x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა შინაური საშუალებებით
image
შაქრიანი დიაბეტი, დღესდღეობით არსებულ პრობლემათაგან ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი მთლად ნათელი არ არის. ზოგჯერ იგი აღმოცენდება პანკრეასის ანთების შემდეგ, ზოგჯერ დიაბეტის გამოაშკარავება დაკავშირებულია ტკბილეულის გადაჭარბებულ მიღებასთან, ზოგჯერ ამა თუ იმ ინფექციურ დაავადებასთან, ფსიქიკურ ტრამვასთან. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე, მემკვიდრეობას. ზემოხსენებული ფაქტორების ცოდნა საჭიროა, რადგან ამის მიხედვით ტარდება პროფილაქტიკური ღონისძიებები.

შაქრიანი დიაბეტი სერიოზული დაავადებაა, რომელსაც დროული გამოვლენა, ყურადღება და მკურნალობა სჭირდება. ხალხურ მედიცინაში არსებობს სამკურნალო ბალახების ნაყენები, რომელთა სისტემატური მიღება აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და მეტ-ნაკლებად ებრძვის დაავადებას.


ექსპერიმენტებით დადგენილია, რომ დიაბეტიანი ავადმყოფებისათვის ლობიოს პარკის ნახარშის მიცემა შაქრის დონეს დაბლა სწევს 30-40%-ით და აძლიერებს დიურეზს.

ნახარში მზადდება შემდეგნაირად:


20 გრ. ლობიოს გამხმარ პარკს დაასხით 1 ლ წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ განახევრდება. გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ მთელი მასა 5-6 მიღებაზე, ამასთანავე პერიოდულად აუცილებლად გააკონტროლეთ შაქრის დონე სისხლსა და შარდში. ეს საშუალება ძალიან ეფექტურია შაქრიანი დიაბეტის შედარებით იოლი ფორმების დროს.

დიაბეტის საწყისი ფორმის სამკურნალოდ იყენებენ აგრეთვე, მოცვის ფოთლებს. ნაყენი მზადდება შემდეგნაირად:

3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ჭურჭელი მოათავსეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით. ნაყენი გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე და მიიღეთ თითო ჭიქა 3 დღის განმავლობაში.



გისურვებთ ჯანმრთელობას!

0
1997
4-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
1997
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0