x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
სტოკჰოლმის სინდრომი

imageჩვენს რეალობაში არსებობს თემები რომლებიც მორალსა და ჩვეულებრივ ადამიანურ კანონზომიერებებს
არ ექვემდებარება. ეს ის თემებია, როცა ადამიანი პირადი თუ სახემწიფოებრივი მიზნებისთვის მუდმივად ახორციელებს ტერორს, ძალადობას, ადამიანის მძევლად აყვანას, შეიარაღებულ თავდასხმას, წამებას.
ამ მოვლენებს უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ამ საშინელებას ყოველდღიურად ებრძვის, ხშირად ჩვენ ადამიანები ხელს ვაფარებთ დამნაშავეებს, მოძალადეებს და ვეხმარებით მათ. ამ ფენომენის ამოხსნა უჭირთ ფსიქოლოგებსა და კრიმინალისტებს. ეს სტოკჰოლმის სინდრომია.
სტოკჰოლმის სინდრომი არის პარადოქსული რეაქცია, რომელიც აღმოცენდება მსხვერპლში აგრესორის მიმართ. ეს არის პოზიტიური რეაქცია აგრესორის მიმართ როდესაც მსხვერპლს უჩნდება გარკვეული სიმპათიის, მიმზიდველობის განცდა
მოძალადის მიმართ.
ამ მოვლენამ თავისი სახელწოდება მიიღო რეალურ ფაქტზე დაყრდნობით, რომელიც 1973 წლის 23 აგვისტოს მოხდა. ამ დღეს, სტოკჰოლმის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა ბანკში და მძევლები აიყვანა. მათ ბანკის
დაჯავშნულ საცავში მომდევნო 6 დღე ერთად გაატარეს. დამნაშავეები სამართალდამცავებს ტელეფონით უკავშირდებოდნენ და მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 3 მილიონ კრონს, 2 პისტოლეტს და მანქანას მოითხოვდნენ. 2 დღის განმავლობაში, ტყვეები - სამი ქალბატონი და ერთი მამაკაცი თოკებით ჰყავდათ გადაბმული. არ აჭმევდნენ და მოკვლითაც ემუქრებოდნენ. თუმცა, ნელნელა გამტაცებლებსა და მძევლებს შორის უჩვეულო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ერთ-ერთ
გოგონას შეეძლო გათავისუფლება, მაგრამ რატომღაც ამ შანსზე უარი თქვა.მეორემ თავდაპირველად მოახერხა და პოლიციას ინფორმაცია გადასცა, მაგრამ შემდეგ გამტაცებლებთან ეს ფაქტი აღიარა. მეოთხე დღეს გამტაცებლებმა და მძევლებმა ერთად გაქცევა მოითხოვეს.
პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა. გათავისუფლების შემდეგ უკლებრივ ყველა მძევალი ცდილობდა მათ დაცვას. მოგვიანებით, ქალბატონებმა აღიარეს რომ ინტიმური კავშირი ჰქონდათ დამნაშავეებთან და პოლიციას მტრად აღიქვამდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ციხეში შეყვარებული მძევლები თავიანთ გამტაცებლებზე დაინიშნენ. ამ შემთხვევის შემდეგ, მძევლების რეაქციას გამტაცებელზე და მათ ემოციურ მიჯაჭვულობას “სტოკჰოლმის სინდრომი” ეწოდა.

სოციალური ფსიქოლოგები ასკვნიან, რომ სტოკჰოლმის სინდრომი არის თავდაცვის მექანიზმის ამოქმედება ადამიანში, როდესაც ის გამოუვალ, საფრთხისშემცველლ
სიტუაციაში იმყოფება და როდესაც ფიქრობს, რომ რაციონალური გამოსავალი ამ ვითარებიდან არ არის სწორედ აქ ირთვება არაცნობიერი თავდაცვის მექანიზმი. ამ მექანიზმს ანა ფროიდმა აგრესორთან იდენტიფიკაცია უწოდა. ადამიანებს ეს
ირაციონალური რეაქცია შეიძლება აღმოაჩნდეთ გადარჩენის მცდელობისას, როდესაც რაციონალური რეაქციები არაეფექტური და უიმედოა. აგრესორთან გაუცნობიერებელი სოლიდარობით ადამიანს იმედი აქვს, რომ აგრესორი თავისნაირს ზიანს არ მიაყენებს.
ამ ირაციონალური პოზიციის გასამყარებლად მოძალადე აღიქმება, როგორც
სიმპათიური და კარგი ადამიანი, რადგან სხვანაირად მასთან იდენტიფიცირება გაძნელდებოდა.

