აშშ-ში მორიგი მასწავლებელი ქალი დააკავეს, საკუთარ მოსწავლესთან ინტიმური კავშირის მომენტში
ამერიკის შეერთებულ შტატებში მორიგი მასწავლებელი ქალი დააკავეს, საკუთარ მოსწავლესთან ინტიმური კავშირის მომენტში. დრამატული ხელოვნების პედაგოგი საკუთარი მანქანის უკანა სალონში სექსით იყო დაკავებული 15 წლის არასრულწლოვან მოსწავლესთან, როცა თვითმხილველების მიერ გამოძახებული საპატრულო პოლიციის პოლიციელები დაადგნენ ფაქტზე.
მასწავლებელმა კატეგორიულად უარყო არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი მთლიანად შიშველი იყო და არც თავად იყო მსუბუქად, რომ ვთქვათ მთლად ჩაცმული.
პოლიციის ოფიცერმა შიშველ ბიჭი და ნახევრადშიშველი პედაგოგი აღმოაჩინა მანქანის უკანა სავარძელზე გვიან ღამით ფლორიდას შტატში. მასწავლებელი აცხადებდა, რომ მოსწავლე ცდილობდა მის შეცდენას.
მასწავლებელი 33 წლისაა. მისი სიტყვებით ბიჭი შეძვრა მის მანქანაში, გაიხადა ტანსაცმელი და გახდა დაუწყო მასწავლებელს, სწორედ ამ დროს მოუსწრო მათ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა. მასწავლებელმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს საჩივრის შეტანას მოსწავლის წინააღმდეგ გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე.
თვითმხილველებმა კი პოლიციელებს განუცხადეს, რომ დაინახეს თუ როგორ გადმოვიდა მძღოლის ადგილიდან ქალი და ბიჭთან ერთად მოთავსდა მანქანის უკანა სავარძელზე, დაინახეს თუ როგორ გახადა ბიჭს ტანსაცმელი, ხედავდნენ თუ როგორ ხდებოდა ინტიმური კავშირი მასწავლებელსა და ბიჭს შორის, ამიტომაც დარეკეს პოლიციაში. პოლიციის მოსვლის მერე კი გაირკვა, რომ ბიჭი ამ ქალის მოსწავლე ყოფილა.
მასწავლებელს თუ დაუმტკიცდა არასრულწლოვან მოსწავლესთან სექსუალური სახის კავშირი მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პ.ს
ისე შავ ნაჭერზე თეთრი ძაფით ნაკერივით ჩანს მასწავლებლის ნათქვამის სიყალბე, თვითმხილველების თქმით ქალმა თავად გახადა ბიჭს, თუ მოსწავლე ცდილობდა მის გაუპატიურებას ამხელა ქალს განა არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია ან საშველად დაეძახა ვინმესათვის, ბოლოსდაბოლოს ხომ შეეძლო ყვირილი დაეწყო.
+14
აქ თვითმხილველები "ბრმავდებიან" და "ყრუვდებიან".
მე ვახდენ ფაქტის კონსტანტირებას-ესაა და ეს :)
თქვენ კი ლამის ტრაქტატი დადეთ კომენტარის სახით, თან ირიბად შეურაცყოფასაც მაყენებთ, დამიჯერეთ ჩემი ცხოვრების წესით და ადამიანობით მე ეს არ დამიმსახურებია... :)