x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რა მოუვიდა კაბას, რომელიც ორი წელი მკვდარი ზღვის ფსკერზე ინახებოდა?
ებრაელმა მხატვარმა სიგალიტ ლანდაუმ უცნაური პერფომანსი მოაწყო, რომელსაც სახელად " მარილიანი პატარძალი" დაარქვა. პერფომანსის განსახორციელებლად მხატვარმა სამგლოვიარო კაბა მკვდარი ზღვის ფსკერზე მოათავსა. ორი წლის მანძილზე ლანდაუს გუნდის წევრები ჩადიოდნენ ზღვის ფსკერზე, რათა ფირზე აღებეჭდათ მბრწყინავი მარილის კრისტალების ფენის ინტენსიური ზრდა ქსოვილის ზედაპირზე.


image

ორიგინალური სკულპტურის შექმნის იდეა მხატვარს შთააგონა კინოფილმმა "დიბუკი". ''მარილიანი პატარძლის'' შესაქმნელად ლანდაუმ გამოიყენა შავი ფერის სამგლოვიარო კაბა, ზუსტად ისეთი, როგორიც ფილმის მთავარ გმირ ქალს ეცვა.



image


მთელი ორი წლის განმავლობაში სამგლოვიარო კაბა მკვდარი ზღვის ფსკერზე იმყოფებოდა და თანდათანობით იფარებოდა მარილის კრისტალებით.


image


ორი წლის შემდეგ კაბაზე მარილის იმოდენა ფენა წარმოიქმნა, რომ ზღვის ფსკერიდან მისი ამოღება შეუძლებელი გახდა, ამიტომ კაბას რამოდენიმე ფრაგმენტი მოაცილეს და ზღვაში დატოვეს.


image


თავისი პროექტით სიგალიტს უნდოდა ეჩვენებინა ბუნების გასაოცარი ძალა, რომელსაც სასწაულებრივად შეუძლია შეცვალოს საგნები და მოვლენები.


image


ამჟამად ექსპოზიცია Salt Bride ("მარილიანი პატარძალი") გამოფენილია ლონდონის მხატვრულ გალერეაში Marlborough Contemporary.


image

0
2670
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2670
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0