x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
დაუჯერებელია, მაგრამ "ჟღვინტლების" ჭამა სასარგებლოა
ვიცით, რომ ცხვირიდან გამონადენი ჩნდება მწვავე და ქრონიკული სურდოს, წიაღების ანთების შემთხვევაში, თუმცა ე.წ. "ჟღვინტლები" გარკვეული რაოდენობით ქრონიკულად არსებობენ ჩვენს ცხვირში, რომლებიც უცხო ნაწილაკების მოხვედრის შემთხვევაში წარმოიქმნება. და ასევე, ცხვირის ლორწოს აქვს გამონადენი იმის გამო, რომ მოახდინოს გარემოდან მოხვედრილი დამაბინძურებლების გაფილტვრა. ეს ყოველივე კარგია, თუმცა ამაზრზენია ყურება გვერდზე მჯდომი ადამიანი თუ როგორ იჩიჩქნის თითით ცხვირს, თუმცა უფრო ამაზრზენია იმის ყურება, როგორ მიირთმევს იქ ნაპოვნ გამონადენს- ჟღვინტლს. რაოდენ გიჟურად და წარმოუდგენლადაც არ უნდა ჟღერდეს, გამოკვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ "მათი" მირთმევა ძალზედ სასარგებლოა.


image


ჩვევები- საზოგადოებაში იჩიჩქნო ცხვირი და მიირთვა იქ ნაპოვნი "ჟღვინტლი", ნიშანია ცუდი აღზრდისა და ელემენტარული კულტურული დონის უქონლობის, თუმცა კანადელი პროფესორი Scott Napper-ი ასე სულაც არ ფიქრობს, მისი კვლევებითა და მტკიცებით "ჟღვინტლები" ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო და მეტიც, იმუნური სისტემისთვის ძალზედ სასარგებლოა.


image



ამ დასკვნამდე მეცნიერები 2013 წელს მივიდნენ და მას შემდეგ, რაც შეისწავლეს არგუმენტები ე.წ. "ჟღვინტლის", სრულიად დაეთანხმნენ კოლეგას. ფაქტობრივად წყალია "ჟღვინტლის" 90%, რომლებიც არის მარილიანი და წარმოადგენენ მტვრისა და ჭუჭყის წარმონაქმნს ცხვირის ლორწოვან გარსში, თუმცა ამის გამო ჯანმრთელობისთვის მავნე სულაც არ არის.



"ჩვენ მთელი რიგი ევოლუციებისა ყველანაირ პირობებში შევისწავლეთ, ამიტომ დავამტკიცედ, რომ ზედმეტი სიყვარული სისუფთავისა და ჰიგიენის მიმართ მნიშვნელოვნად ასუსტებს ჩვენს იმუნურ სისტემას, ე.წ. "ჟღვინტლები" კი განსაზღვრული პროცენტით ძლიერ ანტისხეულებს შეიცავენ, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას საგრძნობლად უწყობს ხელს"- ამბობს პროფესორი Scott Napper-ი.

image



P.S. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ვერანაირი გარემოება ვერ მაიძულებს "ამის გაკეთებას".

10
1129
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1129
  
2017, 1 ოქტომბერი, 10:48
ჟღვინტლი არა და ზიზღის გამო შეიძლება - მოკვდე
2016, 11 სექტემბერი, 16:46
კი მაგრამ,ცოტა რბილად შეგეძლო გეთარგმნა..... შენ კუთხურად თარგმნე.....იმერულად.....გეხუმრები რა თქმა უნდა
2016, 3 სექტემბერი, 17:22
გინდა წვინტლი დაუძახეთ ბატონო, გინდა ცინგლი და გინდა ჟღვინტლი... სასარგებლოაო ამბობენ, მე უბრალოდ ვთარგმნე ინფორმაცია.
2016, 31 აგვისტო, 18:20
წარმოვიდგინე :))
2016, 31 აგვისტო, 17:10
მალე სწრაფი კვების ობიექტებში ჟღვინტლიანი ღვეზელები!!! :D :D :D
2016, 30 აგვისტო, 17:11
წვინტლიც? წვინტლიც სასარგებლოა? ერთი მაგაზეც დაწერე ძმურად
2016, 24 აგვისტო, 18:35
აქ კომენტარიც კი ზედმეტია...
2016, 24 აგვისტო, 14:59
ასე გამოდის :))) ან ბავშვებს ნუ დაუშლიან მშობლები :))
2016, 24 აგვისტო, 14:08
Uuuuuuuu
2016, 24 აგვისტო, 11:40
აჰა, ესე იგი ჩავრთოთ ჩვენს "მენიუში" :)))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10