x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
პენსიონერი ოთხი თვის განმავლობაში ცდილობდა გარდაცვლილი ქმარი ნაკურთხი წყლით გაეცოცხლებინა

image

ყოფილი ექიმი ვოლგოგრადიდან 4 თვის განმავლობაში ცდილობდა გარდაცვლილი ქმარი მკვდრეთით აღედგინა.


"1940 წელს დაბადებულ ექს-თერაპევტს, ოთხი თვის განმავლობაში ბინაში ედო გარდაცვლილი მეუღლის გვამი"- განაცხადა ვოლგოგრადის ოლქის საგამომძიებო სამსახურის უფროსმა მილენა ფრანცუზოვამ.


ეს შოკიმომგვრელი ფაქტი მას შემდეგ გამჟღავნდა, როდესაც 76 წლის პენსიონერის სახლში მეზობლებმა გარდაცვლილი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს.



როგორც გაირკვა, ყოფილმა ექიმმა გადაწყვიტა გარდაცვლილი ქმარი ნაკურთხი წყლით გაეცოცხლებინა.მოხუცი ქალი 4 თვის განმავლობაში აპკურებდა გვამს ნაკურთხ წყალს, იმ იმედით, რომ იგი გაცოცხლდებოდა.


ამბავი სრულიად შემთხვევით გამჟღავნდა.12 აგვისტოს მრავალსართულიან კორპუსში წყლის მილი გასკდა და ბინებში წყალი დაგუბდა...პენსიონერის სახლში შესულ მეზობლებს შოკისმომგვრელი სურათი დახვდათ.დივანზე იწვა მამაკაცის მუმიფიცირებული გვამი.როგორც გაირკვა ქალმა ქმარი არ დამარხა.


შვილებს ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ ოჯახში ყველაფერი კარგადაა და მოსვლისთვის თავს ნუ შეიწუხებდნენ.

ქალი ამტკიცებდა, რომ სახლში უსიამოვნო სუნი არ იდგა.


როგორც Вести.ру იუწყება, მოხუცი ქალბატონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრება, რადგან ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ მამაკაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.


image





1
392
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
392
  
2016, 13 სექტემბერი, 22:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1