x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ქალის ყველაზე მოდური ბრიჯები- რასთან როგორ შევახამოთ იგი
კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩაცმა-დახურვის საკითხი ოდითგანვე აქტუალობას წარმოადგენდა. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ აქტუალურ საკითხს უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით". საინტერესოა როგორ დაიბადა მოდა, რომელ საუკუნეებიდან ითვლის არსებობას და რა ცვლილებები განიცადა მან ჩვენამდე? მოდის ისტორიას, მისი განვითარებისა და დახვეწის თითოეული ნაბიჯი აქვს შემონახული მე-20 საუკუნის ათიანი წლებიდან დღემდე.


(მოდის განვითარების ეტაპებით დაინტერესებულ პირებს კი გთავაზობთ ჩემს ორ სტატიას, რომელშიც ყველაფერს დაწვრილებით შეიტყობთ.)


http://intermedia.ge/სტატია/50096-როგორ-იცვლებოდა-მოდა-თაობიდან-თაობამდე-გემოვნებიანი-ქალბატონები-ნაწილი/2/


http://intermedia.ge/სტატია/50117-როგორ-იცვლებოდა-მოდა-თაობიდან-თაობამდე-გემოვნებიანი-ქალბატონები-ნაწილი/2/



image


თუმცა დღევანდელ სტატიაში ქალის ყველაზე მოდურ ბრიჯებზე მინდა გესაუბროთ და მინდა შემოგთავაზოთ რჩევები, თუ რასთან როგორ შევახამოთ იგი:


ბრიჯი ვიწრო შარვალია სიგრძით მუხლამდე, რომელმაც პოპულარობა გასულ საუკუნეებში მოიპოვა. თავდაპირველად მას მხოლოდ მამაკაცები იცვამდნენ კლასიკურ ფეხსაცმელთან, ჩექმასთან ან ფეხსაცმელთან ბაბთებით, დროის შემდეგ კი მისი მოხმარება მდედრობითმა სქესმაც დაიწყო.


image


ჯინსის ბრიჯი დიდი ტალღა იყო ახალი საუკუნის დასაწყისში და მას შემდეგ დასახლდა ქალის "გორდერობში" (კარადა)- განუსაზღვრელად ასაკისა და ფიზიკური მონაცემებისა. დღეს მათი მოხმარება შემცირდა და ჩვეულებრივი ბრიჯი, გალიფეს ფორმის ბრიჯმა ჩაანაცვლა. თუმცა, თუ ერთ-ერთი ბრენდული პრუდუქციის Shopomio-ს აზრს გავითვალისწინებთ, ნამდვილად შევძლებთ განსხვავებულად და მოდურად გამოვიყურებოდეთ ნებისმიერი ბრიჯის მეშვეობით, თუკი გვეცოდინება როგორ სამოსთან შევახამოთ.


როგორ შევახამოთ ბრიჯი სამოსთან?


როგორც წესი, ბრიჯი არსებობს სამი სიგრძის- მუხლამდე, მის ზემოთ და მის ქვემოთ და ძირითადად იცვამენ მოგზაურობისა და დასვენებისას, სამსახურის შემთხვევაში მხოლოდ იმ დროს, თუ ამ სამუშაოს დრეს-კოდს შეეფერება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბრიჯის მატერია აუცილებლად შეესაბამებოდეს მიმდინარე ამინდს.


ტანზე მომდგარ ბრიჯს ის უპირატესობა აქვს, რომ ქალის ფეხი უფრო გრძელი ჩნდება, ასევე ხაზს უსვამს ქალის მუხლს, გვერდებსა და მთლიანად ქვედა სილუეტს.

image


გალიფე ბრიჯის მოხმარება ძირითადად გამხდარი ქალბატონებისთვისაა საჭირო, რათა მათი "სიმჭლე" დაიფაროს, პუტკუნებს კი მოუწოდებენ, რომ არ ჩაიცვან, რადგან ის მათ ფორმებს უფრო მეტად წარმოაჩენს.

image



მოკლე ბრიჯი, მხოლოდ დაბლებისთვისაა მიზანშეწონილი.

image


თუ კი ბრიჯს ოფიციალურ პერანგსა და პიჯაკთან ერთად ჩაიცვამთ, ის უთუოდ ხაზს გაუსვამს თქვენს ფიგურას. ჯინსის ბრიჯთან კი კარგი შეხამება იქნება ზოლიანი ან კუბებიანი პერანგი. რაც შეეხება ფეხსაცმელს, ექსპერტები გვინმარტავენ, რომ ბრიჯთან შეგიძლიათ ჩაიცვათ, როგორც ქუსლიანი, ასევე სპორტული ან ფეხსაცმელი "ტანგეტებზე" გამომდინარე იქიდან, რა სტილის სამოსი გეცმევათ.

imageimage

2
246
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
246
  
2016, 31 აგვისტო, 14:34
გაიხარეთ.
2016, 31 აგვისტო, 12:16
არაჩვეულებრივი სტატიაა!!! მადლობა ავტორს
0 1 2