x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
10 ყველაზე გავლენიანი ქართველი კანონიერი ქურდი (ნაწილი II)

კანონიერი ქურდი — ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ტერმინი. „კანონიერი ქურდები“ — დანაშაულებრივი გაერთიანება, რომელსაც მსოფლიო პრაქტიკაში ანალოგი არ გააჩნია. ტრადიცია ჩამოყალიბდა 1930-იან წლებში და ახასიათებს კრიმინალური კოდექსების მკაცრი პრინციპების არსებობა, ასევე ჩაკეტილობისა და კონსპირაციის გარკვეული დონე. ძირითადად, „კანონიერი ქურდი“ ითვალისწინებს, რომ ამ ტრადიციების მიმდევარი უნდა იცავდეს გარკვეულ ადათ-წესებსა და პრინციპებს.
ქურდული კანონების თანახმად ქურდს არ აქვს უფლება ჰქონდეს ბიზნესი, ქურდმა არ უნდა ითანამშრომლოს პოლიციასთან, არ უნდა არიგებდეს ქურდის ტიტულს ფულის სანაცვლოდ, არ უნდა იყოს ნამუშევარი საჯარო სამსახურში და ა.შ.
არსებობს ე.წ. „ქურდული სტატისტიკა“, სადაც მოცემულია „კანონიერი ქურდების“ რაოდენობა, დემოგრაფიული და ეროვნული შემადგენლობა. ოფიციალური მონაცემებით მსოფლიოში 485 კანონიერი ქურდია. აღსანიშნავია რომ ქურდების უმრავლესობა - 276 ადამიანი - ქართველია, რაც საერთო რაოდენობის 57%-ს შეადგენს.
წარმოგიდგენთ 10 ყველაზე გავლენიან ქართველ კანონიერ ქურდს.image1) გოგი ჩიქოვანი (გოგი)
დაბადების წელი 1925 წლის 7 მაისი, გარდაცვალების თარიღი - 2013 წლის 25 სექტემბერი. დაბადების ადგილი თბილისი. ქურდად იკურთხა 1945 წელს. პირველად 1946 წელს, თბილისის სასამართლოში მიესაჯა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 88 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, თბილისში, უხუცესი „კანონიერი ქურდი" გოგი ჩიქოვანი გარდაიცვალა.image2) უშანგი ჯანყარაშვილი (გივი)
უშანგი ჯანყარაშვილი დაიბადა 1946 წლის 20 მაისს, სიღნაღში, სოფელ ქვემო მაჩხაანში. ქურდად იკურთხა 1965 წელს, 18 წლის ასაკში. მოკლეს ქალაქ ტომსკში, 2002 წლის 2 იანვარს. image3) მერაბ ჯანგველაძე (სოხუმსკი)
ჯანგველაძე მერაბ, გიორგის ძე დაიბადა 20 ნოემბერს, 1961 წელს, სოხუმში. ქურდად მოინათლა 1998 წლის დეკემბერში, 24 წლის ასაკში. პირველად დაკავებული იქნა 1980 წელს, სოხუმის სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 150-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს: “ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება'', 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბოლოს იგი დაკავებულ იქნა 2001 წლის 10 მაისს, მოსკოვში.image4) ვალერიან ქუჩულორია (ფისო)
ვალერიან ქუჩულორია დაიბადა 1938 წლის 10 ნოემბერს, სოხუმში. გარდაიცვალა 1988 წლის 18 ივლისს. ქურდად მოინათლა 1957 წელს. დაკრძალულია მოსკოვში.image5) გივი ბერაძე (შრამი)
დაიბადა 1927 წლის 26 ნიემბერს, გარდაიცვალა 1993 წლის 19 მაისს.
