x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
NASA-მ პლანეტა მარსის ახალი, გამაოგნებელი ფოტოები გამოაქვეყნა
მარსი სიშორით მეოთხე პლანეტაა მზის სისტემაში. მისი ასტრონომიული სიმბოლოა ♂, რომელიც ანტიკური რომაული ღმერთის- მარსის შუბისა და ფარის სიმბოლოა და სახელიც მის საპატივცემოდ დაერქვა, წითელი შეფერილობის გამო კი ზედმეტსახელად ”წითელი პლანეტა” ჰქვია. მართალია საფარველი მოწითლო-მოყავისფრო აქვს, თუმცა მეცნიერებმა სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით შეძლეს და გადაიღეს უამრავი ფოტო, რომელზეც ნათლად ჩანს მარსი ცისარტყელის ფერებში.


ავტომატური პლანეტათაშორისი სადგური Mars Reconnaissance Orbiter-ით ამერიკულმა აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ ორბიტით მარსის გარშემო კვლევა და გადაღება 2006 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ დღემდე ღრმა მეცნიერული აზრის მქონე უამრავი ძვირადღირებული და საინტერესო კადრი დაფიქსირდა. სწორედ კამერა HiRISE-ს მეშვეობით, რომელიც დეტალურ სურათებს იძლევა, მეცნიერებმა მოახერხეს ვირტუალურად შეესწავლათ მარსის ზედაპირი.


NASA-მ ცოტახნის წინ გამოაქვეყნა მარსის ახალი, საოცარი და სანახაობრივი კრებული, რომელთა დეტალური შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ვინ იცის, როგორი აღმოჩენები გველოდება წინ.


სანამ ჩვენი სწავლული მეცნიერები ამ ფოტოკრებულის ღრმა ანლიზში არიან, მანამდე მოდით უბრალოდ დავათვალიეროდ მართლაც თვალწარმტაცი პლანეტის ცხელ-ცხელი კადრები.




1. დიუნის სფერო, რომელიც მდებარეობს კოდური სიტყვა "კოლხარის" პოლუსის მიღმა.

image



2. კრატერი ცერბერა ნალექის ფენებთან ერთად.

image



3. ყინულის საფარით დაფარული ზედაპირი ელვარებს.

image




4. ღამის ლაბირინთი. დიდი ლაბირინთი მარსზე, რომელიც გადაღებულია მის აღმოსავლეთ ნაწილში.

image



5. სადესანტო ადგილი მარსზე, სადაც დაშვებას გეგმავს NASA 2020 წელს.

image



6. ყველაზე ვულკანური ნაწილი მარსზე.

image



7. კლდოვანი კრატერი მარსის ვაკეზე.

image



8. კვალი, სადაც ვულკანის ნაკადები და სხვა ნამსხვრევები ირიყება.

image



9. რეგიონი ლამაზი ტექსტურით ჩრდილო სინუს მერიდიანზე.

image



10. უჩვეულო ლანდშაფტები მარსზე.

image



11. კრატერი ბოლოჯერ მიღებული შეჯახების შედეგად.

image



12. ყველაზე დიდი ვაკე ადგილი მარსზე.

image



13. დიუნის გარშემო გაჩენილმა ცვლილებებმა მეცნიერებს შეიძლება მისცეს შესაძლებლობა უკეთ გაიგონ მარსზე კლიმატის ცვლილება.

image



14. სეზონური დიუნები მარსზე.

image



15. სეზონური დიუნების გამო, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ ადგილს ეწოდება nepenthes Mensae, რომელიც თავისი სტრუქტურის გამო ძალიან გავს მდინარეს.

image



16. მეცნიერებმა გამოიყენეს კამერა HiRISE, რათა უკეთ გაეგოთ თუ საიდან გაჩნდა ეს კვალი.

image



17. ეს ქსელი აფეთქების შედეგად მიღებული მტვერია, რომელიც მარსის ზედაპირის -გაცხელება-გაციებამ გამოიწვია.

image



18. კვარცხლბეკის კრატერი გაჩნდა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სიჩქარით გამოწვეული ეროზიის შედეგად.

image



19. ხშირი ხარვეზი პლატოზე, თითქოს ვიღაცამ სპეციალურად შექმნა.

image



20. იარდანგი (ეროზიული რელიეფი) ბასრი მწვერვალებით წარმოიქმნა ძლიერი ქარის შედეგად.

image

1
7227
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
7227
  
2016, 26 აგვისტო, 22:16
ლამაზი პლანეტაა :)
0 1 1