x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
ცივილიზაციისგან შორს... გაიცანით ელ მოლოს ტომი!

დედამიწაზე ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ტომის ხალხი, სადაც ცივილიზაციამ ჯერ ვერ ჩააღწია. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ელ მოლოს ტომს, გაიცანით ისინი და მათი კულტურა.

image

ელ მოლოს ტომი არსებობას განაგრძობს კენიის ტერიტორიაზე. ისინი ქვეყნის ყველაზე პატარა ტომს წარმოადგენენ, ამასთან ერთად ყველანაირი საფრთხე-საშინელება, რაც კი აზრად მოგვივა, ყოველი მხრიდან ემუქრება ელ მოლოს ტომს!

image

ძალიან ხშირად აქვთ პრობლემები ახლომდებარე ტომებთან. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ტერიტორიაზე იმყოფებიან იზოლირებულ მდგომარეობაში, მათ არსებობას მაინც საფრთხე ემუქრება.

image

ტომის მოსახლეები თევზაობით და ვაჭრობით ირჩენენ თავს, მათ არანაირი სხვა საკვების ან შემოსავლის წყარო არ გააჩნიათ. მათი სახელწოდება წამოსულია შემდეგი სიტყვებიდან: "ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეს დიდთავა ცხოველების დახოცვის გარეშე ინარჩუნებენ!"

image

მოსახლეობის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ტბა, რომელიც მათთვის ყველაფერს ნიშნავს. ყოველწლიურად ტბების დონე 20-30 სანტიმეტრით იწევს, წყალი ბინძურდება და თევზების რაოდენობაც შესაბამისად მცირდება.

image

ადრე თუ ორ დღეში იჭერდნენ საკვებად სამყოფ რაოდენობის თევზს, ახლა უკვე ამისთვის 1 კვირა სჭირდებათ, ამასთან ერთად ხშირად ტბის სიღრმეშიც ცურავენ, სადაც ნიანგები სიცოცხლისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენენ.


image


ტერიტორიაზე, სადაც უზარმაზარი ტბა და ელ მოლოს ტომი მდებარეობს, ხშირად სხვადასხვა ტომებიდან მებრძოლები ჩადიან. თუ ისინი ვერ ახერხებენ საკმაო რაოდენობით თევზის დაჭერას, ამ შემთხვევაში, ძარცვავენ ელ მოლოს ტომის მეთევზეებს, ამ ძარცვას თუ წინააღმდეგომა მოჰყვება, მაშინ სტუმრები დაუნდობლად კლავენ მათ...

image

ამით არ სრულდება ელ მოლოს მოსახლეობის პრობლემა. ქოლერა! ეს ის დაავადება, რომელიც ყოველწლირად ახალგაზრდისა და მოხუცის განურჩევლად ათობით ადამიანს სიცოცხლეს ართმევს ელ მოლოს ტომში.

image

2016 წლის მონაცემებით, ელ მოლოს მოსახლეობა მხოლოდ 400 ადამიანისგან შედგება, ხოლო როგორც ანთროპოლოგები ამბობენ, აქედან მხოლოდ 40%-ია ნამდვილი ელ მოლოს ტომის მოსახლე.

imageimageimageimageimageimage








სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

2
557
18-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
557
  
2016, 25 ოქტომბერი, 19:54
ნამდვილად :)
2016, 25 ოქტომბერი, 19:54
სენტინელებისგან განსხვავებით სტუმართმოყვარე ხალხი ყოფილან. ადამიანების რაოდენობაცაა ცნობილი და ფოტოებიც მშვენივრად გადაუღიათ)))
0 1 2