მოვლენა, რომელსაც სტოკჰოლმის სინდრომი ეწოდა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაში განმეორდა. სტოკჰოლმის სინდრომი გამოვლინდა პატი ჰიორსტის შემთხვევაშიც, რომელიც ცნობილი მედიამაგნატის ქალიშვილი იყო.
1974 წელს მემარცხენე რადიკალური დაჯგუფების წევრებმა პატი მძევლად აიყვანეს და მის გასათავისუფლებლად 6 მილიონი დოლარი მოითხოვეს. გოგონა 57 დღის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდა. ამ პერიოდში მას ერთ-ერთი გამტაცებელი შეუყვარდა და ის დამნაშავეების თანამზრახველად იქცა. შემდეგ პატი ჰიორსტს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

“სტოკჰოლმის სინდრომს” განაპირობებს კიდევ ერთი მომენტი - როდესაც მოძალადე თავის თავზე უყვება მსხვერპლს, მაგალითად იმას, რომ ოდესღაც მასზეც ძალადობნენ და აყენებდნენ შეურაცხყოფას, ამ დროს მსხვერპლს უჩნდება თანაგრძნობის მომენტი, რომ ოდესღაც მოძალადეც მსხვერპლი ყოფილა. ამიტომ მსხვერპლი ხშირად ამართლებს ხოლმე მოძალადეს იმ ფაქტით რომ “მას მძიმე ბავშვობა ჰქონდა”.

ეს სინდრომი ასევე ძალიან ხშირია ოჯახურ გარემოში, როდესაც ცოლ-ქმარს შორის ხშირად ხდება ძალადობის ფაქტები. დამცირების ან შეურაცხჰყოფის მერე მცირე საჩუქარიც კი საკმარისია იმისათვის, რომ მსხვეპლმა მოძალადეს აპატიოს და
შემდეგ უხეშ მოპყრობამდე თავი დაირწმუნოს, რომ მსგავსი ინციდენტი არასოდეს განმეორდება. ამ მოვლენას პირად ურთიერთობაში წარმოქმნილ სტოკჰოლმის სინდრომს უწოდებენ.
ყველა სინდრომს აქვს თავისი სიმპტომები და არც სტოკჰოლმის სინდრომია გამონაკლისი. მართალია, დამახასიათებელი სიმპტომებისა და საქციელის სრული სია არ არსებობს, მაგრამ შეგვიძლია გამოვყოთ ზოგადი მახასიათებლები:

• მსხვერპლის პოზიტიური გრძნობები მოძალადის/გამტაცებლის მიმართ.

• უარყოფითი გრძნობები მსხვერპლის მხრიდან მეგობრების, ნათესავებისა თუ სამართალდამცავების მიმართ, რომლებიც ცდილობენ მათ გადარჩენას.

• პოზიტიური გრძნობები მოძალადის მხრიდან მსხვერპლთან მიმართებაში.

• დახმარების აღმოჩენა მოძალადისთვის მსხვერპლის მხრიდან.

• მსხვერპლი არ იღებს მონაწილეობას აქტივობაში, რომელიც შეიძლება დაეხმაროს მას მოძალადისგან თავის დაღწევაში.

ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ძნელია საკუთარი თავი გააიგივო ცუდთან, ამიტომ იწყებ დაჯერებას, რომ მჩაგვრელი, სინამდვილეში, კარგია და ასე უფრო იოლად ახერხებ შეერწყა მას. ფედერალური საგამომძიებო ბიუროს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მსხვერპლთა 27 % სტოკჰოლმის სინდრომის მახასიათებელს
ავლენს, რაც ხელს უშლის უამრავი საქმის გახსნას. ოჯახურ გარემოში აღმოცენებული სტოკჰოლმის სინდრომი კი თანამედროვე სამყაროს სენია.


1
90
2-ს მოსწონს
ავტორი:ანი სიმსივე
ანი სიმსივე
90
  
0 1 1