x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რამდენიმე მარტივი და ეფექტური რჩევა, თუ როგორ დავიცვათ თავი კოღოების შემოტევისაგან
imageზაფხული მოვიდა და შემაწუხებელ სიცხეებს მწერების პრობლემაც დაემატა. როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როცა დამცავი ბადეებიც ვეღარ გვშველის და ეს საშინელი არსებები ჩვენს ირგვლივ მაინც ჩნდებიან. გთავაზობთ, რამდენიმე მარტივ და ამავდროულად ეფექტურ საშუალებას, რაც დაგეხმარებათ თავი დაიცვათ კოღოების შემოტევისაგან:


ევკალიპტის და ლიმონის ზეთი (შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად): ამ ორი ზეთის ნარევი(თანაბარი პროპორციით) საოცრად ეფექტურია კოღოს ნაკბენის საწინააღმდეგოდ. თითოეულს, როგორც ევკალიპტის, ისე ლიმონის ზეთს გააჩნია ძლიერი ანტისეპტიკური თვისებები. კოღოს ნაკბენზე მათი წასმა უებარი საშუალებაა, რათა თავიდან აირიდოთ შემაწუხებელი ქავილი და ნაკბენის შემდგომი გაღიზიანება.

ქაფური: ეს ადვილად ხელმისაწვდომი ნივთიერება პასუხია კითხვაზე, თუ როგორ დაიცვათ სახლი კოღოების შემოტევისაგან. მოათავსეთ იგი ოთახში მცირე ზომის, თავახდილი ბოთლით. დახურეთ კარ-ფანჯარა და დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ, ოთახი კოღოსაგან მთლიანად თავისუფალი დაგხვდებათ.


ნიორი: კოღოებისგან თავის დასაღწევად ძალიან ეფექტური საშუალებაა ნიორი. მოამზადეთ ე.წ ნივრის სპრეი შემდეგნაირად: რამდენიმე კბილი ნიორი მოხარშეთ ერთ ჭიქა წყალში და მიღებული ნახარში სასხურებელი ბოთლის საშუალებით გააფრქვიეთ ჰაერში. ეს საშუალება დაგეხმარებათ სწრაფად გაათავისუფლოთ ოთახი მწერებისაგან.

image



ჩაის ხის ზეთი: გარდა იმისა, რომ ჩაის ხის ზეთს, ანტიბაქტერიული და მრავალი სასარგებლო თვისებები გააჩნია, იგი სრულყოფილი საშუალებაა კოღოებისგან თავის დასაცავად.

ჩაამატეთ ჩაის ხის რამდენიმე წვეთი ადუღებამდე მისულ წყალს და ადუღეთ კიდევ მცირე ხნით, რომ ჩაის ხის არომატით გაჯერებული ორთქლი ოთახში დატრიალდეს.


პიტნა: კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ პიტნის არომატი დახურულ სივრცეში, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია გათავისუფლდეთ კოღოსაგან. მოათავსეთ ოთახში პიტნის ფოთლები, ან დააწყვეთ საწოლის თავთან და დარწმუნებული იყავით, რომ კოღო აღარ შეგაწუხებთ. აღმოჩნდა, რომ პიტნის არაჩვეულებრივი არომატი, რომელიც საოცრად სასიამოვნოა ჩვენთვის, გამანადგურებლად მოქმედებს მწერებზე.


ასევე, ეფექტურად გაწმენდთ თქვენს გარემომცველ გარემოს მწერებისაგან, თუ ოთახში დაფნის ფოთლებს, ან გაჭრილ ლიმონს მოათავსებთ.





0
1339
1-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
1339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0