x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რეალური ისტორია რომელიც ვფიქრობ ბევრს კარგ განწყობაზე დააყენებს.

image რეალური ისტორია რომელიც ვფიქრობ ბევრს კარგ განწყობაზე დააყენებს.
მოგეხსენებათ თხილის მოსავლის აღება დაიწყო და მეც სამსახურიდან რამდენიმე დღიანი შვებულება ვითხოვე სოფელში თხილის პლანტაციისათვის რომ მიმეხედა.
წელს თხილის მოსავალი საკმაოდ ბარაქიანია და დაქირავებული მუშახელის ძებნაში ერთი დღე დავკარგე, 3–4 ადამიანს ჩემსავე უბანში მოვძებნიდი, მაგრამ 4500 ძირი თხილის ნაყოფის შეგროვებას 3–4 ადამიანის დახმარებით მთელი კვირა არ ეყოფოდა და მეზობელ სოფელში როგორც კი მიმასწავლეს სად უნდა მივსულიყავი მაშინვე მითითებულ მისამართზე მივედი.
როგორც აღმოჩნდა 10 ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფი დღეში 30 ლარად დილის 8 საათზე იწყებდა მუშაობას და საღამოს 18 საათამდე მუშაობდა. მათ ადგილზე მისვლას და მოსვლას ერთერთი მათგანის მეუღლე უზრუნველჰყოფდა საკუთარი მიკროავტობუსით.
ერთი სიტყვით მოვიდნენ, საუზმის მიღების შემდეგ ჩვენი ოჯახის წევრებთან ერთად პლანტაციაში მუშაობას შევუდექით, ერთერთი მუშა ძალზე ხუმარა აღმოჩნდა და ისეთი ისტორიები მოგვიყვა დიდსა თუ პატარას კარგი განწყობა შეგვიქმნა და შუადღემდე დრო ისე მალე გავიდა ვერც კი ვიგრძენით, სადილობის მერე რამდენიმე ხნით დავისვენეთ და ისევ პლანტაციას მივაშურეთ, იუმორის გრძნობით სავსე მამაკაცი მოჰყვა ისტორიას თუ როგორ ჩავიდა კახეთში ყურძნის შესაძენად ძმასთან ერთად ძმის ტრაილერით, მივიდნენ გურჯაანის ერთერთ სოფელში და მოიძიეს ფერმერი ვისგანაც ყურძენს იყიდნენ, ბუნებრივია მოზრდილი ტრაილერის ასავსები ყურძენი ერთ დღეში ვერ მოიკრიფებოდა და იმ ღამეს იმავე ოჯახმა გაუწია მასპინძლობა.
მუშამ თავს გადამხდარი ისტორიის მოყოლა ასე დაიწყო: ღამით შუა ძილში მყოფს ისეთი ხმა შემომესმა თმა ყალყზე დამიდგა და შიშის გამო თავზე საბანიც კი წავიფარე, თავიდან მხოლოდ ერთი მაგრამ ძალზე უცნაური ხმა თუ იყო რამდენიმე წუთში გეგონებოდა მთელი გუნდი დაემატაო, ისეთი ხმაური ატყდა ოთახში შუქიც კი ავანთე.
შუქის ანთება და ჩემი ძმის გაღვიძება ერთი იყო.
რა იყო ბიჭო რას დაბოდიალობ შუქი რატომ აანთეო მეკითხება, მე კი შიშით ვარ კაცი გათანგული.
რატომ და არ გესმის რაღაც მხეცები როგორ ხმას გამოსცემენ, აქ რომ შემოგვივარდნენ ვინაა ჩვენი პატრონი მეთქი.
ამის თქმა და ჩემს ძმას ისეთი ხარხარი აუვარდა ოჯახის წევრებიც კი გააღვიძა და მასპინძელმა დაიძახა, რა ხდება რაშია საქმეო?
ჩემმა ძმამ უპასუხა: ჩემს ძმას სახედარი ნანახი არ ჰყავდა და მისი ხმის გაგონებამ ისე დააფრთხო ლამისაა სამეგრელოში ფეხით გაიქცესო, ამაზე მასპინძლის ოჯახის წევრებმაც ისე დაიწყეს ხარხარი მთელმა სახლმა ზანზარი დაიწყო.
სიმართლე გითხრათ, კი შემრცხვა, მაგრამ მართლა არ მეგონა სახედარი ასეთ ხმას თუ გამოსცემდა და იმ ღამეს ჩემს თვალებს ძილი არ მიჰკარებია. მეორე დღეს კი ახლოდან ვნახე სახედრები და ვინ მოთვლის რამდენჯერ "შევუკურთხე" წუხანდელი ღამის "კაკაფონიისათვის".
