x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134334
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
როგორ გამოსდით ქალებს ამის გაკეთება?
image


ვემზადები სამსახურში წასასვლელად, ვეკითხები ცოლს:



- სად არის ჩემი ახალი ცისფერი პერანგი?

– იქ.



–იქ - სად იქ?

–ოთახში.


– საძინებელ ოთახში თუ მისაღებში?

– საძინებელ ოთახში.


მივდივარ საძინებელ ოთახში, ვაღებ კარადას. პერანგი იქ არ არის.


–ის აქ არ არის.

– არის.


– არ არის.

–შეიხედე კარადაში.


– კარადაში ვიყურები. არ არის.

– გახელილი თვალებით შეიხედე!


– არ არის, გეუბნები აქ არ არის!



ისმის მეუღლის ნაბიჯების ხმა- ეს ხმა გარდაუვალია. შედის საძინებელში, მიდის კარადასთან, არც იხედება შიგნით ისე ყოფს ხელს და გამოაქვს ჩემი პერანგი. მდუმარე გამოხედვა, რომელიც მრავლისმეტყველია. გადის. ვრჩები კარადასთან მარტო. კარადავ – როგორ მძულხარ... და მაცივარო, შენც!







1
401
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:melody_inside
melody_inside
401
  
2016, 27 აგვისტო, 8:10
))))))))))))))
0 1 1