x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ქრონიკული დაავადება და ფსიქოსოციალური ფაქტორები

imageქრონიკული ეწოდება ისეთი ჯგუფის დაავადებებს, რომლებიც გრძელდებიან 3 თვეზე მეტ ხანს ან ხასიათდებიან განმეორებადობით. ამ დროს ექიმები საუბრობენ არა განკურნების შესაძლებლობაზე, არამედ
მართვაზე. ერთი პროფესორი ქრონიკულ დაავადებას განმარტავს, როგორც „ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობას, რომელიც უბრალო ქირურგიული ჩარევით ან სამედიცინო მკურნალობის მოკლე კურსით არ განიკურნება“. ქრონიკულ დაავადებას არა მხოლოდ ამ დაავადებისა და მისი მკურნალობის თავისებურება ამძაფრებს, არამედ ისიც, რომ დაავადებასთან ხანგრძლივი ბრძოლაა საჭირო. ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 50%-ს აღენიშნება ესა თუ ის ქრონიკული ხასიათის სამედიცინო მდგომარეობა; სიკვდილის 70% გამოწვეულია სხვადასხვა სახის ქრონიკული დაავადებებით და სამედიცინო სფეროში გაწეული ხარჯების 75% სწორედ ქრონიკულ დაავადებებზე მოდის. თუმცა, ამ ადამიანების უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც წესი, დიდად არ ზღუდავს მათ ნორმალურ, ჩვეულ აქტივობებს და მედიკამენტების მიღებისა და სხვადასხვა სამედიცინო პროცედურების გავლის რეგულარულობას უკავშირდება. ყველაზე ხშირ ქრონიკულ დაავადებებს მიეკუთვნებიან მაღალი არტერიული წნევა, ართრიტები, რესპირატორული დაავადებები, როგორიცაა ემფიზემა, ასთმა, ეპილეფსია და ა.შ.
ოჯახი სოციალური სისტემაა და ოჯახის ერთი წევრის ცხოვრების ცვლილება აუცილებლად გავლენას მოახდენს ოჯახის სხვა წევრებზეც. ეს ცვლილება განსაკუთრებით თვალშისაცემია, როდესაც ქრონიკულ დაავადებასთან გვაქვს საქმე. დაავადება გავლენას ახდენს ოჯახის ცხოვრების ნორმალურ წესზე და არსებულ მდგომარეობასთან გასამკლავებლად ოჯახის ყველა წევრს გარკვეული ცვლილებების მოხდენას აიძულებს. როდესაც ავადმყოფი ეგუება დისკომფორტს, ტკივილს, რომელსაც მკურნალობა და სამედიცინო პერსონალის მხრიდან ყურადღებით შესწავლა უქმნის, მას უფრო მეტად ესაჭიროება პრაქტიკული დახმარება და ემოციური მხარდაჭერა ოჯახის მხრიდან. შედეგად, ოჯახის წევრებს უწევთ არა მხოლოდ ახალი რამეების სწავლა, რომ თავი გაართვან ავადმყოფზე ზრუნვას, არამედ ყველა იძულებულია, თავიანთი განწყობილება, გრძნობები და ყოველდღიური ცხოვრების წესი ვითარებებს შეუსაბამონ.
ეს საკმაოდ რთულია. მეუღლეები შეიძლება მძიმე სტრესის ქვეშ აღმოჩნდნენ საყვარელი ადამიანის მდგომარეობის გამო, ვერ დაეხმარონ მათ, რადგან თვითონ საჭიროებდნენ დახმრებას. ახალი პასუხისმგებლობა შეიძლება ბავშვებს ან ოჯახის სხვა წევრებს დაეკისროთ. შეიძლება გაზრდილი პასუხისმგებლობა რთული დასაძლევი, ხოლო ახალი ამოცანების მიღება ძალიან მძიმე აღმოჩნდეს. დიაგნოზის დასმის დროს ოჯახების უმრავლესობა შოკში ვარდება, არ სჯერათ გაგონილი და უარყოფენ ამ ცნობას . გამანადგურებელია იმის გაგება, რომ საყვარელ ადამიანს უკურნებელი ან დამაუძლურებელი დაავადება სჭირს. ოჯახმა შეიძლება იგრძნოს, რომ მათი იმედები და ოცნებები დაიმსხვრა და ისინი, გაურკვეველი მომავლის მოლოდინში, ტკივილისა და დანაშაულის გრძნობით მოცული დარჩნენ.

