x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ძილი და განწყობა
რამდენად ვუფიქრდებით ადამიანები მოქმედებს თუ არა ჩვენი ძილის ხანგრძლიობა, დაძინებისა და გაღვიძების დრო ჩვენს ყოველდღიურ განწყობაზე და შესაბამისად წარმატებულ შედეგზე განსახორციელებელი ქცევისა. უამრავი ადამიანის ყოველდღიური რუტინა გადატვირთული გრაფიკისგან შედგება. ბევრნი ვმუშაობთ, ვსწავლობთ გეგმის მიხედვით იმ მიზნით რომ რაც შეიძლება მეტი საქმე მოვასწროთ დღეში, მაგრამ ვამჩნევთ კი, თუ როგორ მოქმედებს ჩვენი დაღლილობა ძილზე, ის კი შემდეგ ჩვენ განწყობაზე. ხშირად ჩვენ ვიკლებთ ძილს, ვიძინებთ ან ვიღვიძებთ ძალიან გვიან ან ადრე. თუ რამდენად მოქმედებს ეს ჩვენი მუშაბის, სწავლის და სხვ. ეფექტურობაზე ამის გასარკვევად ჩავატარე დაკვირვება. მოლოდინი იყო, რომ დამტკიცდებოდა შემდეგი ჰიპოთეზა-ძილის დრო და ხანგრძლივობა გავლენას ახდენს განწყობაზე.


image

კვლევაში მონაწილე ცდის პირების იყვნენ 20 ახალგაზრდა ადამიანი 18-25 წლის სტდუენტები, მომუშავეები ან მომუშავე-სტუდენტები. მათი რაოდენობა თანაბრად დაიყო მდედრობით და მამრობით სქესზე (ათ-ათი კაცი).



მათ დაკვირვების განმავლობაში ყოველდღიურად, დღის დასაწყისში და დასასრულს უნდა შეევსებინათ კითხვარი, რომელიც გამოავლენდა მათ ზოგად დღიურ განწყობას და დღის ეფექტურობას. დილის კითხვარში შემდეგი სახის კითხვები იყო: რამდენად დადებითად გრძნობთ თავს; როგორ თვლით რამდენად წარმატებული დღე გელით; იქნება თუ არა დღეს პოზიტიური დღე, წარმატებული დღე და ა.შ.. საღამოს კითხვარში კი შემდეგიკითხვები: რამდენად წარმატებული დღე გამოდგა; გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინები ამ დღესთან დაკავშირებით; შეასრულეთ თუ არა დღეს ყველაფერი რასაც გეგმავდით ამ დღისთვის; როგორ განწყობა გაქვთ დღის ბოლოს; გიხარიათ რომ დღე დამთავრდა, თუ გსურდათ ის უფრო დიდხანანს გაგრძელებულიყო; კითხვართებში ისინი ასევე ავსებდნენ კითხვებს დაძინებისა და გაღვიძების დროს, ძილის დაახლოებით ხანგრძლიობას.



image

ფსიქოლოგიაში ცნობილია თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამინაის განწყობა ქცევისთვის, რომ განწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მზაობა, მოწიფულობა და სხვასთან ერთად ქცევის წარმატებულად განხორციელებისთის. ზევით მოცემული კვლევის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ეს და ამასთან ერთად
გამოავლინეს, თუ რამდენად მოქმედებს განწყობაზე ძილი.



ორ კვირიანი დაკვირვების შემდეგ, შედეგები შემდეგი სახის იყო: თითოეული პიროვნება 14 დღის განმავლობაში, შემთხვევათა საშუალოდ დაახლოებით 70%-ში ამართლებს თავის მოლოდინებს ყოველდღიურად. აქედან ყოველდღიური მოლოდინები ძილთან კოლერაციაში შემდეგნაირად გამოვლინდა: გვიან დაძინებას(ღამის 1საათის შემდეგ) შემთხვევათა 65%-ში ცდის პირები უარყოფითი

განწყობით იღვიძებდნენ, როგორც ადრე ისე გვიან გაღვიძების შემთხვევაში.ადრე (ღამის პირველ საათამდე) დაძინების შემთხვევაში და ასევე ადრე გაღვიძების დროს(9საათამდე) შემთხვევათა 57%-ში დადებითი განწყობა, 43%-ში კი უარყოფითი განწყობა აღენიშნებოდათ. ხოლო გვიან გაღვიძებისას 71% იყო კარგ განწყობაზე და წარმატებული დღის მოლოდინში.



ამ მონაცემებიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩვენი ჰიპოთეზა დამტკიცა. ძილს ნამდვილად აქვს გავლენა განწყობაზე და ეს გავლენა განსხვავებულია როგორც ხანგრძლიობის ისე დაძინება-გაღვიძების დროის მიხედვით. ამ შედეგების მიხედვით, თუ ჩვენ გვინდა ვიზრუნოთ ჩვენ დადებით განწყობაზე და შესაბამისად უფრო წარმატებულ დღეზე, ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი ძილი, მისი ხანგრძიობა და პერიოდები. ამ შემთხვევაში ჩვენი გეგმები უფრო მეტი ალბათობით და ეფექტურად შესრულდება.

0
52
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან ბაირამაშვილი
ქეთევან ბაირამაშვილი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0