x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მოულოდნელი გაზაფხული

როგორი ძნელია ყოველი დღის სწრედ განსაზღვრა, აზრის გამოტანა და სწორი მიმართულების მიცემა თუმცა განვლილი გზის გადმოხედვა განსჯა და სინანული ძალიან მარტივი . ხშირად თუ არა ერთხელ მაინც აუცილებლად გიტირიათ ჩუმად სიმწრით ისე რომ არავის გაეგოს როგორ გდომებიათ ხმამაღლა გეყვირათ მაგრამ ამოუცნობ ხმის ნოტებს თქვენში იკლავდით მარტო ცდილობდით გებრძოლად ამ გაუსაძლის ტკივილთან რასაც გულის ტკენა ქვია . ბევრისთვის ეს შეიძლება სიყვარულის დაკარგვასთან, ადამიანის სიკვდილთან ან ფინანსურ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული რაც გეთანხმებით ნამდვილად ძნელი გადასატანია თუმცა არსებობს გულის ტკვილი რომელსაც ვერავინ ვერასდროს შეგიმსუბუქებს ..
კიდევ ერთი ლამაზი დღე გათენდა, ლამაზი იმდენად რამდენადაც მისი შემჩნება შესაძლებელია ბინძურ გისოსებს მიღმა .. 1 მაისი თითქოს ბუნებამ გაიღვიძა .. რაღაცა ბედნიერების, ხალისის, და სითბოს სუნი უნდა სუფევდეს ქუჩებში მაგრამ ამაოდ ვიგრძნობ ამას ოთხ კედელს მიღმა სადაც ყველაფერი ისეთივე ერთფეროვანია როგორიც 4წლის წინ იმ პირველ დღეს როცა აქ შემოვდგი ფეხი .. აგრესია !! სასწაულად გექცევიან ზოგჯერ ადამინს იმასაც კი გაიფიქრებ ნუთუ მართლა არსებობს სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთი?! ყველაფერს სიბოროტის ბინძური სულის სუნი ასდის, საწოლები ერთმანეთის მიყოლებით სავდმყოფოში ან საგიჟეთში რომ უნახავს აქ შემოუმსვლელს, ნესტიანი ლეიბები, ბალიშები რაზეც თავის დადებისას ტანში ჟრუანტელი გილის, აი სადილის დროც მოვიდა გვერდებზე გაბზარული ჭიქები დალევისას პირში რომ არ შემოგამტვრეს გეშინია .. უგემური ჩაი ბინძური სადილი რომელსაც დაყვედრებით ერთ თეფშს ძაღლივით მოგიგდებენ მოკელდ არასაინტერესოდ საშინელი სიტუაციაა ამ ყველაფერს ერთი კუთხე ალამაზებს მხოლოდ იქიდან იგრძნობა მფარველობა, ჭეშმარიტება და სიყვარული ოთახის ბოლოში ფანჯარასთან ახლოს სანტელი დნება მისი შუქი იმედის მომცემი და რწმენით აღსავსეა .. ირგვლივ კი ხატები ლამაზი ხატები .. ჯვრები რომლებიც ხისგან ჩვენი ხელით დამზადებულია.. ის უბრალოდ ჯვარი კი არა ჩემი ფიქრის, იმედის და სინანულის ფურცელია რაზეც შეიძლებოდა ტკივლით აღსავსეს გადამეტანა ფიქრები ეს კუთხე ყველა ჩვენთაგანის მესაიდუმლეა იქ სუფევს ჭეშმარიტი სასამართლო რის წინაშეც ყოველ დღე ადვოკატის პროკურორის და უსამართლო მოსამართლის გარეშე წარდგენა ყველას ვალია .. იმედი ეს ყველას მფარველი ანგელოზია გულის სიღრმეში არადროს არავის რომ არ გაჰქრობია ..
დღეს ბედნიერი დღეა !
სასაცილოდ მიწევს ამის თქმა მაგრამ ბედნიერება 5 წუთიან ზარში განისაზღვრება რომელიც შენს საყვარელ ადამიანთან, შენს ოჯახის წევრთან გასაუბრებას ნიშნავს
რამდენჯერ მდომებია ამ გათვლილ წუთებში ჩავტიო ყველაფერი ის რაც გულში მაქვს რაც მტკივა რაც მაწუხებს რაც მენატრება რაც " მინდა " მაგრამ დრო არ გყოფნის რადგან " დრო ფულია " !! იმის საშვალებაც კი არ გაქვს მარტოდ რკინის ყურმილთან დარჩენილს მოეფერო შორიდან შენს საყვარელ ადამიანს უთხრა თუ როგორ გიყვარს როგორ გენატრება როგორ ისწრაფი მისკენ იმ დაღლილი ფსიქოლოგით რასაც მოლოდინი ჰქვია .. გვერდს მორიგე მსმნელი გიმშვენებს რომლის წინაშეც ცოტა არ იყოს უხერხულად გრძნობ თავს და ამასბაში გადის ყოველი ის წუთი რასაც გამოიყენებდი გულის დასაცლელად . უაზროდ ვცდილობ ვიპოვო პასუხი ყველა იმ დასმულ შეკითხვაზე რაც ძლის მიფრთხობს და გულს მტკენს ! მხოლოდ ერთი რამ კი ნამდვილად ასეა წლები გადიან უფროსწორედ გარბიან ლამაზი მოულოდნელი გაზაფხულის დღე აუცილებლად ყველას გაუთენდება ამას როგორი ძალა და მოლოდინიც არ უნდა დასჭირდეს ... იმ მაისის ვარდის სურნელი რომლიც წარმოგიდგენიათ უკანასკნელი არ არის .. არც მიწის სურნელი წვიმიან ამინდის შემდეგ რომ იგრძნობა .. ყველაფერი მეორდება დღეს სხვისი დღეა ხვალ კი შენი მე მჯერა რომ ყველა პატიმარის ოცნება ახდება ადრე თუ გვიან .. აუცილებლად ამოვა ის მზე რომელიც შენ გაგათბობს ! image

0
63
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ შიხიაშვილი
მარიამ შიხიაშვილი
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0