x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
,,ხშირად დგება მომენტი, რომ ყველაფერი გბეზრდება და რაც არ უნდა გქონდეს, ფასს კარგავს''-პეტრე კოლხის საოცარი სიტყვები

პეტრე კოლხი, (ერისკაცობაში პაატა კვარაცხელია) სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზია. ის ხშირად გამოირჩევა საინტერესო პოსტებით. ამ შემთხვევაშიც გთავაზობთ მის ერთ-ერთ პოსტს.
image“არასდროს მიცდია, ვინმეზე უკეთესი, ან უარესი გამოვჩენილიყავი. ყოველთვის
ვცდილობდი თვითმყოფადობის შენარჩუნებას და საკუთარი ლეგიტიმურობის დაცვას.
არასდროს მიცდია, ურთიერთობებში მეთამაშა, ან ჩემდამი უამრავი ადამიანის
კეთილგანწყობით მესარგებლა და თვითდაჯერებული იდიოტის როლი ღირსეულად
მომერგო.
ცხოვრება ხანგრძლივი, დაუსრულებელი პროცესია, მოცემულობა
მძიმე, შორს კი მკრთალად ჩანს წერტილი, ისიც სამი... რაც ნიშნავს, რომ
სადაც ვმთავრდებით, იქვე თავიდან ვიწყებით. ახლა მათემატიკური სიზუსტით
მესმის გრანელის-“წმინდაო, ღმერთო, რად გამაჩინე, მე ხომ სიცოცხლე არ
მითხოვია"... მავანი იტყვის, ურწმუნო ადამიანის ნაბოდვარს ჰგავს და ეს
სულელი მღვდელიც იგივეს იმეორებსო... ჩემთვის კი ეს სიტყვები იესოს ლოცვას
უფრო წააგავს-“ო, ელი, ელი, ლამა საბაქთანი"... (ღმერთო ჩემო, ღმერთო
ჩემო, რაისათვის დამიტევე მე). ხშირად დგება მომენტი, რომ ყველაფერი
გბეზრდება და რაც არ უნდა გქონდეს, ფასს კარგავს. ვეღარც ბედნიერებას
ითმენ, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან ბედნიერების იმდენივე
გაგებაა, რამდენიც ადამიანი მზის ქვეშ...
ყველაფერი უსასრულობიდან
მოდის, წრეზე ტრიალებს და საწყის ადგილს უბრუნდება. ჩვენ კი მონური
მორჩილებით მივყვებით და კითხვაც არ გვაწუხებს, რა მოხდება მერე... რაზეც
შეიძლება ათასი სავარაუდო პასუხი არსებობდეს, ეს კი თავის თავში
გამორიცხავს ერთ, მთლიან ჩამოყალიბებულ აზრს. შიშით ვკანკალებთ, სამოთხის
დაკარგვის შიშით, ან ჯოჯოხეთი გვაშინებს. პიროვნულ თავისუფლებას ამ ორ
ცნებას ვუქვემდებარებთ და ბრმად ვასრულებთ, ან არ ვასრულებთ წესებს და
კანონებს... არც აქ გვაწუხებს დიდად შეკითხვები... ცისკენ ავიხედავთ და
ვარსკვლავეთის მხარეს სასუფეველს ვეძახით, ლეგა ღრუბლით დაფარულს წყვდიადის
სამეფოს... ნეტა მართლა ადგილებით შემოიფარგლებოდეს ეს ორი უხილავი
მხარე... შიგნით შევიდოდი და კარს საუკუნოდ მივიხურავდი... მე მაინც
მგონია, ორივე სულის მდგომარეობაა, მაგრამ არ ვიცი, რა ქვია იმ მესამეს,
რომელიც ბეწვის ხიდივით გადებულა, ნათელსა და ბნელს შორის...
P.S. არაფერი, დაივიწყეთ...''

image

0
639
7-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
639
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0