x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რვა გზა სამსახურის ნაყოფიერად ძებნისთვის

imageსამსახურის ძებნა მუდმივ პრობლემად გადაიქცა, უმუშევართა რაოდენობა უმატებს თუ მცირდება სამუშაოს ძებნა და პოვნა ისეთი ვაკანტური ადგილის, რომელიც შენ მოგწონს უფრო რთულდება . შემოგთავაზებთ მაქს მესმერის წიგნიდან სამუშაობს მოძებნის რვა ნაყოფიერ გზას.
1. შეიძინე პირადი ორგანიზატორი
თუ არ გაქვთ, აუცილებლად იყიდეთ ბლოკნოტი უფრო კარგად ორგანიზებისთვის, დააჯგუფეთ სხვადასხვა მასალები თემების მიხედვით.შეიძინეთ პერსონალური ინფომენეჯმენტის აპლიკაცია, რომელსაც კომპიუტერში ჩატვირთავთ.
2. დაგეგმეთ და დასახეთ მიზნები ყოველდღიურად
მზად იყავით დახარჯოთ ნახევარი საათი ყოველი კვირის დასაწყისში და ათი წუთი ყოველდღიურად, რათა ჩამოწეროთ მიზნები და ამოცანები, ეს ჩვევაში უნდა გადაგექციოთ.
image3. დაალაგეთ ამოცანები უპირეტესობის მიხედვით
ეს პუნქტი აუცილებელი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, უპირატესობის გარკვევის მთავარი საიდუმლო მათ დაბალანსებაშია.
4. შეადგინეთ გრაფიკი
შეეცადეთ ყველაზე რთული საქმეები დილით გააკეთოთ, ამ დროს ენერგიით სავსე ხართ და გონებაც უკეთ მუშაობს.
5. დასახეთ მიზნები
ამ მიდგომის საიდუმლო ისაა, რომ მიღწეული მიზნები გაგამხნევებთ.
6. ნუ გაებმებით ზედმეტი, ფუჭი მუშაობის მახეში.
ეს ნაცნობი მახეა:ისე ერთვებით რომელიმე კონკრეტულ საქმიანობაში, სხვა დანარჩენი გავიწყდებათ.
image7. ყურადრება მიაქციეთ თქვენს პროდუქციულობას
საუკეტესო გზა ამის გასაკეთებლად არის ყოველდღიური პროგნოზის აღრიცხვა, რის შედეგაც დაინახავთ, არის თუ არა თქვენი საქმიანობა უპირატესი და ღირს თუ არა გადაღლად.
8. ნუ გააჭიანურებთ
საქმეების ნუ გადადებთ, ეს ჩვევა თითქმის ყველას აქვს, ასე არ გამოდგება, გააკეთეთ დღეში თითო საქმე, დადეთ პირობა საკუთარ თავთან და ბოლოს დაჯილდოვების სტრატეგია მარტივი, მაგრამ ეფექტურია, ყოველი შესრულებული ამოცანისთვის, რომელსაც აჭიანურებდით, დააჯილდოვეთ საკუთარი თავი, "ჯილდო" იყოს ისეთი რამ, რასაც ჩვეულებრივ რუტინულად არ აკეთებთ.
imageპ.ს : ყველას წარმატებას გისურვებთ..

0
66
შეფასება არ არის
ავტორი:ჯინაა
ჯინაა
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0