სრულიად გასაგებია, რომ აღნიშნული ვითარების გამო რთული აღმოჩნდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმა. ქრონიკული დაავადების დიაგნოსტირების შემდეგ ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს სოციალური ურთიერთობებისა და კავშირების ხელახლა დამყარება.ავადმყოფი შეიძლება ფიქრობდეს, რომ დაავადების გამო საზოგადოებაში მას სხვა თვალით დაუწყებენ ყურებას ან შეიძლება იმის ეშინოდეს, რომ სნეულება უხერხულობას გამოიწვევს. დეპრესიის გამო ავადმყოფმა, შესაძლოა, ადრინდელ მეგობრობაზე უარი თქვას ანდა ოჯახს, უბრალოდ, ურთიერთობის თავი არ ჰქონდეს. მთელი რიგი მიზეზების გამო ქრონიკულმა დაავადებამ შეიძლება ადვილად მოაქციოს მარტოობაში მთელი ოჯახი.

ცხადია, მხოლოდ პაციენტები არ არიან პასუხისმგებლები სოციალურ ურთიერთობებში წარმოქმნილ პრობლემებზე. ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ნათესავებს შეიძლება თვითონ ჰქონდეთ პაციენტის შეცვლილ მდგომარეობასთან შეგუების პრობლემა. ადამიანების დიდ ნაწილს დამამაცირებელი სტერეოტიპები აქვთ გარკვეული ჯგუფის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისადმი, მათ შორის სიმსივნისა და შიდსის მქონე ადამიანებისადმი. გარდა ამისა, ყველას არ ეცოდინება, რა თქვას ან როგორ მოიქცეს უძლურებით შეპყრობილ ადამიანთან. როდესაც საკუთარი ბავშვი სხვა ბავშვებისგან განსხვავდება, ბევრი ადამიანი მიდრეკილია იმისკენ, რომ დაჟინებით მიაცქერდეს და დაუფიქრებელი შენიშვნები გააკეთოს. დაავადების გამო საკუთარ თავს ისედაც ადანაშაულებ და მათი შენიშვნები კი ამძაფრებს დანაშაულის გრძნობას.

მიუხედავად ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტის არსებობით წარმოქმნილი სიძნელეებისა, როგორც კვლევები მოწმობენ, ეს სიძნელეები არ არიან კატასტროფულნი. ოჯაახებში განქორწინებების სიხშირე ქრონიკული დაავადების გამო, არ არის საერთო პოპულაციურზე მაღალი. ხშირად, ქრონიკული დაავადება ოჯახის წევრების დაახლოებასაც უწყობს ხელს .
თუკი ოჯახის წევრებს ეცოდინებათ, საერთოდ როგორ მოქმედებს ქრონიკული დაავადება ადამიანებზე, მოსალოდნელია, რომ თავიანთ სიტუაციაში სპეციფიკურ პრობლემებთან შესახვედრად ისინი უკეთ იქნებიან მომზადებული. ოჯახები უნდა ზრუნავდნენ ავადმყოფზე და საკუთარი დამოკიდებულება, გრძნობები და ცხოვრების წესი ვითარებას უნდა შეუსაბამონ. გარდა ამისა, თუკი გარეშეებსაც — თანამშრომლებს, თანაკლასელებს, მეზობლებსა და მეგობრებს — ეცოდინებოდათ, რა გავლენას ახდენს ოჯახზე ქრონიკული დაავადება, ისინი უკეთ შეძლებდნენ მნიშვნელოვანი და თანაგრძნობით სავსე მხარდაჭერის აღმოჩენას.


0
234
შეფასება არ არის
ავტორი:ანი სიმსივე
ანი სიმსივე
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0