x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
ასეთი ბექჰემი არ გინახავთ

image
ალბათ დამეთანხმებით, რომ მას საოცრად მიმზიდველი გარეგნობა აქვს, თუმცა სამშაბათს გამოქვეყნებულ ფოტოზე, ინსტაგრამზე საშინლად გამოიყურება. 41 წლის ყოფილმა ფეხბურთელმა თაყვანისმცემლები ახალი გარეგნობით გააოცა. ეს ფოტო კი თავისი მომავალი როლის ამსახველია, რომელსაც ითამაშებს მეფე არტურზე ფილმის გადაღებისას. image

იმის მაგივრად, რომ მისი მშვენიერი სახე წარმოეჩინათ, ტუჩის კუთხიდან შუბლამდე ნაიარევით დაუმახინჯეს. ცხვირი ლაქებიანი და წითელი აქვს, ხოლო კბილები გაყვითლებული ალაგ-ალაგ სიშავეებით.

ახალ ფოტოზე მისი ცნობა გაგიჭირდებათ. ამ ფაქტმა მის 34.5 მილიონ გამომწერსა და თაყვანისმცემლებს შორის დიდი მღელვარება გამოიწვია.

ერთი ამბობდა: "ოჰ, არ მომწონს ასეთი სახე", მეორე კითხულობდა: "ეს შენ ხარ?" მესამეს ვიქრორია ეცოდებოდა: " საწყალი ვიქტორია, ალბათ გულის შეტევა გადაიტანა". საქმე ის იყო, რომ ვერავინ მიხვდა, რომ ეს უბრალოდ პროფესიონალურად გაკეთებული მაკიაჟი იყო. უმეტესობა კითხულობდა, თუ რა დაემართა მის სახეს?

მაგრამ ყველაზე სახალისო იყო: "მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ".

გაი რიჩის ფილმი "მეფე არტური: ლეგენდა ხმალზე" კინოთეატრებში ამ წელს გამოჩნდება. მთავარ როლს - მეფე არტურს ჩარლი ჰუნამი ითამაშებს.image

მისმა ეკრანზე გამოჩენამ კრიტიკოსებს შორის მითქმა-მოთქმა გამოიწვია, თუმცა თვითონ დევიდი არ კრთება და აცხადებს, რომ ცნობილი ადამიანია და კრიტიკას შეჩვეულია და ძალიან მოსწონს თავისი თავი ახალ ამპლუაში. აქვე აღნიშნავს, რომ გადაღებების წინ ძალიან ღელავდა და ბევრს ვარჯიშობდა როლზე. image

უნდა აღინიშნოს, რომ გაი რიჩი და დევიდ ბექჰემი მეგობრები არიან, მათ ადრეც, 2013 წელს მოუწიათ ერთად მუშაობა, ოღონდ ეს ფილმი კი არა, H & M -ის სარეკლამო ვიდეორგოლი იყო. image
image

როგორ ჩავრთოთ უფასო ინტერნეტი ნებისმიერ ტელეფონში(+ვიდეო გაკვეთილი)


იპოვით 9 ადამიანს? არც ისე ადვილია როგორც გეჩვენებათ

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი - რას გვირჩევენ შვედი მეცნიერები

0
609
2-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
609
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0