x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მედლებისაკენ მიმავალი ტკივილიანი გზა
ოლიმპიური მედლებისაკენ მიმავალი გზა ყოველთვის ია-ვარდებით არაა მოფენილი. სპორტსმენებში საკმაოდ ხშირია ტრავმები, მაგრამ ბევრი მათგანი დიდი ნებისყოფის და ბრძოლის ფასად ტკივილის მიუხედავად მაინც აგრძელებს სანუკვარი მედლებისათვის ბრძოლას. ამ პოსტში წარმოგიდგენთ სპორტსმენებს, რომლებმაც ოლიმპიური მედლები მოიპოვეს მძიმე ტრავმების მიუხედავად.


1. ნაგანო-1998. ფიგურული სრიალი, ოქსანა გრიშჩუკი( რუსეთი)


image

ნაგანოს ოლიმპიადაზე ოქსანა გრიშჩუკი თავის მეწყვილე ევგენი პლატოვთან ერთად გახდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი.. და მხოლოდ შეჯიბრების დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, რა სიძნელებთან შეჯახება მოუხდა მას.
ოლიმპიადის სტარტის წინ ოქსანამ მოიტეხა ქუსლი, მაგრამ მას აზრადაც არ მოსვლია ამ დიდი ფორუმის გამოტოვება. ის მოუშუშებელი ტრავმით გამოდიოდა და იმ ტკივილებს, რასაც განიცდიდა, მწვრთნელს და პარტნიორსაც კი არ უმხელდა. ასეთი ვაჟკაცობა გამოიჩინა ამ ნატიფმა გოგონამ და ის დამსახურებულად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.


2.ნაგანო-1998. სამთო-სათხილამური სპორტი. ჰერმან მეიერი(ავსტრია)



image

ავსტრიელი მოთხილამურე ჰერმან მეიერი 100 კმ/სთ სიჩქარით მიჰქროდა სათხილამურო ტრასაზე, როცა მას თხილამური გაძვრა. ის ჰაერში ამოტრიალდა და თავით დაასკდა მიწას, შემდეგ კი რამოდენიმეჯერ გადატრიალდა და თითქმის ყველა წინაღობას დაეჯახა.
დაცემა იმდენად საზარელი იყო, რომ სპორტსმენი ცოცხალი თუ გადარჩებოდა, არავის ეგონა. ასეთი ტრავმით შეჯიბრების გაგრძელებას ალბათ ვერავინ შეძლებდა, მაგრამ ჰერმანი მეორე დღეს კვლავ სტარტზე იდგა. მან უდიდესი ტკივილის ფასად მოახერხა და ორ სახეობაში:გიგანტურ სლალომსა და სუპერგიგანტში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ასეთი საქციელის გამო მას გულშემატკივრებმა "ჰერმინატორი" დაარქვეს.


3.ტურინი-2006. ფიგურული სრიალი, დან ჩჟანი(ჩინეთი)


image

ტურინის ოლიმპიურ თამაშებზე ნამდვილი გმირობა ჩაიდინა ჩინელმა სპორტსმენმა დან ჩჟანმა, რომელიც სპორტულ ცეკვებში გამოდიოდა მეწყვილე ხაო ჩჟანთან ერთად. მოკლე პროგრამის შემდეგ ისინი მეორე ადგილზე იყვნენ და თავისუფალ პროგრამაში გადაწყვიტეს ურთულესი ელემენტების შესრულება. ერთ-ერთი ასეთი ილეთის-ოთხმაგი ბრუნვის შესრულების დროს დანი საკმაოდ დიდი სიმაღლიდან დაეცა ყინულზე ჯერ მუხლით, შემდეგ კი ზურგით. ტკივილი იმდენად დიდი იყო, რომ ფიგურისტი ძლივს წამოდგა ფეხზე. პროგრამა შეჩერებული იქნა. საოცარი იყო, რომ რამოდენიმე წუთის შემდეგ დანმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეგრძელებინა ბრძოლა მედლებისათვის.წესებში მითითებული არ იყო, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მსაჯები ამ დროს. მცირეოდენი თათბირის შემდეგ ისინი დათანხმდნენ წყვილს გაეგრძელებინა გამოსვლა.
ჩჟანებმა არამარტო დაასრულეს შეჯიბრება, რამედ ვერცხლის მედლებიც მოიპოვეს. დარბაზი ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს ჩინელ წყვილს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დანს მუხლის მყესი ჰქონდა გაწყვეტილი და ოლიმპიადის შემდეგ დიდი ხნით მოუხდა მკურნალობა.


