x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
"გული მწყდება, საზოგადოებას ჩემი თავი არასწორად შევთავაზე და რეაქციაც შესაბამისი მივიღე... "-რას ნანობს მერსი სულხანიშვილი.

image

ბლოგერმა და ტელე-რადიო წამყვანმა მერსი სულხანიშვილმა პოპულარობა თავისი "ქალური ღირსების" წყალობით მოიპოვა.
იგი არ ერიდებოდა შიშველი მკერდის დემონსტრირებას და ქართული ტელე შოუების ყველაზე სასურველ სტუმრადაც იყო მიჩნეული.
ასე სკანდალურად გაპოპულარებული მერსიის უკანასკნელმა სკანდალმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა- ვიდეომ, სადაც მერსი სულხანიშვილი შეურაცხყოფას აყენებს სუპერმარკეტ "ნიკორას" კონსულტანტს. ეს მისი წარსული ცხოვრების დასასრულად იქცა. საზოგადოებისგან შეურაცხმყოფელ და სამუშაოდან განთავისუფლებულ მერსიის ისღა დარჩენოდა, რომ მონასტრისთვის შეეფარებინა თავი.

და ახლა დამშვიდებული და სულიერად ამაღლებული სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:


"უკვე მარიამობა არის და მარხვაც ერთი ამოსუნთქვით მიილია. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი უფლის გზაზე. ისე, როგორც ბევრი, მეც ტკივილით მივედი ტაძარში, უმეტესად ჩემი შეცდომებით გამოწვეული ტკივილით, ზოგიც დაუმსახურებელი ლანძღვით და შეურაცხყოფით. მივხვდი, რომ უფალი ერთადერთია, ვინც ისეთს გვიღებს, როგორიც ვართ. ჩვენ კი ვცდილობთ გავხდეთ უკეთესი, ვიდრე ვიყავით... ალბათ, თავისი დრო აქვს ყველაფერს. განსაკუთრებით ღმერთთან მიბრუნებას. მე ახლა მომეცა ეს პერიოდი. გული მწყდება, საზოგადოებას ჩემი თავი არასწორად შევთავაზე და რეაქციაც შესაბამისი მივიღე... ვნანობ უფლის წინაშე, ყველა შეცდომას და მადლობა მას, მის გვერდით ჩემი ადგილიც რომ აღმოვაჩინე... მადლობა მამაო... გილოცავთ მარიამობას. მისი მადლი ეწეოდეს სრულიად საქართველოს..."image

0
422
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
422
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0