x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"გამახსენდა დედაჩემი როგორ უცემიათ მხოლოდ იმიტომ, რომ დედაჩემი იყო... " "მოკლედ, მახსოვს ყველაფერი! "

image


გოგა ხაინდრავას ფილმის "HEROკრატია 9+1"-ის პრეზენტაცია კინოთეატრ "რუსთაველში" გაიმართა. ფილმი გადაღებულია "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9 წლიან პერიოდზე და საკმაოდ მძიმე კადრებს შეიცავს. ფილომის ჩვენება დაიწყება 6 სექტემბერს ტელეკომპანია "იმედი"-ს და 7 სექტემბერს "GDS"-ის ეთერში.

"საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია ამ ფილმის პირველი სერიის ნახვის შემდეგ, თავისი წამების ფაქტებს იხსენებს და თვლის რომ ფილმი ბოლომდე მაინც ვერ გამოხატავს სააკაშვილის სისხლიან რეპრესიებს:


"ეხლა დავბრუნდი სახლში, ვნახე ეს პირველი სერია სააკაშვილის რეჟიმზე გადაღებული სერიალის. ეს ყველაფერი ნანახიც მაქვს და განცდილიც, ყველა ამბობს რომ მძიმეა, მე ვთვლი, რომ სულ ბოლომდე მაინც ვერ გამოხატავს სააკაშვილის სისხლიან რეპრესიებს. გაცილებით უფრო მძიმე და დაუნდობელი იყო სააკაშვილის რეჟიმი. სისტემა, რომელიც ნაცმოძრაობამ შექმნა იყო ადამიანების გამანადგურებელი. ფილმის ყურებისას ისევ თვალწინ გამიცოცხლდა როგორ მცემდნენ, მაწამებდნენ, როგორ დამიმტვრიეს ხელის მტევანი, როგორ ჩამიტეხეს ხეხრემლის მალები, როგორ გადმომაგდეს მიკროავტობუსიდან ხელები მქონდა უკან შეკრული და მუხლებზე დაავეცი, მუხლებიც დამიზიანდა და დღემდე მაწუხებს... ცემისგან გახეთქლი თავიც გამახსენდა უფრო სწორედ გამახსენდა, თუ როგორ ჩამომდიოდა მარჯვენა თვალში სისხლი გახეთქილი შუბლიდან, გამახსენდა თავზე ხელკეტის ჩარტყმის შედეგად წარმოქმნილი შეშუპება, რომელმაც თავის ფორმა შემიცვალა და მთავასით მქონდა ამოზნექილი, ხელის დადებაზე საშინელ ტკივილს განვიცდიდი. შემოხეული ტანსაცმელიც გამახსენდა, კიდევ გამასხენდა მაშინედელი ომბუდსმენი სოზარი და მისი აპარატის თანამშრომლები, ერთ-ერთი ჩვენთან ერთად სცემეს დაუნდობლად. ჟურნალისტებიც გამახსენდა, როგორ გადაამტვრიეს თავზე კამერები, დალეწილი ოპერატორებიც გამახსენდა კამერაში, რომ შემოყარეს დასისხლიანებულები. გამახსენდა ე.წ. ხელკეტების დერეფანი როგორ გაგვატარეს, სადაც ყველა მხრიდან რაღაც ბლაგვი ნივთი, წიხლი, ხელი ფურთხი მხვდებოდა... კიდევ გამახსენდა სულში როგორ ჩამაფურთხეს დაჭერილი რომ ვიყავი, და დედაჩემი როგორ უცემიათ მხოლოდ იმიტომ, რომ დედაჩემი იყო... პატიმრობაც გამახსენდა, როგორ ვაღებინე სისხლი, გამახსენდა, კიდევ გამახსენდა როგორ ვშარდავდი სისხლს, გამახსენდა ხერხემლის დაზიანების მომენტი ფეხებში გრძნობა რომ დავკარგე და არც კი მიფიქრია ხეიბრად დარჩენაზე, ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი რომ მოვკვდებოდი. მახსოვს ტიპი თავში ბეისბოლის ბიტას, რომ მირტყავდა და მაგინებდა, რუსეთის აგენტები ხართო რომ ღრიალებდა ეგეც გამახსენდა, მერე გამახსენდა როგორ მიბრუნდებოდა ნელ-ნელა გრძნობა ფეხებში, სასამართლოს ეზოში როგორ მცემეს