x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
თორმეტი უცნაური ფეხსაცმელი თორმეტი საყვარლისათვის
რა შეიძლება კაცმა გააკეთოს სიყვარულის გამო? ალბათ ყველაფერი, მაგრამ ყოფილი სიყვარულის გამო რისი გაკეთებაა შესაძლებელი? აი, მისაბაძი მაგალითი დიზაინერ სებასტიან ერაზურიზისაგან: მან შექმნა ქალის ფეხსაცმელების უცნაური კოლექცია. ეს კოლექცია დიზაინერმა ყოფილ საყვარლებს მიუძღვნა. მისი თორმეტი ყოფილი საყვარლიდან თითოეულმა მიიღო ორიგინალური საჩუქარი: ლამაზი ფეხსაცმელი, რომელიც მისი მომავალი მფლობელის ხასიათს გამოხატავს.
ეს დიზაინერის მიერ შექმნილი ერთადერთი უცნაური კოლექცია როდია, მისმა ფანტაზიამ შექმნა აგრეთვე კაბები ელვა-შესაკრავებისაგან, მაისურები "ნიუ-იორკი ურაგანის შემდეგ" და კიდევ ბევრი სხვა უცნაური ტანსაცმელი.
ფეხსაცმელების კოლექციის უცნაურობა, როგორც ავღნიშნეთ, გამოიხატება ქალების ხასიათის თავისებურებებში. სებასტიანმა ფეხსაცმელებში გადაიტანა თითოეულ გოგონასთან ურთიერთობის განსაკუთრებულობა.


image

ზოგ ქალთან თაფლივით ტკბილი ურთიერთობა იყო, სხვა მკაცრი და ძლიერი ხასიათით გამოირჩეოდა, მესამე ტიპის ქალებთან ურთიერთობა კი საერთოდ, ბრძოლის ველს ჰგავდა.

აი, სებასტიანის კოლექციის თორმეტი ფეხსაცმელი თორმეტი ქალბატონისათვის:



პირველი ფეხსაცმელი: "თაფლივით ტკბილი ნატაშა"


image


მეორე ფეხსაცმელი: "მტირალა გოგონა ვალენტინა"


image


მესამე ფეხსაცმელი: "ოქროს გოგონა ელისონი"


image


მეოთხე ფეხსაცმელი: "ყინულის დედოფალი სოფია"


image


მეხუთე ფეხსამელი: "მებრძოლი გოგონა ბარბარა"


image


მეექვსე ფეხსაცმელი: "გულთამპყობელი ლაურა"



image



მეშვიდე ფეხსაცმელი: "საბედისწერო ქალი ალისა"


image


მერვე ფეხსაცმელი: "ბოსი რეიჩელი"


image


მეცხრე ფეხსაცმელი: "მოჩვენება ვალენტინა"


image


მეათე ფეხსაცმელი: "ქალწული ანა"


image


მეთერთმეტე ფეხსაცმელი: "მოგზაური ჯესიკა"


image


მეთორმეტე ფეხსაცმელი: "ცხელი გოგონა კაროლინა"


image


იმისათვის, რომ ასეთი კოლექცია შექმნა, ძალიან კარგად უნდა ერკვეოდე ქალების ხასიათში. აღსანიშნავია, რომ კოლექცია ჩასაცმელად არაა განკუთვნილი, ის უფრო სახასიათოდ და საგამოფენოდაა შექმნილი.

ვიმედოვნებთ, რომ ეს არაა ამ დიზაინერის უკანასკნელი უჩვეულო კოლექცია, მის თავში ალბათ კიდევ უამრავი მხიარული და მახვილგონივრული იდეაა.
საინტერესოა, ვის მიუძღვნის სებასტიანი თავის მორიგ შედევრებს.

0
436
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0