x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საოცარი ბიზნესი

image
ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი მერისი, უბანი გარეტყე, თურმანიძეების ოჯახი. ულამაზესი ხედები ეზოდან, გაღმა პოსლიგორა, ქვემოთ ნამონასტრევი. სახლთან ხეჭეჭური.


image


ოჯახის უფროსი 82 წლის ამირან თურმანიძე ცნობილი ლოტბარია, მთელი ოჯახი არამარტო მღერის არამედ ქართულ სიმღერას უცხოელებსაც ასწავლის. პირველად 6 წლის წინ ამერიკელ სტუმარს უმასპინძლეს. აქ ჩამოსულან ავსტრალიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან.
დააახლოებით ერთი თვე საკმარისია სიმღერის შესასწავლად, უნდა ნახოთ როგორი მონდომებული არიან, როგორ განიცდიან თუკი ქართულ სიტყვებს შეცდომით წარმოთქვამენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მათი სახლი ტურისტულ მარშრუტში ჩართო. ნახავთ მერისის ჩანჩქერს, დააგემოვნებთ მინერალურ წყალს, ეწვევით თურმანიძეებს, სადაც მიირთმევთ აჭარულ კერძებს, მშვენიერ ღვინოს და მოუსმენთ თურმანიძეების სიმღერებს.


image
ბატონი ამირანი იხსენებს: ჩვენს ოჯახში ყველა მღეროდა, სიმღერა მშობლებმა მასწავლეს. მე თვითონ უხელფასოდ ვასწავლიდი, დარში თუ ავდარში ფეხით ჩავდიოდი სოფლის კლუბში და ვასწავლიდი სიმღერას. სიბერეში შრომა დამიფასდა, ქართული გალობის ფონდმა სიგელით დამაჯილდოვა აჭარული სიმღერების შენარჩუნება_პოპულარიზაციისთვის. სიგელს, რომელსაც პატრიარქის
ხელმოწერა ამშვენებს, ახალ სახლში საპატიო ადგილი მიუჩინეს.


ბატონი ამირანის სიდედრი და სიმამრი რეკორდსმენია _თანაცხოვრების 76 წელი შეუსრულდათ.


image
თურმანიძეები კავშირს არ წყვეტენ ყოფილ მოსწავლეებთან. ახლახანს ავსტრიიდან დაბრუნდნენ.
მალე ახალ სტუმრებს ელიან იტალიიდან, მათთვის ეზოში ახალი ხის სახლი ააგეს.

image














0
180
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0