხოვრებ!''-გაიზახოდა ის ტირილით.

-''არა შვილო, ეგრე როგორ შეიძლება, თან რომ გაიგონ სიმართლე შენც დაგიჭერენ და მეც''-ცდილობდა მამა მისთვის აზრი შეეცვლევინებინა.

-''არ მაინტერესებს, მასთან სახლში არ დავბრუნდები თუ რამეს არ მომცემ, მის გვერდით ვერ ვიცხოვრებ!''-გაჰყვიროდა შვილი.

მამა რომ ვერაფერს გახდა, რამოდენიმე წუთის ფიქრის შემდეგ შვილს მიუბრუნდა და უთხრა:

-''კარგი, აგისრულებ სურვილს, ოღონდ ციხეში ჩაჯდომის უფლებას ვერ მოგცემ, ამიტომ ისე უნდა გააკეთო ზუსტად როგორც მე გეტყვი!''

-''კარგი მაგრამ რა უნდა გავაკეთო?''ჰკითხა გახარებულმა შვილმა.

მამა ადგა, გვერდით ოთახიდან რაღაც სითხით სავსე პატარა ბოთლი გამოიტანა და ეუბნება:

-''ყოველ იჯრაზე მას საჭმელში 2 წვეთი ეს სითხე ჩაუწვეთე, საწამლავის მცირე დოზის გამო ეგრევე არ მოკვდება, შხამი ნელ-ნელა იმოქმედებს და 4-5 თვეში გარდაიცვლება, ხალხი კი იფიქრებს რომ ავადმყოფობდა და რაღაც ჭირდა, შენ კი ფრთხილად უნდა იყო, ეს შენმა ქმარმა არ უნდა შეამჩნიოს თორემ თავს ციხეში ამოყოფ.ეჭვი რომ არ გავუჩინოთ მას, დედამთილთან კამათი უნდა შეწყვიტო, მას მზრუნველობით და სიყვარულით უნდა მოექცე, პატივი სცე და რასაც გეტყვის დაუჯერო.შეასრულებ კი ამ ყველაფერს?''

პრიტი იმ იმედით რომ ეს მხოლოდ 4-5 თვე გაგრძელდება, სამაგიეროდ მერე მთელი ცხოვრება მისგან თავისუფალი იქნებოდა, სიხარულით დათანხმდა, საწამლავი აიღო და ქმართან და დედამთილთან გაეშურა.

პრიტიმ მისი დაბრუნების დღიდან დედამთილის ულუფაში 2-2 წვეთ მამის მიცემულ საწამლავს აწვეთებდა, აგრეთვე შეცვალა დამოკიდებულება დედამთილთან, მის რჩევას თუ ბრძანებას მოთმინებით ასრულებდა და ზრუნავდა კიდეც დედამთილზე.

რამოდენიმე კვირაში დედამთილმაც შეცვალა დამოკიდებულება რძლის მიმართ.მას სულ უფრო და უფრო სიამოვნებდა რძალთან დროის გატარება და ლოცავდა კიდეც.

პრიტი კვლავ აგრძელებდა დედამთილის მოწამვლას, თუმცა ეხლა ყველაფერი სხვაგვარად იყო, რძალ-დედამთილის ჩხუბი წარსულს ჩაბარებოდა, ისინი სულ უფრო და უფრო მეტ დროს ატარებდნენ ერთად, ერთად ჭამდნენ და მსჯელობდნენ ამა თუ იმ თემაზე, და ისე არ დაიძინებდნენ მშვიდობიანი ღამე რომ არ ესურვებინათ ერთმანეთისთვის.

გავიდა 4 თვე, რძალ-დედამთილს უკვე წმინდა დედა-შვილური ურთიერთ-დამოკიდებულება ქონდათ ერთმანეთთან.პრიტი მის დედამთილზე ნერვიულობდა და მის მიერ მიცემულ საწამლავზე ჯავრობდა, მას ხომ ეხლა საერთოდ არ სურდა მის საყვარელ დედამთილს რამე მოსვლოდა.შესინებული და ანერვიულებული მამასთან მივიდა და შესჩივლა:

-''მამა, ჩემი დედამთილი არც ისე ცუდი ქალი ყოფილა, ძალიან კარგად მექცევა, არ მინდა მისი სიკვდილი, გთხოვ მომე რაიმე წამალი რომ უშველოს და ჩემს მიერ მიცემულმა საწამლავმა არ იმოქმედოს.''

-''საწამლავმა?რომელმა საწამლავმა? მე მხოლოდ უბრალო დამამშვიდებელი მოგეცი.''

მორალი:მშობლებმა შვილებს უფლება არ უნდა მისცენ მათ გაბრაზებულ გულზე რამე შეცდომა დაუშვან და ცხოვრება გაინადგურონ.მშობლები მათ უნდა დაეხმარონ და სწორი მიმართულება მისცენ.

P.S.თუ ჩვენ გვინდა ვინმე შეიცვალოს, პირველ რიგში ეს ცვლილება ჩვენში უნდა მოხდეს...



6
126
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
126
  
2017, 26 ივლისი, 18:43
მართალი ხარ,ეგეთს ჯობია მართლა შეეშვა.
2017, 26 ივლისი, 18:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი DianaMaverick-ის კომენტარზე
2017, 26 ივლისი, 18:05
ხო,ძნელია როცა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობ იმ ადამიანის რომელიც ვერ გიტანს...ეცდები და თუ არაფერი გამოგივიდა შენც ამოგივა ყელში და თავისთავად შეეშვები.
2017, 26 ივლისი, 17:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი DianaMaverick-ის კომენტარზე
2017, 26 ივლისი, 2:45
:) შენ ძაან გაბრაზებული ხარ ხო? :) კი გეთანხმები,ზოგიერთზე არც ტკბილი სიტვა მოქმედებს და არც წამალი. ..
2017, 26 ივლისი, 2:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6