ისიც გამახსენდა მიზეზი იცით რა იყო? "რამდენს ლაპარაკობდი სასამართლოზე შენი ბოზი დედა@@@@@@, ინტრიგანი ყოფილხარო". კიდევ გამახსენდა ათობით გაფარჩაკებული მოსამართლე, რომელმაც სხვადასხვა დროს "გამასამართლეს", უფრო სწორედ ბეჭედს როგორ ურტყამდნენ აშკარა სიყალბეს, ეგ გამხსენდა, კიდევ გამახსენდა ჩემს წამებას რომ იღებდნენ, ნაცემს რომ მიღებდნენ ეგეც გამახსენდა, "ევროსტანდარტების" კამერაც გამახსენდა, ვირთხაც გამახსენდა რომ მყავდა, ტანს რომ არ მაბანინებდნენ არასოდეს ეგეც გამახსენდა, ტანზე ხელკეტების რტყმისგან დახატული ზოლებიც გამახსენდა, ის ნაბოზარი ოფიცერიც გამახსენდა ელბაქიძეზე მაქანიდან რომ გადმომათრია და წიხლებით მცემა. მაგრად გავდა ფილმში ციხის უფროსი ვინცაა იმას, კიდევ გამახსენდა ხელბორკილებს როგორ უმოწყალოდ-ბოლომდე მიჭერდნენ, ისე სისხლი რომ ვეღარ მოძრაობდა, ლურჯდებოდა ხელი ჯერ, მერე შავდებოდა, ეხლაც მეყინება ხელი მას შემდეგ, გრძნობები ნელ-ნელ მომივიდა თითებზე, ეხლაც მიბრუჟდება... ჩემი უძლური ადვოკატებიც გამახსენდნენ, ხშირად რომ მოდიოდნენ. ყურადღებას არ მაკლებდნენ და ისიც გამახსენდა როგორ მიმალავდნენ დედაჩემზე შურისძიების ამბავს. პატიმრობის დღეები გამახსენდა, ჩემი მეგობრები როგორ დაიჭირეს ეგეც გამახსენდა, მათაც რას უშვებოდნენ, როგორ აწამებნენ ეგეც, კიდევ გამახსენდა არჩევნების შემდეგ მონიტორინგის კომისიის ფარგლებში ციხეებში ნანახი და მონაყოლი ამბები, ქსანი, ძველი ქსანი, რუსთავი, გლდანი... გამახსენდა მორგებში ხელბორკილით რომ აბამდნენ ცოცხალ პატიმრებს, როგორ თელავდნენ ფეხქვეშ ადამიანებს, როგორ შედიოდნენ კამერებში და ეუბნებოდნენ რომ პირი გაეღოთ და აფურთხებდნენ, როგორ აშარდავდნენ "შკონკის" ქვეშ შემძვრალ პატიმრებს, ხმადაბლა კი არა ჩურჩულით როგორ საუბრობდა ხალხი შიშისგან, ეგეც გამახსენდა. ციხეებში დახოცილი ადამიანების კოლოსალური ციფრიც გამახსენდა, კიდევ გამახსენდა როგორი განადგურებულიც ვიყავი. GCRT (წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი) გამახსენდა და ეს არაჩვეულებრივი ხალხი არასოდეს დამავიწყდება მათი დახმარებით ვარ ცოცხალი და ვწერ ეხლა ამ აივანზე სიგრილეში რაღაცას... გამახსენდა როგორ გვითვალთვალებდნენ, როგორ დამსდევდნენ, როგორ ეშინოდა ჩემს ბევრ ნაცნობს ჩემთან მოსალმება, როგორ ეშინოდათ როცა ვურეკავდი ჩემს ნაცნობებს მეგობრებს, ნათესავებსაც კი ეშინოდათ, თქვენ წარმოიდგინეთ ტელეფონზე ჩემთან ლაპარაკი. მოკლედ, მახსოვს ყველაფერი! ძალიან კარგია ეს ფილმი რომ გადაიღეს, მე ის მაინტერესებს აქამდე რატომ არ გადაიღეს და იმედი მაქვს სხვებიც გადაიღებენ. აუცილებლად უნდა მოხდეს, ასე რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაწეროს, გადაიღოს, დადგას რაც ხდებოდა რომ აღარასოდეს განმეორდეს ის არაადამინობა, ის სისასტიკე, რომელიც თავს დაგვატყდა ყველას ერთად."image

1
1148
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1148
  
2016, 29 აგვისტო, 14:55
საწყალი ხალხი რეები გაიარეს:-((
0 1 1