x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მადონარები - მხატვრები თუ ილუზიონისტები? ერთიც და მეორეც


ეს მეთექვსმეტე საუკუნის იტალიაში დაიწყო, როდესაც მხატვრები კედლებზე სადღესასწაულო ნახატებს ხატავდნენ. ხატავდნენ ძირითადად ღვთისმშობელს (Madonna) ყრმასთან ერთად, ამიტომ მათ მადონარებს ეძახდნენ. ერთი პერიოდი სწორედ ამ საქმიანობით ირჩენდა თავს იტალიიდან ესპანეთში მიმავალი სახელგანთქმული, (ბერძნული წარმოშობის) ესპანელი მხატვარი - ელ გრეკო.
გამოხდა ხანი და ჩვენს საუკუნეში ამ ტერმინმა - Madonnari, სხვა მნიშვნელობა შეიძინა, საქმე ისევ მხატვრებს ეხებათ, თუმცა ისინი არა მხოლოდ მადონას ხატავენ.

მადონარები, სტრიტ-არტის (ქუჩის მხატვრობა) მიმდევრები არიან, თუმცა ამას აბსოლუტურად განსხვავებულად აკეთებენ. ისინი თავიანთ ხელოვნებაში ანამორფოზს, უფრო ზუსტად კი - 3D-ს ტექნიკას იყენებენ და მნახველებს ისეთ დაუჯერებელ
ილუზიას უქმნიან, რომ ხშირად მისი რეალურად აღქმაც კი რთულია, თუ
კარგად არ დააკვირდი.

მადონარებმა თავიანი სახელოვნებო შტურმი დაახლოვებით 50 წლის წინ მოაწყეს, როდესაც ფერადი ცარცებით შეიარაღებული მხატვრები იტალიისა (და ცოტა მოგვიანებით ამერიკის) ტროტუარებსა და ქუჩებს მოედნენ. მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან ამ მოცულობითმა ნახატებმა უკვე მასიური პოპულარობა მოიპოვეს და დღეს მას, ისევე როგორც ხელოვნების სხვა ჟანრებს, თვისი ვარსკვლავებიც ჰყავს (კურტ
ვენერი, ელის გალაჰერი, ჯულიან ბივერი, ედგარ მიულერი, მანფრედ შტადერი და
სხვები).

1972 წელს, იტალიის პატარა ქალაქ - გრაციე-დი-კურტანონეში პირველად ჩატარდა
მადონართა მსოფლიო ფესტივალი და იმდენად წარმატებულად ჩაიარა, ახლაც ყოველწლიურად ტარდება. გარდა იტალიისა ფესტივალები ტარდება გერმანიაში (სადაც ეს ჟანრი პოპულარობით იტალიას არ ჩამოუვარდება) საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში და სხვა ქვეყნებში.

თავდაპირველად, მადონარების ნამუშევრები მხოლოდ მნახველზე ეფექტის მოსახდენად იქმნებოდა და დიდი აზრობრივი დატვირთვით არ გამოირჩეოდა, თუმცა რაც დრო გადის, ნამუშავრების თემატიკა უფრო ღრმა შინაარსს იძენს და ხშირად აქტუალურ, პრობლემატურ საკითხებსაც ეხება. არავინ იცის კიდევ რას შემოგვთავაზებს ქუჩური ხელოვნების (დიახ, ქუჩური ხელოვნებაც შეიძლება იყოს, არა მხოლოდ გაგება) ეს უცნაური ჟანრი და სანამდე მივა ის.

ჯულიან ბივერი - თევზაობაჯულიან ბივერი - თაიმ-სკვერი თაიმ-სკვერზეimageკურტ ვენერი - გასეირნება„მდინარე“ სუპერმარკეტშიჯულიან ბივერი - პოლიტიკოსების აღსასრულიimageimageimageimageimageimage იქამდე კი, შეხედეთ ამ ნახატებს და თუ არ გაგაოცებთ დაუკვირდით - თავს ხომ კარგად გრძნობთ?

2
120
6-ს მოსწონს
ავტორი:ილია ჯიბღაშვილი
ილია ჯიბღაშვილი
120
  
2016, 31 ივლისი, 0:03
მეგონა, ამ ნახატებს 3 D ერქვა.
2016, 30 ივლისი, 22:35
საინტერესოა...მადონარები -ეს სიტყვა პირველად გავიგონე:)
0 1 2