სამეგრელოში ჩამოსულს კი ჩემი ძმის მონაყოლის გამო ნათესავ–მეზობლებმა "ვირო" შემარქვეს და დღესაც ასე მეძახიანო.
მონაყოლს ხმამაღალი სიცილი მოჰყვა, ასე სიცილ–სიცილში ის დღეც გაილია და ტომრებში ჩაყრილი თხილი მეზობლის სატვირთო მანქანით სახლში გადავიტანეთ.
მუშებს შეთანხმებისამებრ ფული გადავუხადე და მეორე დილისათვის დავიბარე.
დაღლილმა წყალი გადავივლე და დასაძინებლად წავედი, ეტყობა მუშის მონაყოლი ძილში ჩამყვა და სახედრები დამესიზმრა, ვითომ თხილის პლანტაციაში შესულიყვნენ და თხილს მსესუმზირასავით "აკნატუნებდნენ", ის იყო პლანტაციიდან მათი გამორეკვა დავიწყე (სიზმარში ცხადია) და ვირის გაბმული ყროყინის ხმაც გაისმა (ეს უკვე ცხადში), საკმაოდ ფხიზელი ძილი მახასიათებს და ეგრევე გამომეღვიძა, თავი ჯერ კიდევ სიზმარში მეგონა, რადგან ვირის გაბმული ყროყინი არ წყდებოდა.
ავდექი და ფანჯრიდან გადავიხედე, სახედრის ყროყინის ხმა ქუჩიდან მოდიოდა, ჯერ ვიფიქრე მეზობლის ოინბაზი ბავშვი "აპამპულებდა" უბანს ჩვეულებისამებრ, მაგრამ როცა ხმა დიდხანს არ შეწყდა თავად გადავედი ეზოდან და ფანრის შუქზე მართლა არ დავინახე სახედარი?
დავბრუნდი ოთახში და გაღვიძებულ მეუღლეს მოვუყევი მუშის მონაყოლიც და სიზმარში ნანახიც, თან დავამატე გესმოდა სახედარი ჩვენს ჭიშკართან როგორ ყროყინებდა მეთქი!
მეუღლემ მისმა ხმამ გამომაღვიძა, მაგრამ სამეგრელოში სახედარი არასოდეს არ მინახია და აქ საიდან მოვიდაო? მოკლედ დავიძინეთ ისევ და როცა ჩვეულებისამებრ დილის 6 საათზე ავდექი სახედრის ყროყინი ისევ შემომესმა, ავიღე ტელეფონი და მეზობლის შინაურ პირუტყვში გარეულ სახედარს სურათები გადავუღე, სამწუხაროდ სახედარი დარბოდა და სურათები ვერ გამოვიდა ხარისხიანი, როგორც იქნა გაჩერდა და შორიდან გადავუღე სურათი რომელსაც თავადაც იხილავთ.
სახედარი კი როგორც აღმოჩნდა სვანეთიდან ჩამოუყვანიათ სრულიად პატარა და მეზობელ უბანში მცხოვრებ სვანს ჰყავდა საოჯახო საქმისათვის, ძირითადად ფიჩხის გამოსატანად.
ასე იყო ეს ისტორია და მოგეწონებათ თუ არა თქვენზეა დამოკიდებული ძვირფასო მკითხველო.

10
442
15-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
442
  
2016, 4 ოქტომბერი, 23:37
ეგ კარგი იყო :D:D:D
2016, 4 ოქტომბერი, 23:35
სამეგრელოში ცხენის ქურდობა ითვლებოდა ვაჟკაცობად შე კაცო, ვირების მოპარვა კი არა. :)))
2016, 4 ოქტომბერი, 23:34
ჩააბარე საშაურმეში და დაასვენე სოფელი...:D
2016, 4 ოქტომბერი, 23:32
წუხელაც ამოსულა ის სამგლე და ჭიშკარი გაუღია, კიდევ კარგი სოფელში კავკასიური ნაგაზი გვყავს და არ შეუშვა, თორემ გააჩანაგებდა ეზოს და ბაღს. :)
2016, 4 ოქტომბერი, 23:24
:D:D:D
2016, 26 აგვისტო, 22:37
ვირია რა :))
2016, 26 აგვისტო, 22:29
მაშინ შორს ჩემგან :დ
2016, 26 აგვისტო, 22:27
უცხო და საზარელი ხმა აქვს, რაღაცნაირად უშნო....
2016, 26 აგვისტო, 22:15
არასოდეს მომისმენია სახედრის ყროყინი..მართლა ასე საშიშია?:)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10