საბჭოთა კავშირში ყველაზე გავლენიან ქართველ კანონიერ ქურდად, როგორც მერაბ რაფავა ამბობს, გივი ბერაძე, იგივე “შრამი” ითვლებოდა, მას ქურდობა “კარმანშჩიკობით” დაუწყვია... შოთა კვირაიას შს მინისტრობის დროს გივი ბერაძეს შინ პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ხალხმა მიაკითხა. მას შემდეგ “შრამი” აღარავის უნახავს. ერთი ვერსიით, ბერაძეს ჯაბა იოსელიანთან ჰქონდა უთანხმოება. აფხაზეთის ომის დროს რუსეთში “მოღვაწე” ქართველ კანონიერ ქურდებს ქართული არმიის დასახმარებლად მილიონი დოლარი შეუგრივებიათ და სამშობლოში გამოუგზავნიათ, მაგრამ ფული დაკარგულა. ჯაბას და “შრამის” დაპირისპირებაც სწორედ ამ ნიადაგზე დაწყებულა. ამ თემას ერთ-ერთ ინტერვიუში ჯაბა იოსელიანიც შეეხეო.image6) როლანდ გეგეჩკორი (შლიაპა)
დაიბადა 19 ივლისი, 1957 წელს. ცნობილია, რომ როლანდ გეგეჭკორის მამაც კრიმინალური სამყაროს ლიდერებს შორის იყო. ამას გარდა, "კანონიერი ქურდია" როლანდ გეგეჭკორის ვაჟი - რუსლან გეგეჩკორიც. image7) თენგიზ ლუარსაბიშვილი (თენგო რუსთავსკი)
დაიბადა 1964 წლის 15 ოქტომბერს, რუსთავში. გარდაცვალების თარიღი - 2010 წლის 17 მაისი. მოინათლა 1986 წელს 21 წლის ასაკში. გარდაიცვალა 2010 წელს იშემიით. დაკრძალულია რუსთავში.image8) გელა ქარდავა (გელა)
გელა ქარდავა, გიზო ქარდავას ძმა დაიბადა 6 მარტს, 1974 წელს, გალში. ქურდად მოინათალა 1996 წელს მოსკოვში, ქურდების - თამაზ ფიფიას (სოხუმსკი) და ვახო ქარდავას (სოხუმსკი) მიერ. პირველად დააკავეს 1998 წელს როსტოვის ოლქში. ხოლო ბოლოს 2010 წელს მოსკოვში. image9) გიზო ქარდავა (გიზო)
გიზო ქარდავა დაიბადა 1978 წლის 8 იანვარს. დაბადების ადგილი - გალი. მოინათლა ქურდად 30 წლის ასაკში, მოსკოვში. პირველად დააკავეს 1997 წლის 9 ივნისს. ბოლოს 2010 წლის 14 იანვარს დააკავეს უკრაინაში, ოდესაში, 20 იანვარს კი დეპორტაცია გაუკეთეს საქართველოში. image10) დავით გერლიანი (სვანი)
დაიბადა 25 ივნისს, 1972 წელს, აფხაზეთში. მოინათლა 2014 წლის მარტში. 2016 წლის 19 ივნისს შს სამინისტრომ დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ქურდული სამყაროს წევრობას, ან კანონიერ ქურდობას. გამოძიებას საფუძვლად დაედო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთმა წევრმა, ე.წ. კანონიერმა ქურდმა დავით გერლიანმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა. image

5
7325
9-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
7325
  
2023, 15 ნოემბერი, 22:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 16 ოქტომბერი, 22:53
ქუჩულორია დიომიდე, ფუსოს მამა იყო. 37–38 – ში, ფუსოს დაბადებამდე რამდენიმე თვის წინ დახვრიტეს.

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=7749
2016, 1 სექტემბერი, 16:57
რას გულისხმობთ?
2016, 1 სექტემბერი, 7:39
ზღაპრები ))) 30% არის სიმართლე მხოლოდ )))
2016, 1 სექტემბერი, 0:29
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/69016-10-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95 –––– იხ. I ნაწილი.
0 1 5