x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
დედამიწის მოსახლეობა 2050 წელს 9,8 მილიარდს გადააჭარბებს
შობადობის შემცირების მიუხედავად, დედამიწის მოსახლეობა ახლანდელი 7, 6 მილიარდიდან 2050 წელს 9, 8 მილიარდს, ხოლო 2100 წელს 11, 2 მილიარდს გადააჭარბებს – ნათქვამია გაეროს ეკონომიკისა და სოციალური საკითხების დეპარტამენტის მოხსენებაში.


image


გამოკვლევების თანახმად პლანეტაზე მოსახლეობის მატება ძირითადად 47 ყველაზე განუვითარებელი ქვეყნის ხარჯზე მოდის, სადაც შობადობა ერთ ქალზე 4, 3 ბავშვს უტოლდება.

გაიზრდება მოხუცებულთა რიცხვი, 60 წელზე მეტი ასაკის მოსახლე 2100 წლისათვის 3 ჯერ გაიზრდება და 3, 1 მილიარდი გახდება.


სწრაფად იზრდება ინდოეთის მოსახლეობა, 2024 წელს ის გაასწრებს ჩინეთს და 1, 4 მილიარდი გახდება.

ექსპერტების აზრით 2050 წლისთვის ამერიკის შეერთებული შტატები დაკარგავს მესამე ადგილს, რომელსაც ახლა მეშვიდე ადგილზე მყოფ ნიგერიას დაუთმობს.


0
28
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0