x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
გამოთვალეთ სხეულის იდეალური წონა ბროკის ფორმულით
image

სანამ უშუალოდ ფორმულაზე გადავალთ, აუცილებელია გაარკვიოთ, თუ როგორი აგებულების სხეული გაქვთ.

განასხვავებენ სხეულის აგებულების 3 ტიპს.ესენია:

ასთენიური-გრძელი და თხელი კისერი, ვიწრო მხრები, ბრტყელი მკერდი, გრძელი კიდურები, გამოკვეთილი სახე, თხელი ცხვირი. კუნთები სუსტადაა განვითარებული. სისრულისადმი მიდრეკილება-მინიმალურია.


ნორმასთენიური-საშუალო სიმაღლის ჰარმონიული ფიგურა, წვრილი წელი, ლამაზი კიდურები.

ჰიპერსთენიური-ძვალმსხვილი აგებულება, ფართო მხრები, ფართო მკერდი, თითქოს ცოტათი მოკლე კიდურები, საშუალოზე დაბალი, სისრულისკენ მიდრეკილი.


როგორ გავარკვიოთ ჩვენი სხეულის აგებულება რომელი ტიპისაა?


გაიზომეთ მაჯის გარშემოწერილობა ყველაზე ვიწრო ნაწილში.

შედეგი ქალებისთვის:

14 სმ-ზე ნაკლები-ასთენიური

14-დან 18სმ-მდე-ნორმასთენიური

18სმ-ზე მეტი-ჰიპერასთენიური


შედეგი კაცებისთვის:

17სმ-ზე ნაკლები-ასთენიური

17-დან 20 სმ-მდე-ნორმასთენიური

20 სმ-ზე მეტი-ჰიპერასთენიური


ახლა კი უშუალოდ ფორმულაზე გადავიდეთ, რომელიც დღეს ყველაზე გავრცელებული და მარტივად გამოსათვლელია.ეს ფორმულა 1871 წელს შეიმუშავა ფრანგმა ქირურგმა და ანთროპოლოგმა პოლ ბროკმა და ასე გამოიყურება:

სიმაღლეს მინუს 100 (თუ თქვენი სიმაღლე 165სმ-მდეა)

სიმაღლეს მინუს 105 (თუ თქვენი სიმაღლე 166დან-175სმ-ის ფარგლებშია)

სიმაღლეს მინუს 110 (თუ თქვენი სიმაღლე 175სმ-ზე მეტია)


და სხეულის ტიპის გაგება რაღად გვინდოდა, თუ ყველაფერი ასე მარტივია?-იკითხავთ თქვენ.

საქმე ისაა, რომ ფორმულის ავტორის მითითებით, იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპის სხეული გაქვთ, მიღებული შედეგი ასე უნდა დააკორექტიროთ:

ასთენიური ტიპის იდეალური წონა=მიღებულ შედეგს-10%

ჰიპერასთენიური ტიპის იდეალური წონა=მიღებულ შედეგს+10%

ნორმასთენიური ტიპის იდეალური წონა=მიღებული შედეგი


მაგალითად, 3 ქალს სხეულის სხვადასხვანაირი აგებულება აქვს, სიმაღლით კი სამივე 165სმ-ია. ფორმულის მიხედვით, მათი იდეალური წონა ასე გამოითვლება:

ასთენიური ტიპი=(165-100)-10%=65-10%=58.5კგ

ჰიპერასთენიური ტიპი=(165-100)+10%=65+10%=71.5კგ

ნორმასთენიური ტიპი=165-100=65კგ


გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ესაა ასაკი. სპეციალისტთა უმრავლესობას ბროკის ფორმულა 40-50 წლის ქალებისთვის მიაჩნია იდეალურად, 20-30 წლის ქალების იდეალური წონის გამოსათვლელად კი მიღებული შედეგი კიდევ 10%-ით უნდა შევამციროთ.50წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის კი შედეგი 5-7%-ით უნდა გაიზარდოს. გაითვალისწინეთ, 18 წელზე ნაკლები პირებისთვის, სპორტსმენებისთვის და ბოდიბილდერებისთვის ბროკის ფორმულა არ გამოდგება.

0
3046
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
3046
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0