4.ვანკუვერი-2010.თხილამურები, პეტრა მაიდიჩი(სლოვენია)


image

მოთხილამურე პეტრა მაიდიჩი ითვლებოდა ერთ-ერთ ფავორიტად კლასიკურ სპრინტში ვანკუვერის ოლიმპიადაზე. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა, როცა სტარტის დროს სპორტსმენმა მოსახვევში სიჩქარე ვერ გათვალა, ხევში გადავარდა და თავით ხეს შეასკდა.მოთხილამურეს მოტეხილი ჰქონდა ოთხი ნეკნი და დაზიანებული ფილტვები. მისი შეჯიბრებაზე გამოსვლა წარმოუდგენელი ჩანდა.
მაგრამ პეტრამ გადაწყვიტა ბრძოლა გაეგრძელებინა. შეჯიბრების ყველა ოთხივე ეტაპი მან გაატარა საშინელ ტკივილებში. ის სტარტზე ხელში აყვანილი გამოჰყავდათ, ხოლო ფინიშის შემდეგ ტკივილისაგან გაწამებული ტოვებდა არენას. პეტრას განსაკუთრებით გაუჭირდა მეოთხე ეტაპის გავლა, როცა გულწასული ხელით გაიყვანეს არენიდან, მაგრამ უკვე როგორც ბრინჯაოს პრიზიორი. დაჯილდოების ცერემონიალიდან მაიდიჩი ინვალიდის ეტლით გაიყვანეს და უკვე აქედან გადააფრინეს ვერტმფრენით ვანკუვერის ჰოსპიტალში.
სლოვენიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მაიდიჩს გადასცეს ოქროს მედალი დამსახურებისათვის. რაც შეხება თავად სპორტსმენს, ის შემდგომში ამბობდა, რომ ეს ოლიმპიური მედალი მისთვის ბრინჯაოსი კი არა, ნამდვილად ბრილიანტისა იყო.


5.სოჭი-2014. თხილამურები, იუსტინა კოვალჩიკი(პოლონეთი)


image


ოთხი წლის შემდეგ მაიდიჩის ადგილზე უკვე იუსტინა კოვალჩიკი აღმოჩნდა:იანვრის ბოლოს მან დაიზიანა ტერფი და მოურჩენელი ფეხით გამოვიდა ოლიმპიადაზე, სადაც დიატლონში მეექვსე ადგილი დაიკავა. ტკივილისაგან შეწუხებულმა სპორტსმენმა რენტგენი გადაიღო და აღმოჩნდა, რომ მას ტერფის ძვლების მრავალჯერადი მოტეხილობა ჰქონდა.იუსტინას ალბათ გაახსენდა მაიდიჩის გმირობა და მიბაძვით მანაც გადაწყვიტა კლასიკური სტილის 10 კმ-იან ტრასაზე გამოსულიყო.
საბოლოოდ, იუსტინამ ოლიმპიადის ოქროს მედალი მოიპოვა, აჯობა რა მის მეტოქეს 18 წამით.
"მე სტარტის წინ წამალი დავლიე და თავიდან ფეხში ტკივილს ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მერე და მერე ტკივილმა მიმატა. განსაკუთრებით გამიჭირდა ბოლო 2 კილომეტრი, რადგან მზემ თოვლი გაადნო და დაამძიმა.ეს ყველაზე რთული ტრასა იყო ჩემს ცხოვრებაში. მიხარია, რომ ჩემ თავში ვიპოვე ძალა და გავიმარჯვე", -აღნიშნა პოლონელმა სპორტსმენმა.

0
391
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0